კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური კლინიკა

როგორ დავამარცხოთ წლები, მოვუაროთ კანს და დავემშვიდობოთ ჭარბ წონას 

ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური კლინიკა ოთხი თვის წინ დაარსდა, თუმცა მათთვის, ვინც საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ეს უკვე კარგად ნაცნობი გარემოა. იდეალური  კომფორტული პირობები,   გულისხმიერი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა საქმის მიმართ – ეს ამ კლინიკის „სავიზიტო ბარათია”, რაც  კლინიკის ხელმძღვანელის,  ქალბატონი ირინა ბიბილაურის დამსახურებაა. ქალბატონი ირინა  თხუთმეტი  წელია, საყვარელ საქმეს – ესთეტიკურ მედიცინას ემსახურება.  ის გახლავთ ცნობილი ევროპული ესთეტიკური კონგრესების აქტიური მონაწილე:  მონაკოში, საფრანგეთში,  იტალიაში. მის მიმართ პაციენტებს ძალიან დიდი ნდობა აქვთ, რაშიც თავადაც დარწმუნდებით, თუ აქ, ამ კომფორტულ კლინიკაში წლების „დამარცხებას”, ჭარბი წონის მოცილებას და მთელი რიგი  ესთეტიკურ-დერმატოლოგიური პრობლემის  მოგვარებას  გადაწყვეტთ.  

– ქალბატონო ირინა, რა მიმართულებებით მუშაობს თქვენი კლინიკა?

– ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია  პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. ყველა პაციენტთან  ხდება პრობლემის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის  დადგენა და მისი მოგვარება.  ჩვენ ვეხმარებით შემდეგი ესთეტიკური პრობლემების მოგვარებაში: ჭარბთმიანობა – ლაზერული ეპილაციით, გამაახალგაზრდავებელი პროგრამები, აკნეს პიგმენტური ლაქების, კაპილარების, ფრჩხილის სოკოს ლაზერული მკურნალობა, სხეულის კორექცია, ჭარბ წონასთან ბრძოლა, ჰიდროკოლონოთერაპია (სწორი ნაწლავის გამორეცხვა), ვაგინალური გაახალგაზრდავება და უნებლიე სტრესული შარდშეუკავებლობის მკურნალობა. ყველა სეზონზე ყველასთვის საყვარელ სოლარიუმში, კანის რუჯს მუდმივად განახლებული ნათურებით მხოლოდ ჩვენთან მიიღებენ. ასევე, სამედიცინო პედიკიურ-მანიკიური (ჩაბრუნებული ფრჩხილის მკურნალობა, პათოლოგიური ფრჩხილების აღდგენა), „მაზოლის” მკურნალობა. პაციენტებს კონსულტაციას  უწევს ონკოდერმატოლოგი. ჩვენს კლინიკაში  ლაზერით უმტკივნეულოდ მოგაშორებთ არასასურველ ხალს, მეჭეჭს, პაპილომას თუ სხვა პათოლოგიას კანზე.  

– გაზაფხულზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება კანს, მით უფრო მათთვის, ვისაც დერმატოლოგიური პრობლემები აწუხებს.  

– ეს პერიოდი სახის მოვლისთვის განსაკუთრებულია. საშუალებები, რომლითაც სახის  მოვლა და გაახალგაზრდავება ხდება,  დღეს საბედნიეროდ, საკმაოდ მრავალფეროვანია. მე მომიწია თანამშრომლობა  ევროპაში ცნობილ ესთეტიკურ ცენტრებთან, ასევე,  მქონდა საშუალება,  პრაქტიკა გამევლო სამხრეთ  კორეაში, ეს  არის ქვეყანა –  ნანოტექნოლოგიების და მეზოძაფების „სამშობლო,” სადაც  ესთეტიკური პროცედურები და ტექნოლოგიები ძალიან მაღალ დონეზეა. მინდა გითხრათ, რომ მუდმივად ვცდილობ,  ჩვენთან დაინერგოს ის სტანდარტი, რაც ცნობილ ევროპულ ცენტრებშია მიღებული.  ჩვენს კლინიკაში ძალიან მაღალ დონეზე კეთდება  მთელი რიგი ესთეტიკური პროცედურები – მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პილინგი სახის ღრმა წმენდა ლაზერული სპექტრის  SPECTRA XT  აპარატით.

–  რამდენადაც  ცნობილია, თქვენს ცენტრში ასევე ხდება ჭარბი წონის მოცილება უნიკალური მეთოდით.  რას იტყვით ამის შესახებ?

– უნიკალურობა როგორც ზევით აღვნიშნე, ამ სფეროშიც პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომაშია, რაც იძლევა წარმატებულ შედეგს. დღეს ჭარბი წონა უამრავი ადამიანის პრობლემაა, რასაც მხოლოდ დიეტა ნამდვილად ვერ შველის. აუცილებელია, სპეციალისტის ჩართვა – უპირველესად, ტარდება კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან,  გასტროენტეროლოგთან,  დგინდება წონის გამომწვევი მიზეზი და იწყება სპეცპროგრამის შედგენა, რომელიც მორგებულია პაციენტზე. პროგრამა გულისხმობს „ჰიდროკოლონოთერაპიას“ (სწორი ნაწლავის გამორეცხვა) ანტიცელულიტურ მასაჟთან ერთად. კეთდება პრესოთერაპია, კანი მუშავდება ვაკუუმ-ქილებით, კეთდება  LPG და სპა-შეფუთვა. ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, სპეციალურად შერჩეული დიეტა,  რათა მივიღოთ სასურველი  შედეგი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის

დარეკეთ ტელეფონებზე:

032-223-88-22; 032-243-22-88

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი ¹¹¹33    

WWW.IRINABIBILAURI.GE 

FB: Irina Bibilauri’s

Aesthetical-Diagnostic Clinic

скачать dle 11.3