რატომ უნდა დავლიოთ „მიტარბი“
რატომ უნდა დავლიოთ „მიტარადამიანის ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მინერალური წყალი და მისი სწორად შერჩევა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველა ის დადებითი თვისება, რაც გააჩნია წყალს, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. ბაზარზე აქტიური მინერალებით გაჯერებული, ახალი მინერალური წყალი „მიტარბი“ გამოჩნდა და ჩვენც დავინტერესდით ამ მინერალური წყლის თვისებებით. თემაზე სასაუბროდ ექიმ-კურორტოლოგს, ქალბატონ მანანა ტაბიძეს ვეწვიეთ. ბი“
– ქ-ნ მანანა, რა გავლენას ახდენს წყალი, კერძოდ კი მინერალური წყალი ადამიანის ორგანიზმზე?
– წყალი ჩვენი სხეულის მასის ორ მესამედს შეადგენს. იგი აუცილებელი კომპონენტია ორგანიზმში ისეთი პროცესების წარმართვისას, როგორიცაა სუნთქვა, საჭმლის მონელება, თერმორეგულაცია, სისხლის მიმოქცევა და ასე შემდეგ. წყალი რთული ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობის ნაერთია. ბუნებაში გვხვდება სხვადასხვა ტემპერატურის, ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობისა და გაზების შემცველი მინერალური წყლები: ცივი, გრილი, თბილი, ცხელი. საქართველოში 3 000-მდე მინერალური წყალია. მათი ნაწილი გამოიყენება აბაზანებისთვის, ნაწილი კი სასმელი წყალია. ყველა მინერალური წყალი შეიცავს მაკრო და მიკროელემენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. მისი როლი დიდია ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნისა და აქტივობის პროცესებში. სწორედ ქიმიური შემადგენლობით შეიძლება, განისაზღვროს მინერალური წყლის უნიკალურობა ან სპეციფიკურობა, ასევე, მისი მნიშვნელობა ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ან პროფილაქტიკის დროს. წყალში გახსნილი მარილების ჯამი განსაზღვრავს წყლის კონცენტრაციის ხარისხს. მინერალური წყლები მათში გახსნილი მარილების ოდენობით იყოფა სუსტ, საშუალო, მაღალ და მარილიან წყლებად. მოსახლეობაში განსაკუთრებული მოთხოვნა სუსტ და დაბალი მინერალიზაციის წყლებზეა. დადგენილია, რომ სწორედ ასეთ წყლებს ახასიათებთ შარდმდენი თვისებები და შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოაქვთ ეგრეთწოდებული შლაკები. მინერალური წყალი „მიტარბი“ თავისი შემადგენლობით არის 22 გრადუსის ტემპერატურის, დაბალი მინერალიზაციის (2-3 გ/ლ) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმ-ნატრიუმიანი, რკინიანი კაჟმჟავა მინერალური წყალი, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებისთვის.
– რას გვეტყვით „მიტარბის“ მინერალური წყლის საბადოზე, მდებარეობასა და ზოგადად ამ წყლის ტიპზე?
– მიტარბის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს ბორჯომის რაიონის მთიან რეგიონში. ქალაქ ბორჯომიდან 25კმ-ის დაშორებით ბაკურიანთან ახლოს, ზღვის დონიდან 1 322 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედი. არსებობს დიდი და პატარა მიტარბი, რომელიც არაჩვეულებრივი ჰავით, ზომიერად ცივი ზამთრით და გრილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით გამოირჩევა. „მიტარბის“ მინერალური წყლის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ძირითადად განსაზღვრავს მასში არსებული ნატრიუმის, კალციუმის, რკინის, კაჟმჟავას, ჰიდროკარბონატის, ნახშირორჟანგის არსებობა.
„მიტარბის“ შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილებში კოსმოსური წნევის რეგულაციაში. ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირყვლოვანი აპარატის სეკრეციას. აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. ხელს უწყობს ნაღვლის წარმოშობასა და გამოყოფას.
