კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის სამეფო ტახტზე წარადგინეს და რატომ დაალევინა ანდრეა დადიანმა ცხენს შამპანური

გრაფ ოლდენბურგის თბილისის სასახლე დადიანების ზუგდიდის სასახლეს მასპინძლობს. როდესაც საგამოფენო დარბაზში შეხვალთ, მაშინვე თვალწინ დაგიდგებათ დადიანების ევროპული ყაიდის ცხოვრება. თითოეული ნივთი განსაკუთრებით საინტერესო და დიდი ისტორიის მქონეა. ეკატერინე ჭავჭავაძის თვალების ფერის ჭურჭელი, სალომე მიურატის მოოქრული სამაგიდო მოწყობილობა, ანდრეა დადიანის ევროპელი ქალბატონების ჩანახატები, ნიკო დადიანის იარაღები და ნაპოლეონ ბონაპარტეს ნიღაბი. ეს მცირედი ჩამონათვალია, იქ მისულებს უფრო მეტი საინტერესო ნივთი დაგხვდებათ. საფრანგეთის პრესა, შეიძლება ითქვას, აჭრელებული იყო დადიანების ცხოვრების ამსახველი მასალებით. როდესაც სალომე დადიანი აშილ მიურატზე გათხოვდა, წერდნენ: „პრინცესა დადიანი იყო გრაციოზული და წარმტაცი, როგორც დედამისი. ის ცხოვრობდა ლუვრში და მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან. დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანია მეფობენ სამეგრელოში, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სადაც, ამბობენ, რომ ლამაზი ქალები არიან”. ჟურნალისტების მუდმივი ინტერესის ცენტრში ექცეოდა ქართველი პრინცი ანდრეა დადიანი, რომელიც არაერთი ქალბატონის ფავორიტი ყოფილა. დადიანების უნიკალური საგანძურისა და მათი ისტორიების შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორს, გიორგი კალანდიას ვესაუბრეთ: ზუგდიდიდან საგანგებოდ ჩამოვიტანეთ დადიანების სასახლის კოლექცია. გამოფენილი ექსპონატები კარგად ასახავს დადიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ ევროპულ ყაიდაზე ცხოვრებას. პირველი ნივთი, რომელიც საგამოფენო დარბაზში გხვდებათ, არის მაგიდის მოოქრული მოწყობილობა, რომელიც საფრანგეთშია დამზადებული და სალომე მიურატს ეკუთვნოდა. დადიანების ნივთები არა მხოლოდ ძალიან ძვირფასი იყო, არამედ, თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა. აქვეა გამოფენილი ნიკო დადიანის ოჯახის პორტრეტი. თავად ნიკო გენერალ-მაიორი იყო და ბულგარეთის გათავისუფლებისათვის იბრძოდა. უფრო მეტიც, ნიკო დადიანი გახლდათ ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის სამეფო ტახტზე წარადგინეს – ის ბულგარეთის ტახტის პრეტენდენტი იყო. 

სალომე მიურატის კოლექციიდან შემონახულია ფრანგული საათი, რომელიც მოოქრულია და სადაფებითაა გაფორმებული. 1903 წელს საფრანგეთში გამოვიდა ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟის, ანდრეა დადიანის ოქროს კვეთით დამზადებული ჭადრაკის წიგნი სახელწოდებით „პრინც ანდრეა დადიანის საჭადრაკო პარტიები”. ის მართალია მცირე ტირაჟით დაიბეჭდა, მაგრამ მთელ ევროპაში გავრცელდა. მნიშვნელოვანია, რომ წიგნში ანდრეა დადიანის ფერადი ლითოგრაფია იყო, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ის გახლდათ პირველი ქართველი პროფესიონალი მოჭადრაკე და ევროპაში პირველი საჭადრაკო ტურნირის, მონტე-კარლოს პრეზიდენტი. 

– როგორც ცნობილია, ანდრეა დადიანი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა ქალბატონებში.

– დიახ, ანდრეა დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც ევროპელ, ასევე, რუს ქალბატონებში; ასევე გამოფენილია მისი ევროპელი ფავორიტი მეგობრების ჩანახატები. მას ძალიან ბევრი ქალის გული მოუნადირებია და მათ შორის  ფრანგი ქალბატონებისაც. თავად ანდრეა უცოლო იყო, ამავდროულად, საკმაოდ სიმპათიური და, გასაკვირი აღარ არის, რომ ასეთი პოპულარობით სარგებლობდა უცხოეთში –  მის შესახებ ხშირად წერდნენ პარიზის გაზეთებში. ერთი ცნობილ ისტორიას გიამბობთ: საფრანგეთში ერთ-ერთმა ქალბატონმა მას უარი უთხრა მეგობრობაზე. ისინი ტავერნაში ისხდნენ და ქალბატონი შამპანურს მიირთმევდა. პასუხად ანდრეამ მოატანინა შამპანური და ამ ქალის დასანახად მის ცხენს დაალევინა. 

