კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიირთვით გემრიელი „გურჯაანის ნაყინი“ და აიხდინეთ ოცნებები!

ყველაზე სუფთა და გემრიელი პროდუქტი ყველაზე იაფად!.. „გურჯაანის ნაყინი“ სამომხმარებლო ბაზარზე უკვე ბრენდია უმაღლესი ხარისხითა და უზადო გემოთი. ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს  ის, მუდმივად „გურჯაანის ნაყინის” მოყვარული ხდება. რატომ ანიჭებენ მომხმარებლები მას  უპირატესობას, აკმაყოფილებს თუ არა ეკოსტანდარტებს, კიდევ რა სიახლეებსა  და გათამაშებებს გვპირდება, ამას ჩვენი სტატიის რესპონდენტისგან, „გურჯაანის ნაყინის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსისგან, დალი ფრიდონაშვილისგან შევიტყობთ. 

– როდის ჩამოყალიბდა „გურჯაანის ნაყინი” გთხოვთ, მოგვითხროთ, წარმოების შესახებ.

– „გურჯაანის ნაყინის” კომპანიას არსებობისა და განვითარების  45 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამჟამად კომპანიაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული. ბოლო წლებში კი, წარმოების გაფართოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ქარხანაში დამონტაჟდა ახალი ტექნოლოგიური ხაზები და  მომხმარებელს  ნაყინის ფართო ასორტიმენტი შესთავაზა. „გურჯაანის ნაყინი“ სამომხმარებლო ბაზარზე დამკვიდრებულია, როგორც უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტი, რასაც განაპირობებს ქარხნის მდებარეობა კახეთის რეგიონში.

„გურჯაანის ნაყინში” გამოყენებულია მინერალებით მდიდარი არტეზიული წყალი, უმაღლესი ხარისხის „ვალიოს” კარაქი, სუფთა შაქარი და არა ხელოვნური დამატკბობელი, არამედ უმაღლესი ხარისხის შესქელებული რძე და რძის ფხვნილი. ფასი პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში ძალზე დაბალია, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა წლიდან წლამდე, მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემებისა, ინარჩუნებს პოზიციას – ყველაზე სუფთა და გემრიელი პროდუქტი ყველაზე იაფად. აქედან გამომდინარე, „გურჯაანის ნაყინი” გახდა სახალხო პროდუქტი, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ის კვლავაც რჩება ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად, რაც შპს „აისის” გენერალური დირექტორის, გურამ ბერიკაშვილის დამსახურება. სწორედ მას ეკუთვნის ასეთი უნიკალური გემოს მქონე ნაყინის ტექნოლოგია. ის არაერთი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია. 2003 წლიდან ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს – „ნაყინების თაიგული ბავშვებს”, რომლის ფარგლებშიც ის შეფობას უწევს  თბილისისა და აჭარის მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს. ყოველწლიურად ნაყინების ბაბუა გურამი პატარებს მხიარული კონცერტებითა და უამრავი ნაყინით ასაჩუქრებს. „გურჯაანის ნაყინს“ არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც საუკეთესო სამამულო ნაწარმს, მათ შორის, არაერთი ჯილდო – ფონდი „ქართული ხარისხისგან”.

2005 წელს „გურჯაანის ნაყინმა” ქართული ბრენდის დაჯილდოების ღონისძიებაზე დამსახურებულად გაიმარჯვა ნომინაციაში: „რეპუტაცია და ნდობა”. 2008 წელს კი, „გურჯაანის ნაყინის” ბრენდმა ლიდერობა მოიპოვა, რასაც დღემდე ინარჩუნებს

– რა ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს კომპანია და რომელი ნაყინებითაა წარმოდგენილი ის  ქართულ ბაზარზე?

– ჩვენი ასორტიმენტი ასე გამოიყურება: „საამო“ – ვაფლის ჭიქაში, რომლის 5 ნაირსახეობაა: ვანილის, შოკოლადის, ჯემით, ორფეროვანი (ვანილისა და შოკოლადის), კრემ-ბრულე. „ჯოკერი“   ესკიმო – ვანილის ნაყინი შოკოლადის სარკალში. „ქებული“ – ვანილის ნაყინი გამხმარი ყურძნით (ქიშმიშით). „სუპერქებული“ – ვანილის ნაყინი შოკოლადის სარკალში. „სუპერქებული“ – ნაყინი შოკოლადის სარკალში. „თავადური“ – ვანილის ნაყინი თხილით, შოკოლადის სარკალში. „ზღაპარი“ – ვანილის ნაყინი შოკოლადის სარკალში. „სენდვიჩი“ – ორფეროვანი, ვანილისა და კაკაოს ნაყინი ნამცხვრის ფირფიტებით. „საოჯახო“ – პლომბირი, რომლის 3 სახეობაა: ვანილის ნაყინი, კაკაოს ნაყინი – ორფეროვანი: ვანილისა და კაკაოს ნაყინი. აქვე უნდა გითხრათ, რომ წელს „გურჯაანის ნაყინმა” 2 ახალი ნაყინი გამოუშვა: ნაღების ბრიკეტი და პლომბირი ქიშმიშით.

– „გურჯაანის”  ნაყინი მართლაც გამორჩეულია არაჩვეულებრივი გემოთი. მოგვიყევით, რომელი ინგრედიენტებით მზადდება ის და რამდენად აკმაყოფილებს ეკოსტანდარტებს?

– „გურჯაანის ნაყინი“ უგემრიელესი, ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებული პროდუქტია. „გურჯაანის ნაყინში“ გამოყენებულია მინერალებით მდიდარი არტეზიული წყალი, მსოფლიოში ცნობილი მარკის „ვალიოს” კარაქი, აგარის ქარხნის შაქარი, ბელორუსული წარმოების უმაღლესი ხარისხის შედედებული რძე, ასევე უმაღლესი ხარისხის რძის ფხვნილი უკრაინიდან.

– ცნობილია, რომ მომხმარებელს „გურჯაანის ნაყინი” მუდმივად ანებივრებს სიურპრიზებითა და გათამაშებებით. ამჯერად რა პრიზებია ნაყინებში და რისი მოგების შანსი აქვთ თქვენს მყიდველებს?

– „გურჯაანის ნაყინის“ გემრიელი თავგადასავლები წელსაც გრძელდება. ამჯერად გათამაშებაშია: ბინა „გალაქსი კონსტრაქშენის“ ენერგოეფექტურ კორპუსში; ავტომანქანა „კია რიო;“  2 სამოგზაურიო ვაუჩერი; 10 ტელევიზორი; 10 პლანშეტური კომპიუტერი; 100 მობილური ტელეფონი; 100 ველოსიპედი; 100 ფეხბურთის ბურთი; 50 000 ნაყინი „საამო“; 5 000 ნაყინი „საოჯახო“. 

– დაბოლოს, განუმარტეთ „თბილისელების” მრავალრიცხოვან მკითხველს, რატომ უნდა დააგემოვნონ ცხელ ზაფხულში  „გურჯაანის ნაყინი”.

– ამას კითხვაც არ უნდა! როცა მიირთმევ უგემრიელეს და ჯანსაღ პროდუქტს, რომელიც პარალელურად გაძლევს ასეთ რეალურ შანსს, აიხდინო ოცნებები და მოიგო უმაგრესი პრიზები – ცხადია, სწორედ „გურჯაანის ნაყინი” უნდა მიირთვათ. დატკბით და აქციეთ თქვენი ოცნებები რეალობად!

скачать dle 11.3