კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„როცა მოგიხმობს პარტია“

ყველანი „მოქკავშირის“ შვილები არიანო

განა იმიტომ, უსაქმო კაციო, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად ქართული მედია გასულ კვირას იმის განსჯაში იყო, თუ რატომ დატოვა ოთხმა „ნაციონალმა“ „ნაციონალური მოძრაობა“ და აწ როგორი იქნებოდა როგორც მათი, ისე დარჩენილთა პოლიტიკური მომავალი (თითქოს პარტიიდან პარტიაში სიარული ან ახალ პარტიათა ბარტყობა, უცხო ხილი იყოს ქართული პოლიტიკისთვის. მეტიც, ისე მოხდა, რომ თითქმის ყველანი, პოლიტიკურ სცენაზე მყოფნთაგან, ლამისაა „მოქკავშირის“ შვილები არიან).

განდგომილებმა გვაუწყეს, რომ ახალ პოლიტპარტიას ქმნიან („თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო“), ოღონდ, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებთო (არადა: რა საჭიროა გზა, ანუ პარტია, თუ პოლიტიკაში არ მოხვალ?!).

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ თადარიგი იმთავითვე დაიჭირეს (რეიტინგი სულივით ტკბილია!) და ოთხეულთან თანამშრომლობა გამორიცხეს (აშკარაა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე). ყოფილმა თანამებრძოლებმა კი ისინი, ოთხნი, ლანძღვა-გინების ქარცეცხლში გაატარეს.

კერძოდ, „ნაციონალი“ დეპუტატი ბ-ნი წიკლაური ბრძანებს: „წესიერება მოითხოვდა, რომ ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზების შესახებ და საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ წამოეწყოთ. როგორც ჩანს, ელემენტარულ ეთიკაზეც განსხვავებული წარმოდგენები გვქონია.... ერთი რამ სავსებით ნათელია: ოთხივე წასული დეპუტატი მოემსახურა ივანიშვილის ინტერესს.“ მართალია, იქვე შენიშნა, ემოციურად არ არის ადვილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასებაო, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისე ერთულა, რომ არ გაელანძღა. – 

სახელდობრ, ქ-ნი ჩიორა თაქთაქიშვილი უფრო შორს წავიდა და რიტორიკული კითხვების კორიანტელი დააყენა: „მარცხზე პასუხისმგებლობა იქნებ მის აღმასრულებელ მდივანს აეღო, თითქმის ერთი წელი ვერავითარი განახლება რომ ვერ შესთავაზა პარტიას და მის მხარდამჭერებს? თუ, ქვეყნიდან განდევნილი მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ (ხელები შორს მზეზე მაღლისგანო?!)?!“

ბოლოს კი დაასკვნა: „ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეულის ეს უპასუხისმგებლო წამოწყება. და ამთავითვე მარცხისთვისაა ის განწირული.“

თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვერ გავიგებთ, სანამ არ დავინახავთ, რა პოლიტიკურ ტაქტიკასა თუ თითლიბაზობასთან გვაქვს საქმე, ერთი რამ მზესავით ნათელია: დაუნდობლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მარად უკვდავი სავიზიტო ბარათია.

скачать dle 11.3