კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან და გადადის თუ არა დაზიანებული ბიოველი მემკვიდრეობით

ყველა ადამიანს უხილავი ენერგოინფორმაციული ველი აკრავს გარს, რომელიც მას სამყაროს უარყოფითი ძალებისგან იცავს და კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება. ეს ველი, თვალით უხილავია და იცავს ადამიანს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან. სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება ძალიან რთულია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მეტად დაცულნი არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან. მათ ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია. ზოგადად კი, ბიოველის დარღვევა და დეფორმირება იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ასევე, ბიოველი შთამომავლობით გადაეცემა, ანუ დარღვევები შთამომავლობით, შვილებსა და შვილიშვილებზე გადადის და ეს გადაცემა ენერგეტიკულ დონეზე ხდება. 

დადებითი ემოციები ზრდის ბიოველს. მაგალითად, თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ – იღებს თვალს, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი – დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება.  რწმენა, სიყვარული, იმედი და სიხარული – ადამიანებს ენერგეტიკულად აძლიერებს, ხოლო უიმედობა, შიში, დეპრესია, შური და ეჭვიანობა – ენერგიას აკარგვინებს და ბიოველს უსუსტებს.

 ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, მობილური ტელეფონი იქნება ეს, ტელევიზორი თუ კომპიუტერი, ჩვენს აურას საგრძნობლად ასუსტებს. ამის გამო უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომელიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. ასეთი უარყოფითი ენერგიებისგან გაწმენდა კი აუცილებელია. ამისთვის, არსებობს მეთოდი, რომელიც დროდადრო უნდა გამოიყენოთ და ამით გაწმინდოთ ბინის ბიოველი. კლებადი მთვარის პერიოდში, ღამით, გააღეთ ფანჯრები, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას კოსმოსიდან შემოჰყვება მილეული მთვარის ენერგია, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს. 

რაც შეეხება ადამიანის აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და არ დეფორმირდეს. ამისთვის კი გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა და შური. იყავით ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ასე დაეხმარეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ასევე, ორგანიზმის ბიოენერგიის სტაბილურობასა და კონტროლში დაგეხმარებათ ავგაროზები და თილისმები. მათი მაგიური ძალა ნებისმიერ ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. თილისმას ზოგი სახლის კარზე კიდებს, ზოგი სამკაულად ატარებს, ზოგს კი მანქანის სარკეზე აქვს დაკიდებული.  ავგაროზისგან განსხვავებით თილისმას სხვა თვისებები აქვს. თილისმად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ნივთი, თუ გრძნობთ, რომ მას თქვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ავგაროზისა და თილისმის საიდუმლო ძალა მათი ძლიერების რწმენას უკავშირდება. მათში ჩადებულია უდიდესი ფასეულობა, კერძოდ, ავგაროზში – ადამიანის ძალა და ნებისყოფა, თილისმაში კი – კონკრეტული აზრები, ემოციები და გრძნობები. ეს ნივთები გვახსენებს, რომ მათთან ახლოს ყოფნისას ჩვენ უფრო ენერგიულები და იმპულსურები ვართ. ასევე, საყვარელი ნივთების ტარება და მათთან სიახლოვე ადამიანს თავდაჯერებულობასა და უსაფრთხოებას ანიჭებს.

скачать dle 11.3