კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაკონტროლებელი

შენ რომ ჩემთვის გამომეტყველება არ შეგითანხმებიაო?!

მაშინ, როდესაც ყოფილთა ნაწილი თავიანთ ყოფილთა ქილიკით არის გართული, მეორე ნაწილი კვლავ მთავრობის მისამართითაა მობილიზებული (ერთი მინუსი ამ საქმეს ის აქვს, რომ, როცა ყოფილები მოქმედებას აკრიტიკებენ, მაშინვე იმ ყოფილთა ნამოქმედარი გახსენდება).

ასე და ამგვარად, ქ-ნმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრს თავ-კონტროლის გაწევისკენ მოუწოდა (პათოსით: სახის გამომეტყველებაც მე შემითანხმეო!).

სახელდობრ, ქ-ნი დეპუტატი უბნობს შემდეგს: „კაცი, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანა და მოსახლეობა გაღარიბდა, ეკონომიკა ჩამოიშალა, დღეს გაბრწყინებული სახით ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე აკეთებს კომენტარს.“

იქვე ზარებსაც არისხებს: „მას (იგულისხება პრემიერ-მინისტრი) ტყუილად აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნის დაქცევის პასუხისმგებლობას გაექცევა. ვფიქრობ, გაბრწყინებული და მოჭიმული სახე ამ სიტუაციაში ადეკვატური ნამდვილად არაა (ბუნებრივია, ადეკვატური ომის წაგების შემდეგ კბენია მასაჟით რელაქსია  – )”.

ხოლო, რადგან ქ-ნ ნადირაშვილს თავის თავზე გამომეტყველებათა კონტროლიც აუღია (როგორც ამბობენ, ადრე, აი, ყოფილები რომ მოქმედები ბრძანდებოდნენ, მხოლოდ მედია-ცენზურა იყო მისი პროფილი) და არც ეკოლოგიაა ნაკლებ პრობლემური სფერო, იქნებ იმასაც დაჰკვირვებოდა, პრემიერ-მინისტრი ღრმად ხომ არ სუნთქავს და მოქალაქეებს ჟანგბადის დეფიციტში აცხოვრებს?! 

скачать dle 11.3