კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-21(752)

ტატაშკამ წვენი მოსვა და სავარძელზე უფრო მოხერხებულად მოეწყო... მისი მკლავი კაცის მკლავს მჭიდროდ მიეკრა და მანაც გვერდით მჯდომის სხეულის სითბო იგრძნო.

– არაჩვეულებრივი იყო... ერთად კარგად ვიყავით, – თქვა ტატაშკამ და თვალებში ჩააშტერდა.

– ჰო... მშვენიერი დრო გავატარეთ.

– ახლა კი ცოლთან დაბრუნდები.

კაცი შეიჭმუხნა.

– რა გინდა, ტატაშკა, რას ელოდები, რომ გეტყვი? ცოლს არ მივატოვებ და ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.

ქალმა მხრები აიჩეჩა.

– რა სისულელეა... ვინ გითხრა, რომ მინდა, შენს ცოლს ჩავენაცვლო, არანაირად. მაგრამ, ადამიანურად მებრალები.

– რატომ?

– იმიტომ რომ, მუდმივად ტყუილში გიწევს ცხოვრება. მე ამას ვერ გავქაჩავდი. ბოზიც სწორედ იმიტომ ვარ, რომ საკუთარ თავს არ ვატყუებ.

კაცმა მძიმედ ამოიოხრა.

– ტატაშკა... ეს ტყუილი არ არის, უბრალოდ, არ მინდა, კარგ ადამიანს გული ვატკინო. სულ ეს არის.

– მესმის. შენი ცოლი კარგი ადამიანია, მე – ცუდი... იმიტომ რომ, გარყვნილებისკენ გიბიძგებ. ღალატი ხომ გარყვნილებაა?

– მე ასე არ ვფიქრობ. შენთან თავს კარგად ვგრძნობ. მე ეს მინდა, მჭირდება, მაგრამ ვერც ჩემს ოჯახს შეველევი.

– შვილები გყავს? – დაინტერესდა ტატა.

– მყავს – ორი და ძალიან მიყვარს. შენ?

– მე, არა.

– რატომ? თუმცა მესმის...

ტატამ გაიცინა.

– არაფერი არ გესმის. შვილი იმიტომ არ მყავს, რომ აქამდე ვერ შევხვდი კაცს, რომლისგანაც შვილის გაჩენა მომინდებოდა.

– ანუ, უპასუხისმგებლო არ ხარ. გინდა, გათხოვდე და შენს შვილს მამაც ჰყავდეს. ეს ნორმალურია.

– არა. მაინც ვერაფერი გაიგე. გათხოვება არაფერში მჭირდება იმისთვის, რომ შვილი გავაჩინო. მაგრამ, ჩემი ბავშვის მამა „ვიღაცა“ ვერ იქნება. ჯიშიანი ქალი ვარ და გასამრავლებლადაც ჯიშიანი ულაყი მჭირდება.

კაცმა გაოცებით შეხედა.

– ძალიან უცნაურად მსჯელობ, სხვანაირად. ყველა არ ფიქრობ ასე.

– ხომ ხვდები, რომ ყველა არ ვარ... ამ დღეების განმავლობაში ხომ დარწმუნდი ამაში.

– დავრწმუნდი, ჩვენი შეხვედრის პირველივე წუთებიდან, მაგრამ... – კაცმა სათქმელი აღარ დაასრულა.

– გავიგე. ცოლს არ მიატოვებ... შეგიძლია, აღარ გაიმეორო, თუმცა, კარგი იქნება, ნუ განმიმარტავ. ჩვენი ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენია? ხომ არ აჯობებს, საერთოდ დავემშვიდობოთ ერთმანეთს.

– ეგ აღარ მითხრა. მაგაზე ფიქრიც კი არ მინდა, – კაცმა ტატაშკას მკლავი მოხვია და მკერდზე მაგრად მიიკრა, – უშენოდ ვეღარ გავძლებ. ისეთი სამსახური მაქვს, ხშირად მიწევს ქვეყნიდან გასვლა და როცა შესაძლებლობა მექნება, თან წაგიყვან. თბილისშიც შევხვდებით ხოლმე. როგორც კი ჩავალთ, ბინას ვიქირავებ.

– შენ როგორ გგონია, ეს ყველაფერი დიდხანს დარჩება შეუმჩნეველი?

– შენზეა დამოკიდებული. ჭკვიანი გოგო ხარ და სისულელეებს არ ჩაიდენ.

