კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტარიას პათოსით

ანუ „სხვა მეფე იჯდეს ინდოეთს“?!

ათონელზე საპრეზიდენტო რეზიდენცია გაწიკწიკდა და ამაში ჩვენი სიმწრით ნაშოვნი არაერთი მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, ბ-ნმა კოჟორიძემ გვაუწყა: „პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას (და მერე რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ გაპრეზიდენტებამდე მას „გარყვნილების ბუდეს უწოდებდა, როგორც ჩანს, ასე შორიდან ეგონა, მაგრამ ახლოდან და შიგნიდან საპრეზიდენტო სასახლე ფრიად სათნოდ გამოიცქირება).“

ხოლო, რაკი ბ-ნმა კოჟორიძემ დაბეჭდა: „პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული („მეფის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაილაი!“). ჩვენ დამატებით კომენტირებას არ ვაპირებთ (თითქოს სასახლიდან გამოსვლა-დარჩენა ივერიის გაბრწყინებასთანაა პირდაპირ კავშირში)!“

ეგზომ მკაცრი პათოსი კი, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის იმ გამონათქვამმა გამოიწვია, რომელშიც მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამის პარალელურად, ეკონომიკის მინისტრმა ბ-ნმა კვირიკაშვილმა გვაუწყა, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენცია ძვირად ღირებულია და შენობის შესაბამის ფასად რეალიზაცია ძალიან რთული იქნება (ანუ კვლავ წყალს გაჰყვა ჩვენი ფულები – ).

ხოლო, რადგან რეზიდენცია ორი გვაქვს, ხოლო პრეზიდენტი – ერთი, ვფიქრობ, ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა, კიდევ ერთი პრეზიდენტი აგვერჩია?!

ხოლო, ვიდრე პრეზიდენტი ერთი გვყავს, რეზიდენცია კი – ორი, ხოლო პრეზიდენტის მრჩეველი კი ბრძანებს: „პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებასო“, მოვლენები საცაა ქართული კლასიკის ჟანრში განვითარდება: „სხვა მეფე იჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხმალია“?!

скачать dle 11.3