კალციუმის იონებს ახასიათებთ ანტისეპტიკური და ანტისპაზმური თვისებები, ააქტიურებენ რიგი ფერმენტების ფუნქციონირებას. აუმჯობესებენ ღვიძლში ფოსფოლიპიდების წარმოქმნას, აძლიერებენ თირკმლების გამომყოფ ფუნქციას. ამ ტიპის მინერალურ წყლებს ახასიათებთ ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები. „მიტარბი“ კარგია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. ოსტეოპოროზი ხანშიშესულ ადამიანებში ვითარდება კალციუმის დეფიციტის გამო სხვადასხვა ჰორმონალური ცვლილებების ფონზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმით გამდიდრებული საკვებისა და მინერალური წყლის მიღება. მინერალური წყალი „მიტარბი“ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია.
მინერალურ წყლებში ჰიდროკარბონატის იონების არსებობა დიდ როლს თამაშობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულაციაში, ხელს უწყობს მაკრო-მიკროელემენტების ათვისებას, კუჭ-ნაწლავის მოტორული და სეკრეტორული ფუნქციის ნორმალიზაციას.
მიკროელემენტი რკინა ფართოდ მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, მაღალ აქტიურ ფერმენტებთან ურთიერთობაში, ვინაიდან შედის 70 ფერმენტის შემადგენლობაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და სისხლის წარმოქმნაში.
კაჟმჟავას არსებობას ბოლო პერიოდში მკვლევრები დიდ ყურადღებას აქცევენ. ვინაიდან მისი ძირითადი კომპონენტი სილიციუმის (კაჟი) არსებობა აუცილებელია ეპითელიუმისა და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს ზრდისა და მომწიფების პროცესებს, სისხლძარღვებისა და ტვინის ქსოვილების განვითარებას, ამცირებს სკლეროზის პროცესის განვითარების რისკს. გარდა ამ ძირითადი კომპონენტებისა „მიტარბის“ მინერალურ წყალში სხვა კომპონენტებიც შედის, ესენია სულფატი, მაგნიუმი, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში. ამ სპეციფიკურმა ტერმინებმა ჩვენი მკითხველი რომ არ დააბნიოს, მარტივად ვეტყვი, რომ მინერალური წყალი „მიტარბი“ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ამგვარად თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რამდენად აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია მინერალური წყალი „მიტარბი“ თქვენთვის.
– ქ-ნ მანანა ბევრი ვისაუბრეთ „მიტარბის“ შემადგენლობაზე, გვითხარით რისთვის არის კარგი „მიტარბი“?
– მრავალრიცხოვანმა სამეცნიერო-კლინიკურმა დაკვირვებებმა, რომლებიც ჩატარდა გასული საუკუნის 80-იან წლებში ი. კინიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ამჟამად თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი SPA, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლების მიერ „მიტარბის“ მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური, ფარმაკოლოგიური და ფიზიოლოგიური თვისებების შესასწავლად, გამოავლინა მინერალური წყლის სამკურნალო ჩვენებები. კერძოდ, მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ქრონიკული გასტრიტები (სხვადასხვა სეკრეციული ფუნქციით); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული რემისიის ფაზაში და წყლულზე ოპერაციის შემდგომი პერიოდის დაავადებები: ქრონიკული კოლიტები და ენტეროკოლიტები; ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები; ქრონიკული პანკრეატიტები: საშარდე სისტემის დაავადებები - ქრონიკული პიელონეფრიტი, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პროსტატიტი; შაქრიანი დიაბეტის ინსულინდამოუკიდებელი ფორმა. რა თქმა უნდა, მკურნალობის მეთოდიკას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ექიმი -კურორტოლოგი.
იმედია, ჩვენი ინფორმაცია სასარგებლო იქნება მკითხველისთვის. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველესად, პროფილაქტიკისთვის უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: მინერალური წყალი, სუფთა ჰაერი, მზე. საბედნიეროდ, საქართველო ამ ფაქტორებით ძალზე მდიდარია. ერთ-ერთი ასეთი სიმდიდრეა აქტიური მინერალების და მსუბუქი გემოს მქონე მინერალური წყალი „მიტარბი“.