– ჰა, ჰა, სისულელეში რას გულისხმობ – რომ შენც ცოლს დავურეკავ ან მესიჯებით აგიკლებ ღამე ან დილით ადრე?! როგორი გულუბრყვილო ხარ. ჭკვიანი ქალი ყოველთვის ხვდება, კაცი მისი ერთგულია თუ არა...

– ღმერთო, რა უცნაური ლოგიკა გაქვთ ქალებს. ვარ ჩემი ცოლის ერთგული, აბა, რა ჯანდაბაა. სხვა ცოლი ხომ არ მინდა?

– სამაგიეროდ, სხვა ქალი გინდა სექსისთვის.

– ბოლოს და ბოლოს, ეს სექსიც დიდი არაფერია, – თქვა კაცმა სერიოზულად და ერთბაშად სიცილი აუტყდა.

– მართალი ხარ. ძალიან სასაცილოა, ძალიან... მეც ვიხალისებ, როცა სხვა კაცებთან მექნება სექსი.

– ტატაშკა! – კაცს სახე დაუსერიოზულდა, – ამაზე ხომ შევთანხმდით?

– რაზე?! რომ სხვა კაცებს აღარ შევხვდები? – პირობას ვერ მოგცემ და ნურც მომთხოვ. შევირგოთ ეს ერთად ყოფნა და წინასწარ ნურაფერს დავგეგმავთ. არც ის მინდა, ბინა იქირავო. ამას შენთვის გეუბნები. თუ ჩვენი შეხვედრების გასაიდუმლოება გინდა, მაშინ ბინა არაფერში გვჭირდება, ჩემთან სექსს მანქანაშიც მოახერხებ.

კაცი შეიჭმუხნა და ცოტა ხანს დუმდა. მერე ისე, რომ ტატასთვის თვალებში არ შეუხედავს, ხმადაბლა თქვა:

– მე შენ როგორც შემთხვევით ნაშას, ისე არ აღგიქვამ...

– ანუ, ბოზად არ აღმიქვამ? გეშინია, რომ მეწყინება და მინდობ? რა სასაცილო ხარ, მე არ მრცხვენია საკუთარი თავის და ნურც შენ შეწუხდები ტყუილუბრალოდ. ამ მოგზაურობისთვის კი მადლობას გეუბნები. მართლა ძალიან კარგი იყო. თუმცა, შემეძლო, სხვასთან ერთადაც წავსულიყავი.

– ტატაშკა, არ გინდა, ნუ მაეჭვიანებ. ჰო, მართლა, საჩუქრები ვისთვის იყიდე, დები გყავს?

– არა, ჩემსავით ბოზი დაქალები და ჩემ მაგივრად ნუ წითლდები, თორემ ძალიან სასაცილო  ხარ.

– მალე თბილისში ვიქნებით.

– ჰო.

– იცოლდე, მალე უნდა გნახო. რამდენიმე დღეში დაგირეკავ.

– დამირეკე, – მხრები აიჩეჩა ტატაშკამ, – თუ მეცლება...

– ესე იგი, მაინც შენსას უბერავ. გამაგებინე, რისთვის გინდა, სხვა კაცებს რომ შეხვდე. ფული გჭირდება? მითხარი, რამდენი და მოგცემ.

– არა, ფული არ მჭირდება, – გამოაჯავრა ტატამ.

– აბა, რა გინდა?!

– რწმენა იმისა, რომ თავისუფალი ქალი ვარ და არავის ვეკუთვნი... – თვალი ჩაუკრა ტატამ და სთხოვა, – სტიუარდესას ღვინო მოატანინე რა, ჩვენი მშვენიერი მგზავრობის სადღეგრძელო დავლიოთ.

            * * *

ტატაშკამ კარი თავისი გასაღებით გააღო და ბინაში შევიდა. ზღურბლიდანვე მიხვდა, რომ გოგოები სახლში არ იყვნენ.  ქაღალდის ჩანთები  და ტკბილეულიანი კოლოფები მაგიდაზე დააწყო და სამზარეულოში გავიდა ჩაიდნის ჩასართავად. ოთახში დაბრუნებულმა დივანზე მოიკალათა, ფეხსაცმელები გაიხადა, უფრო მოხერხებულად მოეწყო და ტელევიზორი ჩართო. თუმცა, ტელეეკრანს უგულისყუროდ შესცქეროდა. ფიქრებში ჩაიძირა და ისე გაერთო, რომ შემოსასვლელი კარის ხმა არ გაუგია. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ლალი და დოდოშკა თავზე წამოადგნენ.  

