კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 24 ნოემბერს. რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში ექნება წარმატება და რომელი ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, რომ ამ მხრივ სრულ ჰარმონიას მიაღწიოს?

პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღები პარტნიორი ასტროლოგიურად არის მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულისა და ვერძის ნიშნები. ცოტა ფრთხილად იყოს მშვილდოსნის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. მისი კოსმიური მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას. უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებებით. უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, იმავდროულად, წარმოაჩინოს მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა. ისწავლოს ფულის ყაირათიანად ხარჯვა და გადანაწილება. იყოს ფრთხილი, წინდახედული, ერთგული, გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს, მაქსიმალურად დაასტაბილუროს ურთიერთობები. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ასეთებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსოს ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობის ფართო სპექტრი, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, ქორეოგრაფია.

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1979 წლის 8 მაისს. ამჟამად იმყოფება ლონდონში. ექნება წარმატება ამ ქვეყანაში?

პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა. ინგლისი ცუდი ნამდვილად არ არის. უნდა გამოავლინოს მეტი შრომის უნარი და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები. ეს მისთვის კარგი იქნება. ვურჩევ, ინგლისის დასავლეთ მხარეში გადანაცვლებას. იქ მეტი წარმატების შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 11 ივლისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, ხასიათში გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები, იყოთ მეტად დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. საქმე აკეთეთ მეტი გულისყურით, გამოავლინეთ მარტოხელა მებრძოლის თვისება, იყავით დამოუკიდებელი. მიუდექით ნებისმიერ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით. ამასთან, იყავით დემოკრატი და სხვებსაც მიეცით თავისუფლად აზრის გამოთქმისა და მოქმედების უფლება. ისწავლეთ ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიის გამოვლენა, სადაც საჭიროა – არასტანდარტული მოქმედება, სპონტანური იმპროვიზაცია. უნდა შეგეძლოთ, უანგარობაზე ააგოთ ურთიერთობები.

скачать dle 11.3