კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩქმეტია ცელქი

ღრმა და ხშირი სუნთქვა

ის, რომ ყოფილები ახლებს არ სწყალობენ, თუმცა ახლები – უფრო მეტად, საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. მეტიც, ყოფილთა აღშფოთება, როგორც წესი, შექსპირის რიჩარდის პათოსისაა (ასე, მაგალითად: ჩვენ პოლიპატიმრები არ გვყოლია, ამჟამად პოლიტიკური ოპონენტების არნახული დევნაა და მსგავსნი), თუმცა არის ნოვატორული გამოხდომებიც.

სახელდობრ, განათლების მინისტრის მრჩეველმა, ბ-ნმა ოთარ აბესაძემ „ნაცმოძრაობის” წევრი ბ-ნი ნიკა მელია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა: ასე განსაჯეთ, მან მას მუცელზე, ეგრეთ წოდებულ ღიპზე უჩქმიტა და, თუ ბ-ნ აბესაძეს ვერწმუნებით, ჩქმეტის პროცესში ბ-ნი მელია არაფხიზელ მდგომარეობაშიც ყოფილა.  – 

მრჩეველ აბესაძის ჩვენებით კი მოვლენები ასეთი თანმიმდევრობით განვითარებულა (რაკი ჩვენში მამაკაცები არცთუ ხშირად ჩქმეტენ ერთურთს მუცლის მიდამოებში, მომყავს სრული ციტატა): „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოვიდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ამ საკითხზე გაიმართა მინისტრისა და მათი შეხვედრა. მშობლებთან ერთად, მოდი, ასე ვიტყვი, მშობლებზე მეტნი იყვნენ „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მინისტრთან შეხვედრაზე ასაყვანად ჩავედი მე და ვესაუბრე დეპუტატ კობა სუბელიანსა და „ნაცმოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას. ცხადია, მათ სურდათ „შოუ“ და პროვოკაცია, რასაც ვერ მიაღწიეს და ამ დროს ბ-ნი ნიკანორი დისკუსიის დასრულებისას მომიახლოვდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (მიჩქმიტა მუცელზე, ე. წ. ღიპზე). ბ-ნი ნიკანორი, სავარაუდოდ, არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში.“

ვითარება დრამატულ-კომიკურია, თუმცა, შესაძლოა, სარფიანადაც გამოგვეყენებინა. მაგალითად, ბ-ნ მელიას რომ ოდნავ ქვემოთ ეჩქმიტა ბ-ნი აბესაძისთვის, წესითა და რიგით, ამ უკანასკნელს შეეძლებოდა, მისთვის სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის ეჩივლა (ამ ტიპის ევროშინაარსის სასამართლო მართლაც რომ „დაგვხატავდა“), მაგრამ, მე რომ მკითხოთ, თუ ღიპზე ჩქმეტის პარალელურად, ბ-ნი მელია ხშირად და ღრმად სუნთქავდა, ამ მოცემულობითაც შევძლებდით, თუ მოვინდომებდით, ამ საქმის ევროკონტექსტში გაჩარხვას! – 

скачать dle 11.3