კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გუნება-განწყობის გამოკეთება გსურთ, სწორად იკვებეთ და ხშირად მიირთვით ბოლოკი

ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. იმ სალათებს კი, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია, ორგანიზმი იოლად ითვისებს.

თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ, სტაფილოს წვენთან ერთად. შეგიძლიათ, მას მწიკვი მარილიც დაუმატოთ. ნაზავი დალიეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ეს წვენი კარგია სისხლნაკლებობის დროსაც.

ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტიცაა. ამიტომ, თუ გუნება-განწყობა გაგიუარესდათ, გირჩევთ, ჭამოთ ბოლოკისა და მწვანილის ზეთმოსხმული სალათა.

ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობის, სიმხნევისა და ხალისიანი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად, ასევე, აუცილებელია სწორად იკვებოთ.

ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილსა და ბოსტნეულს. იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ. ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს.

სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ. ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.

გაზაფხულსა და ზაფხულში ადამიანი იოლად შეძლებს, უარი თქვას პურზე, ძროხის ან ღორის ხორცზე და მათ გარეშე გაძლოს. ეს მის ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.

აგრეთვე, ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები, სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.

იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ადამიანი, რომელიც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი ორგანიზმისთვის არ ვარგა.

რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე, ბოსტნეულს, თევზსა და ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.

საუზმეზე, სადილობასა თუ ვახშამზე, სუპების ჭამაც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან, სუპის შემდეგ, შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ.

კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ. ლანჩზე შეგიძლიათ, უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ, ზედ ერთი ჭიქა კეფირიც მიაყოლოთ.

სადილად მიირთვით, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი; ვახშმის დროს კი ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. ეს ტკბილ ძილს მოგგვრით.

 

შავი ქლიავი ორგანიზმს წმენდს და კუჭ-ნაწლავის უებარი წამალია

ქლიავი სასარგებლო ხილია. მისი მთავარი სამკურნალო ღირებულება ამ ხილის რბილობში შემავალი პექტინია. ის ადამიანის ნაწლავებში ლპობის პროცესს აბრკოლებს და ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს უვნებელყოფს. ქლიავის ნაყოფის უჯრედისი ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს. ამიტომ, სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ნაკლებად მოძრაობს და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ამ დროს შავი ქლიავის ჭამა ყველაზე მარგებელია.

შავი ქლიავი კუჭ-ნაწლავის მუშაობაშიც გვეხმარება. საღამოს მიირთვით 15 ცალი ტკბილი შავი ქლიავი და იძინეთ მშვიდად.

შავი ქლიავი მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები. შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენი, რადგან დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს. ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროსაც. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.

ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.

  შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. 

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის, ორი კვირის განმავლობაში მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და ერთი კოვზი თაფლის ნარევი.

კოლიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და დაიცავით დიეტა

 თუ კუჭის მოქმედება სამ-ოთხ დღეში ერთხელ გაქვთ, რასაც თან ახლავს ტკივილი, გაწუხებთ მეტეორიზმი, მაშინ აუცილებლად უნდა გაესინჯოთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს და დაადგინოთ მიზეზი. შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებითაც იყოს გამოწვეული. თუ ტკივილები გაქვთ, ამ შემთხვევაში, ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები; თუ კუჭის მოქმედება დარღვეულია, მაშინ საჭიროა მისი ნორმაში ჩაყენება.

წყლულოვანი კოლიტის დროს ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავები. ახასიათებს დიარეა და განავალს მოჰყვება სისხლი. ამ დროს თავს იჩენს დაავადების საერთო ნიშნები – წონაში დაკლება, მაღალი სიცხე, პირღებინების შეგრძნება, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. შესაძლოა, ტკივილი არ აღინიშნოს, მაგრამ, თუ მაინც გტკივათ, ესე იგი, სერიოზული გართულებაა და დროულად მიაქციეთ ყურადღება. ქრონიკული კოლიტისგან განსხვავებით, დაავადების სიმპტომები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს. მოგვიანებით კი ის ვლინდება კანის, თვალების, სახსრებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებით. ხშირად დაავადება ინიღბება ბრმა ნაწლავის ტკივილით. თუ ადამიანს ეს დაავადება ერთხელ შეეყარა, მთელი ცხოვრება დატანჯავს, რამაც შესაძლოა, საშიში გართულებებიც გამოიწვიოს.

კოლიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და დაიცავით დიეტა. ქრონიკული კოლიტის დროს კარგია ქატო, შავი ქლიავი, სტაფილო, რადგან კვებით ბოჭკოებს შეიცავს. ასევე, აუცილებელია ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღება. იკრძალება რძე, ცხიმიანი, ცხარე, მლაშე და მწარე საჭმელი.

წყლულოვანი კოლიტის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ კალორიულ კვებას. მიირთვით ორთქლზე მომზადებული თევზი, ხორცი, კარტოფილი, ფაფები და ნიგოზი.

 

გაიწმინდეთ თირკმელები და იყავით ჯანმრთელი

ცნობილია, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ქსოვილიდან შედის და ორგანიზმიდან გამოდის თირკმელების, ნაწლავების, კანის ფორების საშუალებით. საოცარია, მაგრამ არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმიდან გამოდის ძილის დროს. ამიტომ, სრულყოფილი ძილი ორგანიზმის გაწმენდის პირველი წესია. არსებობს გაწმენდის ძალიან ეფექტური, საშუალებები. კერძოდ:

* დალიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და თქვენი კანი გახდება გლუვი და ჯანსაღი. სასურველია, ეს პროცედურა ჩაიტაროთ ერთი თვის განმავლობაში. დილით, საუზმემდე დალეული 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი კი, თქვენი ღვიძლის მუშაობას გაააქტიურებს.

*  თირკმელები წლების განმავლობაში ბინძურდება და გამორეცხვას საჭიროებს. დილაობით დალიეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული წვენი, რომელიც ასტიმულირებს თირკმელებს. ანუ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლისა და ტოქსინების გამოდევნას. ყველაზე ძლიერშარდმდენი საშუალება ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენებია. ერთ-ერთი საუკეთესო შარდმდენი კი საზამთროა. 

 

წიწიბურა და ოხრახუში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვებია

წიწიბურა ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო საკვებია. მას ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლედები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.

სამი სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ ერთი ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში და თან, ურიეთ. შეგიძლიათ, ცოტა ნატურალური თაფლი, ოხრახუში და ნიგოზიც დაამატოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით.

ოხრახუშიც, ასევე თავისი უნიკალური თვისებების გამო, სამკურნალო მცენარეა – ეხმარება სისხლის შედედებას, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.

ჰემოგლობინის ასამაღლებლად კარგია მიირთვათ ოხრახუშის ქორფა ფოთლები და ფესვები. ის უებარი საშუალებაა.

ოხრახუშის წვენს არაერთი დაავადების დროს იღებენ. მათ შორის, თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.

ოხრახუშის ჭამა კარგია კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენი საშუალება. 

თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოვებით ნახევარი საათის განმავლობაში და სვით მთელი დღე, წყლის მაგივრად.

 

რატომ უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ძილის ხარისხს

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს გრძელდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობას სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება. 

* აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით, მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. თუ ფილტვები წესრიგში არ არის, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ხოლო ღამით კი, ძილის სურვილით. გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.

* გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, ვერ ხედავთ სიზმრებს, გეუფლებათ სევდა, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

* თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება. კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ, ასევე, თუ გაწუხებთ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

* წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის გაბუჟება იჩენს თავს, ხოლო პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები. თუ დაძაბული გძინავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.

* თუ მსხვილი ნაწლავი წესრიგში არ გაქვთ, საღამოს ადრიანად შეგაწუხებთ ძილის მოთხოვნა, დაძინებისას კი მოუსვენრობა. დილას, შესაძლოა, პირში ცუდი სუნი იგრძნოთ, მთელი დღის განმავლობაში კი სისუსტე.

* როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილას გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.

*თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, თუ დილით უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი.

*მხედველობის პრობლემების დროს კი, დამახასიათებელია ფხიზელი, ზერელე და წყვეტილი ძილი.

скачать dle 11.3