– ეე, ეს ვინ ჩამოსულაა! როგორ მოულოდნელად დაგვადექი თავზე. არ გელოდებოდით. მართლა ბორა-ბორაზე იყავი? ისე, საკაიფო ფერზე ხარ. გიხდება კიდეც... მოიცა, კარგად შემოგხედო... – ლალიკომ მკლავზე მოჰკიდა ხელი ტატაშკას და აიძულა, წამომდგარიყო.

– მაგარია. დოდოშკა, ერთი ნახე, რა ვიდზეა! აშკარად დასასვენებლად იყო და არა სამუშაოდ. 

– ჰო, ნაპახავებს აშკარად არ ჰგავს. უხალისოდ დაუდასტურა დოდოშკამაც და სავარძელზე მიეგდო. 

– არც მე მაწყენდა კუნძულებზე დასვენება, მაგრამ პონტი ვერ ავაგდე. ყველას ამასავით ხომ არ გაუმართლებს. 

– ეე, ნუ დაიწყე... – ხელი აიქნია ტატაშკამ, – ამას აჯობებს ნახო, რა ჩამოგიტანეთ. როგორ ვიზრუნე თქვენზე. მგონი, ზომები ზუსტად გავთვალე და ყველაფერი მოგერგებათ. იქაური ნამცხვარიც მოგეწონებათ. სხვათა სშორის, ბრენდულ მაღაზიებში გიყიდეთ. ლალიკო, ჩაიდანიც ადუღდებოდა უკვე. ყავა მოიტანე,  დავლიოთ და უნდა დაგელაპარაკოთ. სერიოზული საქმე მაქვს. 

– რა საქმე? – ეჭვით შეეკითხა დოდოშკა, – ჩვენს მოსყიდვას ხომ არ აპირებ, რაღაც ძალიან დახარჯულხარ. 

– ჰმ, ჟმოტი როდის ვიყავი? – ეწყინა ტატაშკას – აი, სიძუნწეს ნამდვილად ვერ დამწამებ. შეიძლება, ქმარში ჩაგეზიარე, მაგრამ. – მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თითი ირონიულად მომღიმარ დოდოშკას, – სხვათაშორის, მანქანასაც  არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში.  

– გავიგე. – თავი დაუქნია დოდოშკამ, – მშურს შენი. ბოროტი ვარ და დაუნახავი.  

– ბოროტი კი არა, ჩერჩეტი ხარ, მაგრამ ახლა შეიძლება, ძალიან დამჭირდე და მინდა, ყველაფერი კარგი გაიხსენო, რაც კი ერთმანეთთან გვაკავშირებს.

დოდოშკამ გაოცებით ასწია წარბები.

– ოჰო, ეს რაღაც ახალია... 

– რა ხდება? – ცნობისმოყვარედ იკითხა ლალიკომაც და მოსასმენად მოემზადა. 

– რაღაც გადაწყვეტილება მივიღე და თქვენი აზრი მაინტერესებს, – თქვა ტატამ და ტუჩები მრავალმნიშვნელოვნად მოპრუწა, თან დიდი პაუზა გააკეთა.

– მოიცა, თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღე, ჩვენი აზრი რაღაში გაინტერესებს? – მხრები აიჩეჩა დოდოშკამ.

– მართალი ხარ. აზრი ნაკლებად მაინტერსებს, რადგან ზუსტად ვიცი, არ დამეთანხმებით. მაგრამ, მე უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. მთავარია, ტექნიკურად გამომივიდეს. 

დოდოშკამ ლალიკოს გადახედა. 

– რამე გაიგე? – მე ვერა. 

ტატაშკამ ამოიოხრა. 

– კარგი. გარკვევით და მოკლედ გეტყვით, – შვილი უნდა გავაჩინო.

წუთით ოთახში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ტატაშკას სიტყვები არაერთგვაროვნად იქნა აღქმული ლალიკოსა და დოდოშკას მიერ. მგონი, სერიოზულად არცერთს მიუღია. ლალიკომ გაიცინა, დოდოშკა კი დასევდიანდა. შეიძლება, თავისი შვილი მოაგონდა. ტატაშკამ ცოტა ხანს ადროვა მეგობრებს და მერე აშკარად გამოხატა თავისი აღშფოთება.

– რატომ არაფერს მეუბნებით. ვერ გაიგონეთ, რა ვთქვი? თუ გგონიათ რომ ვიხუმრე.

