კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიწვია დიდი გამოხმაურება სტრეპტოკოკის ბაქტერიამ და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი

ბოლო პერიოდში სტრეპტოკოკური ინფექციით თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მიზეზი ორივე შემთხვევაში, ბაქტერიის სისხლში გადასვლა იყო. როცა ის უკვე სისხლშია გადასული, განკურნება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია და ფატალური შედეგი დგება. ისე კი, სტეპტოკოკის ბაქტერიას, რომელიც ამ დაავადების გამომწვევია, მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი ატარებს. მაგრამ, თუ ის თან რამე სხვა პათოლოგიას არ დაერთო, მისი არსებობა შეუმჩნეველი რჩება. 

შესაძლებელია თუ არა სტრეპტოკოკური მენინგიტის ფართო გავრცელება, რა სახისაა სტრეპტოკოკის ბაქტერია, არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან, ამ და სხვა საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე გვესაუბრა.

პაატა იმნაძე: საზოგადოების უკეთ ინფორმირებისთვის, საჭიროა, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ვირუსი და ბაქტერია. არსებობს უმრავი მიკრობი. ამათგან, ზოგი ვირუსია, ზოგი კი – ბაქტერია. ესენი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, რადგან სულ სხვადასხვა რამაა. საზოგადოებამ ამ კონკრეტული შემთხვევებისადმი ამხელა ყურადღება იმიტომ გამოიჩინა, რომ შარშან ამ დროს, საქართველოში იყო ვირუსული მენინგიტების ფართომასშტაბიანი ეპიდემიური აფეთქება. მაგრამ, ვირუსული მენინგიტი, გავრცელების თვალსაზრისით, განსხვავდება ბაქტერიული მენინგიტისგან. ის შეიძლება, ფართო მასშტაბით გავრცელდეს, მაგრამ ძალიან მსუბუქია. ბაქტერიული მენინგიტები კი უფრო იშვიათია. მას არ შეუძლია ასეთი ეპიდემიური აფეთქების გამოწვევა. მისი ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ძალიან მძიმედ მიდის. უბრალო მოქალაქისთვის რთულია ამის ერთმანეთისგან გარჩევა და ამიტომ, სტრეპტოკოკის ბაქტერია, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე, ზოგმა, ალბათ, შარშანდელ ვირუსულ აფეთქებას დაუკავშირა. ამიტომ კარგია, თუ მოსახლეობას გავარკვევთ, რომ ვირუსული სხვა არის და ბაქტერიული – სხვა. მენინგიტს წითელას ვირუსიც იწვევს, მაგრამ მას ამხელა აფეთქება არ მოჰყვება. მაგალითად, ენტეროვირუსებმა შეიძლება, გამოიწვიონ აფეთქება, ანუ ერთად ბევრს დაემართოს. შესაბამისად, მიდგომა და მკურნალობა სხვადასხვანაირია. მაგრამ, ეს ყველაფერი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და არა თავად მოქალაქემ.

– ახლა რა სახის ბაქტერიასთან გვაქვს საქმე და რას იწვევს ის?

– ეს არის ძალიან ფართოდ გავრცელებული ბაქტერია, რომელიც სტრეპტოკოკების სახელით არის ცნობილი. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, მათ შორის, ერთ-ერთია სტრეპტოკოკის პნევმონია. სტრეპტოკოკი ჯანმრთელი ადამიანების 70 პროცენტის ცხვირ-ხახაში ბინადრობს, მაგრამ არაფერს აშავებს. ამას ჯანმრთელი „მტარებლობა“ ჰქვია. დიდებში ეს გრძელდება ორი კვირა, პატარებში კი შეიძლება, ოთხ კვირამდე გასტანოს. შეიძლება, დღეს მე მყავდეს, ხვალ – თქვენ და ასე, მოიაროს ქვეყანა. ის ამოარჩევს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანს და რამე დაავადებას გამოიწვევს. ეს შეიძლება იყოს ყურის ანთება, მენინგიტი. უფრო ხშირად ბავშვებში იწვევს პნევმონიას – ფილტვების ანთებას. ამიტომაც ჰქვია სახელად პნევმოკოკი. ასაკის თვალსაზრისით სარისკო კატეგორიებს ორ წლამდე ბავშვები და 65 წელს გადაცილებული ადამიანები წარმოადგენენ. ასევე რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებსაც დიაბეტი, ფილტვისა და თირკმელების დაავადებები აქვთ. ბევრი რამ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ რთული დაავადება გამოიწვიოს. ყველაზე მძიმე შედეგი დგება მაშინ, თუ ბაქტერია სისხლში გადავიდა. ამას ჩვენ ბაქტერიემიას ვუწოდებთ. ეს ის პროცესია, როცა ის სისხლში გადადის და მისი საშუალებით  მთელ ორგანიზმს მოედება. ამ მდგომარეობის მორჩენა ძალიან რთულია. ორივე გარდაცვლილი ადამიანის შემთხვევაში, ეს ბაქტერია სისხლში დავიჭირეთ. უფრო სწორად, თვითონ ბაქტერია არა, რადგან იმდენი ანტიბიოტიკი ჰქონდათ ამ პაციენტებს მიღებული, რომ ბაქტერია ცოცხალი არ იყო, მაგრამ დავიჭირეთ ამ ბაქტერიის გენეტიკური მასალა. 

