კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იცვლებოდა გოგა ხაჩიძის ქონების რაოდენობა ხაშურის გამგებლობით დაწყებული და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრობით დამთავრებული

პარლამენტის წევრი და აწ უკვე „ნაციონალების“ რიგებდატოვებული გოგა ხაჩიძე 1974 წელსაა დაბადებული. პროფესიით ბიოლოგია, თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული; შრომითი საქმიანობა 29 წლის ასაკში დაუწყია, კერძოდ, 2003 წელს, როდესაც, არც მეტი, არც ნაკლები, ხაშურის რაიონის გამგებლად დაინიშნა. 2004 წელს პოზიცია გაიუმჯობესა და პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა იმავე წელს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულად დაინიშნა; 2005 წელს კი – სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად, ანუ გუბერნატორად გადაიყვანეს. 2008 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროც ჩააბარეს. ხოლო 2012 წლიდან საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია  საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მართალია, შრომითი ბიოგრაფია ვრცელი არ აქვს, სამაგიეროდ, სულ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ თავისი პირველი დეკლარაცია 2004 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა.

იმხანად ის მეუღლესთან, მაკა აბაშმაძესთან და 1995 წელს დაბადებულ შვილთან, მევლუდთან, ერთად ცხოვრობდა. ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელიც თავად გახლდათ: სახლის სურამში (20 000 ლარი), ბინის თბილისში (30 000 ლარი) და ავტომანქანის (7 000 ლარი). ნაღდ ფულად კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 3 500 აშშ დოლარი ჰქონდა. რატომღაც მითითებული არ არის, რა ხელფასს იღებდა ის 2003 წლის განმავლობაში,  როგორც ხაშურის გამგებელი.

2004 წელს გოგა ხაჩიძეს ბინაც გაუყიდია თბილისში და ავტომანქანაც. ხელზე, ნაღდ ფულად კი, 5 000 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2004 წლის განმავლობაში, როგორც პარლამენტის წევრმა, 9 000 ლარი აიღო, როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, 7 000 ლარი.

2005 წლის განმავლობაში გოგა ხაჩიძეს, როგორც გუბერნატორს, 35 000 ლარი და 1 270 აშშ დოლარი აუღია. 2006 წლის განმავლობაში მის საგუბერნატორო ხელფასს 31  818 ლარი შეუდგენია. 2007 წელს ბ-ნ ხაჩიძეს შეეძინა მეორე ვაჟი – დაჩი, როგორც გუბერნატორმა კი, წლის განმავლობაში, 31 874 ლარი აიღო.

2008 წელს ის უკვე მარტო ცხოვრობს და მის ქონებრივ ანგარიშზე არაფერი აღარ არის. ერთი ისაა, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად 10 000 ლარი და 1 500 აშშ დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წელს მან, როგორც გუბერნატორმა,  15 600 ლარი აიღო, როგორც მინისტრმა, 31 000 ლარი.

2010 წლის დეკლარაციაში ბ-ნი ხაჩიძე ოჯახის  წევრებად მიუთითებს სამ შვილს: 1995 წელს დაბადებულ მევლუდს, 2007 წლის თებერვალში დაბადებულ დაჩის და, ასევე, 2007 წლის აპრილში დაბადებულ ლუკას. ქონებად კი – ბინას თბილისში, მიწის ნაკვეთს – ბაკურიანში და 2008 წლის მოტოსატრანსპორტო საშუალებას – kawasaki-ს; ხოლო ნაღდ ფულად, დეკლარაციის შევსების მომენტში – 7 000 აშშ დოლარსა და 2 500 ლარს და, როგორც მინისტრს, 2009 წლის განმავლობაში, 78 420 ლარი აუღია.

2010 წლის განმავლობაში, როგორც გარემოს დაცვის მინიმისტრმა, ბ-ნმა ხაჩიძემ 71 745 ლარი აიღო; ბინის რემონტი 12 000 აშშ დოლარი დაუჯდა, ბაკურიანში მიწის ნაკვეთი კი 10 000 აშშ დოლარად გაყიდა.

2011 წლის განმავლობაში მისმა სამინისტროს ხელფასმა 80 820 ლარი შეადგინა. 2012 წლის განმავლობაში, როგორც მინისტრმა, 49 920 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის წევრმა – 14 802. 2013 წლის განმავლობაში კი, როგორც პარლამენტის წევრმა, 61 961 ლარი მიიღო.

თავისი ბოლო დეკლარაცია გოგა ხაჩიძემ 2015 წელს შეავსო, ბუნებრივია, ხალხის რჩეულის რანგში და ოჯახის წევრებად მიუთითა სამი შვილი, უძრავ ქონებად კი –  მხოლოდ ბინა თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე, 75 კვ. მ. ფართობის და 2002 წლის ავტომანქანა renault  laguna, ხოლო  2014 წლის წლიურ საპარლამენტო შემოსავლად, 59 136 ლარი. მას 2014 წელს ათწლიანი ვადით 50 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აუღია, ხოლო ბინის ქირაობა 2013-დან 2015-მდე, 10 000 ლარი დასჯდომია.

скачать dle 11.3