– დადიანების განძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატია ნაპოლეონ ბონაპარტეს ნიღაბი როგორ აღმოჩნდა ის საქართველოში?

– სულ მსოფლიოში ნაპოლეონ ბონაპარტეს ოთხი ცალი ნიღაბია, რომლებიც ჰავანაში, პარიზში, ლონდონსა და ზუგდიდშია დაცული. ეს ნიღაბი გახლავთ მიურატების კოლექციიდან. სამეგრელოს დედოფლის უმცროსი ქალიშვილი, სალომე, აშილ მიურატზე, საფრანგეთის გენერლის, იოჰანის შვილიშვილზე იყო დაქორწინებული. ის ნაპოლეონ მესამის ნათესავი და მისი ოჯახის ახლო წევრი გახლდათ. მართალია, ნაპოლეონს მემკვიდრე ჰყავდა, მაგრამ, ამბობენ, რომ აშილ მიურატი საფრანგეთის ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტი იყო. საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ მიურატების ოჯახი იძულებული შეიქნა, ქვეყანა დაეტოვებინა და ოჯახის რელიკვიაც თან წაეღო. სწორედ მაშინ ჩამოიტანეს სალომემ და მისმა მეუღლემ ნაპოლეონის ნიღაბი საქართველოში და მას შემდეგ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეშია შენახული. 

– მერამდენე ასლია დადიანების სასახლეში შენახული ნიღაბი?

– ეს ბრინჯაოს ნიღაბი ჩამოასხმევინა ექიმმა ფრანჩესკო ანტომარკიმ, რომელიც წმინდა ელენეს კუნძულზე ნაპოლეონის პირადი ექიმი იყო. იმპერატორი 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა და სწორედ მაშინ გააკეთა ექიმმა ანტომარკიმ თაბაშირის ნიღაბი გარდაცვლილი იმპერატორის სახიდან, რამდენიმე წლის შემდეგ კი, 1833 წელს, პარიზში ბრინჯაოს ნიღაბი ჩამოასხმევინა. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სწორედ ეს ნიღაბია დადიანების სასახლეში დაცული. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი: „დოქტორი ფ. ანტომარკი”, მარცხნივ კი ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები – „ლ.რიშარი და კენელი” და ჩამოსხმის ადგილი – „პარიზი”. ასევე, ყელთან გაკეთებულ მედალზე წერია: „ნაპოლეონი – იმპერატორი და მეფე”.

– წარმოდგენილი იარაღები და ჭურჭელი ვისი საკუთრება იყო?

– ეკატერინე ჭავჭავაძეს ცისფერი თვალები ჰქონდა, ამიტომ მეუღლემ სპეციალურად დაამზადებინა ჭურჭელი, რომელზეც ცისფერი დომინირებდა და ხუცური ასოებით  „ეკატერინე” ეწერა. აღსანიშნავია, რომ დადიანების ჭურჭლის მხოლოდ თითო ეგზემპლარი მზადდებოდა. დადიანებს ჰქონდათ იარაღების ძალიან ძვირფასი კოლექცია, მათ შორის, ფრანგული – მოოქრული და თურქული – ვერცხლის. მათ აქტიურად იყენებდნენ ბრძოლებში. ნიკოლოზ დადიანი, როგორც უკვე აღვნიშნე, ბულგარეთის გათავისუფლებისთვის იბრძოდა, ასევე რუსეთ-თურქეთის კონფლიქტშიც იყო ჩართული. დადიანებს არაერთი ოქროს მახვილი აქვთ მიღებული მამაცობისთვის. წარმოდგენილი კოლექცია შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: სალომე მიურატის მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები; ნიკო დადიანის სამხედრო იარაღები რუსეთიდან და, ნივთები, რომლებიც მათი პირადი საკუთრება იყო. ექსპონატების უმრავლესობა, რომლებიც დღეს ხელოვნების სასახლეშია, საერთოდ პირველად იფინება. მათი უმრავლესობა ამ პერიოდის განმავლობაში საცავებში იყო შენახული.

– დადიანების სასახლის საგამოფენო დარბაზებში რატომ არ იფინებოდა?

– დადიანები ძალიან მდიდრები იყვნენ და ბევრი ნივთი ჰქონდათ, ამიტომ, შეუძლებელია მათი ერთ სასახლეში გამოფენა. ეს კოლექცია ისევ საცავებში დაბრუნდება და არ გამოიფინება დადიანების სასახლეში; ამიტომ, ყველას ვურჩევ, ხელიდან არ გაუშვან ეს შანსი, მოვიდნენ და ნახონ. 

 

скачать dle 11.3