– რა სიმპტომები ახასიათებს ამ ბაქტერიას და როგორ უნდა ამოვიცნოთ?

– მისი ამოცნობა ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეუძლია. თუ ადამიანს მაღალი სიცხე აქვს და აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, რომელიც პნევმონიის ნიშანია, უნდა მივმართოთ ექიმს. ის დაადგენს რასთან გვაქვს საქმე, რომელი ბაქტერია თუ რომელი ვირუსია, ან საერთოდ რა არის?! 

– ინკუბაციის პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება?

– ერთიდან მაქსიმუმ ხუთ დღემდე. 

– გართულება როდიდან იწყება?

– ეს არავინ იცის. შეიძლება, ყურის ანთებით დაიწყოს და გადავიდეს მენინგიტში. შეიძლება მენინგიტით დაიწყოს და გადავიდეს სეფსისში. ვის და როდის გაურთულდება არ იცი. მენინგოკოკიც იგივეა, რაც სტრეპტოკოკი. უბრალოდ, მას ნაკლები ატარებს. როგორც ზემოთ ვთქვი, სტრეპტოკოკს მოსახლეობის დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი ატარებს. მენინგოკოკს კი საქართველოში ერთდროულად ორი სამი პროცენტი ატარებს. 

– სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

– ეს ბაქტერია მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ფართოდაა გავრცელებული. ლაპარაკია მენინგიტებსა და პნევმონიებზე, რომელსაც ძირითადად, ბავშვებში ვხვდებით. ამიტომაც, ბევრ ქვეყანაში, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, დაწყებულია აცრა ამ ბაქტერიის საწინააღმდეგოდ. ჩვენთან ეს აცრა შარშან, წლის ბოლოს დავიწყეთ. დეკემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები ორი თვიდან იწყებენ ამ აცრებს და ერთი წლის ასაკში ასრულებენ. მსოფლიოში ასპროცენტიანი არაფერი არსებობს, მაგრამ ეს არის მაღალი ხარისხის დაცვა.

– მისი გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება?

– წვეთოვანი გზით. ჰაერით მაშინ ვრცელდება, როცა დაფრინავს და წვეთოვანია, როცა პირდაპირ ხდება გავრცელება, დაცემინებით, დახველებით. მაგრამ, წვეთოვანის პირდაპირ წვეთით გავრცელება, უფრო იშვიათია. წვეთი რომ გამოფრინდება და დაეცემა სადღაც, ვიღაც მას ხელს დაადებს და მერე ლორწოვან გარსზე მოისვამს – პირი იქნება ეს, ცხვირი თუ თვალი, ასე გადაედება. ამიტომაც ვამბობთ: ხელები დაიბანე! რაც უფრო ხშირად დავიბანთ, მით უფრო დაცულები ვიქნებით. ადამიანი სტატისტიკურად წუთში საშუალოდ, სამი-შვიდჯერ იკიდებს ხელს თვალზე, პირზე, ცხვირზე და ასე გადადის ეს მიკრობები. ამიტომაც, თუ ხელს ხშირად დავიბანთ, გადმოდების ნაკლები შანსი გვექნება. 

– სხვა რა საშუალება არსებობს მისი თავიდან ასარიდებლად?

– აცრა და სათავსოების ხშირი განიავება მზეზე. მზის პირდაპირი სხივები ყველა მიკრობს და ვირუსს რამდენიმე წუთში კლავს.  

– დაავადების ახალი კერების წარმოქმნა თუა მოსალოდნელი და როდის?

– ამ დაავადებას კერობრიობა არ ახასიათებს, იმიტომ რომ, ყველას აქვს. ავადმყოფობის ძირითადი სეზონი მოიცავს პერიოდს, შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის ბოლომდე. ანუ, ძირითადად, ზამთრის სეზონის დაავადებებია. მაგრამ, არ არის გამორიცხული, ზაფხულშიც იჩინოს თავი. ეს უფრო ადამიანზეა დამოკიდებული, ვიდრე მიკრობზე. 

–  დიდია საფრთხე? პანიკის საფუძველი თუ არსებობს?

– პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ეპიდოლოგიური სიტუაცია მშვიდი და წყნარია. ამის თქმა, როცა ორი ადამიანია გარდაცვლილი, რთულია, მაგრამ ეს ყოველწლიურად ხდება. უბრალოდ, ახლა ეს შემთხვევები დროში დაემთხვა ერთმანეთს. ორივე ადამიანი ერთ კვირაში გარდაიცვალა. სამწუხაროა, მაგრამ  ყოველწლიურად ადამიანები ძირითადად, პნევმონიით იღუპებიან, ან სეფსისით. მათი ერთ-ერთი გამომწვევი კი ეს ბაქტერიაა. ადრეც შეიძლებოდა ამას გამოეწვია, მაგრამ ვერ დაგვედგინა, რა იყო. ახლა განსხვავება ისაა, რომ ტექნოლოგიური საშუალება გვაქვს და ლაბორატორიული დიაგნოსტიკით შეგვიძლია მიზეზის დადგენა.

скачать dle 11.3