„ატელიე დესერტი“– პროფესიონალები და შეუცვლელი გემო
ჩიქოვანის ქუჩა ¹4-ში მდებარე „ატელიე დესერტი” თბილისელი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობი ადგილია. მას, ვისაც ხიბლავს ფრანგული, დახვეწილი სტილი კონდიტერიაში და ეკოლოგიური ინგრედიენტებით დამზადებული ნამცხვრები, შეუძლიათ ეწვიონ „ატელიე დესერტს“.
ფრანგული საკონდიტრო მდებარეობს თბილისის ცენტრში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სადღესასწაულო ტორტები, ასევე ევროპული დესერტები. ის გაიხსნა 2014 წლის 8 აპრილს იმისთვის, რომ მომხმარებლისათვის შეეთავაზებინა საუკეთესო გემო და სერვისი.
აღნიშნულ საკონდიტროში იყენებენ მხოლოდ ნატურალურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატების გარეშე. ეს სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მის ნაწარმს გემრიელთან ერთად მოთხოვნადს ხდის და, ასევე, განსაკუთრებით მიმზიდველია მხატვრული გაფორმებითაც. „ატელიე დესერტი“ პოპულარობით სარგებლობს უცხოელ მომხმარებლებში.
„ატელიე დესერტის” დამაარსებელი და მთავარი კონდიტერია ეკატერინე ნაცვლიშვილი. იგი 6 წელიწადია, აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს. მას აქვს ფრანგ პროფესიონალებთან მუშაობის გამოცდილება და უშუალოდ მათგან ისწავლა საკონდიტრო ნაწარმის დამზადება. ეკამ, დავით ყურაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პარიზში კონდიტერებისათვის ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში Mondial Des Arts Sucres – CONCOURS INTERNATIONAL MIXTE DE HAUTE-PATISSERIE. წყვილმა წარადგინა საქართველო და მოიპოვა სპეციალური პრიზი – „ევროპული სულისკვეთების ნაწარმი“. „ატელიე დესერტი“ ერთ-ერთი ის უიშვიათესი ობიექტია საქართველოში, რომლის მფლობელი და მმართველი უშუალოდ კონდიტერია და რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს თითოეულ სტუმარს. თვითონ ეკა იღებს ტორტებისა თუ დესერტების შეკვეთებს, ათანხმებს დიზაინსა და გემოს სტუმართან, ამზადებს ყველა დაკვეთას და უზრუნველყოფს საუკეთესო სერვისს. ის ასევე გახლავთ „თბილისელების” ოქროს კატალოგის“ წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული და სწორედ მისი მომზადებული ტორტი დააგემოვნეს ქართული ბიზნესის ლიდერებმა.
შეაჩერეთ არჩევანი პროფესიონალიზმსა და ხარისხზე. შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი ტორტი თუ ნამცხვარი „ატელიე დესერტს,“ მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი ინგრედიენტებით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი და თავად დარწმუნდებით, რომ „ატელიე დესერტის“ ნამცხვრები და ტორტები მართლაც განუმეორებელია!
მისამართი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის ქუჩა ¹4. ტელ.: 599 41-33-14.