– იხუმრე, აბა, რა... შენ და შვილი, – ხმამაღლა გაიცინა დოდოშკამ, – სექსმუშაკმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა! – არა, ტატაშკა, ეს შენთვის ნამდვილად არ არის.

– მე არ გეკითხები, ჩემთვის არის, თუ არა – ერთბაშად გაცხარდა ტატა, – მაინტერესებს, ჩემ გვერდით იქნები, თუ არა. იმიტომ რომ, შენ გარეშე, თქვენ გარეშე, ამას ვერ მოვახერხებ.  

დოდოშკას სახეზე განცვიფრება გამოესახა. 

– რას ნიშნავს ჩემ გარეშე ვერ მოახერხებ? გაგიჟდი, თუ მეკაიფები. ქმარი მე აღარ მყავს, რომ მაგ საქმისთვის დაგითმო. სანთელი დაგიჭირო, თუ რა გავაკეთო, არ ვიცი?! 

– ტატაშკა, მართლა გაუგებარია, ჩვენგან რას ელოდები?... – დოდოშკას დაეთანხმა ლალიკოც, – შენი გადასაწყვეტია, შვილის ყოლაც და არყოლაც. იმედი გაქვს, რომ გაზრდაში დაგეხმარებით?

ტატაშკამ თავი გადააქნია.

– მოკლედ, მიხვედრილობა – ნული! გოგოებო, სპერმა მჭირდება, ოღონდ კონკრეტული კაცის სპერმა.

– ვაიმე, შენ იმ კუნძულზე მზემ ხომ არ დაგარტყა? – გულწრფელი თანაგრძნობით ჰკითხა დოდოშკამ.

– პირიქით, გონება გამინათდა, საყვარელო... გამინათდა... თუ ეს ამბავი გამომივიდა, მთელი ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვლება. ფეხს ფეხზე გადავიდებ და ბედნიერი  ვიქნები.

– ისა, და... მე ვერაფერი გავიგე, – ხელები გაშალა ლალიკომ,  – რა სპერმა, რის უზრუნველი ცხოვრება... ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ.

– აუუუ! სანამ ეს მიხვდებააა... – წაუსტვინა ტატაშკამ და სიგარეტს მოუკიდა, – დოდოშკა, შენ ხომ მიხვდი,  რასაც ვგულისხმობ?

დოდოშკამ უხმოდ დაუქნია თავი და მანაც სიგარეტის კოლოფისკენ წაიღო ხელი. 

– აუუუ, მეც გამაგებინეთ რაა?!. თორემ გავგიჟდები, მომკლავს ინტერესი, – აწუწუნდა ლალიკო. 

– მოიცადე, – გააჩუმა დოდოშკამ და ტატას მიუბრუნდა.

– მოდი, რა, ბოზური ზახოდების გარეშე მითხარი, რა ჩაიფიქრე.

– უკვე გითხარი, მინდა ბავშვი მყავდეს კონკრეტული მამაკაცისგან და ამისთვის, ამ კონკრეტული კაცის სპერმა მჭირდება.

– მერე, ჩვენ რა შუაში ვართ? – ისევ ვერ მოითმინა ლალიკომ და დოდოშკას რისხვა დაიმსახურა.

– დამაცადე-მეთქი, ქალო! პირზე ხომ არ აგაფარებ ხელს. საქმე მართლა სერიოზულია. თუ სწორად მივხვდი, ეს ის კაცია, რომელმაც ბორა-ბორაზე გაგასეირნა და რომლის ფულითაც არის ნაყიდი  ჩვენი საჩუქრები, სავარაუდოდ.

– ყოველთვის აღმაფრთოვანებდა შენი მიხვედრილობა, – თავი დაუქნია ტატაშკამ, – კიდევ რას მიხვდი..

– რომ სპერმის მოპოვებას განაყოფიერების მიზნით, არაბუნებრივი გზით აპირებ. 

– გადავირიე ქალი... ბოლოს და ბოლოს, ამიხსენით რას ლაპარაკობთ?! – ყელი ლამის გამოიგლიჯა მუდარის ნიშნად ლალიკომ.

– ვაიმეე, გაჩუმდი, რა ცოტა ხანს! – ახლა უკვე ტატაშკამ უყვირა ლალიკოს და დოდოშკას მიუბრიუნდა, – შენ როგორ ფიქრობ, ეს შესაძლებელია? სპერმის არაბუნებრივი გზით მოპოვებას ვგულისხმობ.  

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3