კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იწყებენ ქრისტიანები ეკლესიაში სიარულს სიცრუით და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ჭეშმარიტად სიმართლის მოყვარულია

– მაცხოვრის მოვლენამდე დავით  მეფსალმუნე ბრძანებს: „ყოველი კაცი ცრუ არს“. ამ სიტყვებს იმეორებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ სიმართლისმოყვარეა, სიმართლის აპოლოგეტი, უნდა ახსოვდეს, რომ მათი ბუნება დაბადებიდანვე მიდრეკილია სიცრუისკენ, ბოროტებისკენ, ცოდვისკენ. ესაია შვიდასი წლის წინ ბრძანებს: „სიმართლე კაცისა, ვითარცა ძონძი წიდოვანი დედაკაცისა“. ვისაც ჰგონია, რომ სიმართლის მოყვარულია, მან უნდა იცოდეს, რომ სიმართლე არის ღმერთში და, შენ თუ სიმართლისმოყვარე ხარ, სიმართლე გინდა დაიცვა, უნდა დაიცვა მცნებები და სიმართლის წყაროსთან უნდა იყო პირდაპირ კავშირში. მეოთხე ნეტარებაში წერია: „ნეტარია ის, ვისაც შია და სწყურია სიმართლისთვის.” თუ შენ აღიარებ, რომ ხარ ღვთის შვილი, მისი მიმდევარი, უნდა იარო მისი გზით, სიმართლის გზით. სიმართლე ის არის, რომ ღმერთია მართალი, წმიდა და ჩვენ ვართ ყველანი ცრუ. სადაც არ არის სიკეთე, იქ არის ბოროტება; სადაც არ არის სინათლე, იქ არის სიბნელე; სადაც არ არის სიმართლე, იქ არის სიცრუე. და თუ შენ ამას მიხვდები, შეიცნობ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს ყოველგვარი სიცრუისგან და გახდები სიმართლის დამცველი.  ხშირად ადამიანი ფსევდოსიმართლის დამცველია, სურს, ამით თავი მოიწონოს საზოგადოებაში – ასეთი ხალხი იყო ძველ აღთქმაში ფარისევლები და მწიგნობრები. თითქოს წერტილსა და მძიმეს იცავდნენ სჯულში, მაგრამ სიმართლის მტრები იყვნენ. ღმერთი მოვიდა, თვითონ სიმართლე, ჭეშმარიტება განკაცდა, მაგრამ მათ, ვინც სიცრუეში იყო, უარყვეს ის. ამიტომ ამხილა ისინი მაცხოვარმა: მე კი არ უარმყოფთ, არამედ თქვენს მოსეს, რომელიც ჩემზე საუბრობდა. შენ თუ მოსეს მიმდევარი ხარ, ქრისტეს მიმდევარიც უნდა იყო. მაგრამ, თუ ცრუ მიმდევარი ხარ, ფარისეველი, მაშინ, ბუნებრივია, არ აღიარებ ქრისტეს. ვისაც უნდა, სიცრუეში, სიბნელეში დარჩეს, აღიარებს, რომ ჭეშმარიტება არ არის ქრისტეში, მღვდლები არ არიან მართლები და რჩებიან სიბნელეში. მაგრამ, თუ ადამიანს სურს სინათლეში ყოფნა, მაშინ ჯერ თავისი სიცრუე უნდა აღიაროს. შენ თუ გინდა, შენში იყოს სიმართლე, შენი დაცემული მდგომარეობა უნდა აღიარო. ნებისმიერ დროს, როგორც კი სატანა აღიარებს, რომ ის არის სიცრუის მამა, მოიდრეკს მუხლს უფლის წინაშე, ის მეყსეულად შეუნდობს მას. მაგრამ, თუ მოსწონს სიცრუეში ყოფნა, ის ხდება ყველა იმ ადამიანის მამა, ვინც სიცრუეშია. ყველა წმიდანის ცხოვრება კი დამოწმებაა სიმართლის. 

– როდის ღირს სიმართლის თქმა?

– ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, ვისთან თქმა სჯობს და ვისთან – ართქმა. შეიძლება, შენი სიმართლის თქმით მოყვარე მტრად გადაიკიდო. ჯერ საკუთარ თავში უნდა ატარებდე სიმართლეს. მაგრამ, თუ თავად ხარ უკეთური ვნებების მონა, ყალბი სიმართლის მქადაგებელი, მაშინვე გამხელს ხალხი. შენ იმიტომ კი არ უნდა თქვა სიმართლე, რომ ამაში ვინმემ ფული მოგცეს ან ვინმესთან ქულები ჩაიწერო, არამედ, მადლი და ცოდვების მიტევება მიიღო, უფალთან მიხვიდე. როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში და აცხადებს: „მე არაფერი დამიშავებია, არ მიმრუშია, ცოლისთვის არ მიღალატია. მოვედი იმიტომ, რომ გავიგე, ღმერთი არსებობს და, მინდა,  მადლობა ვუთხრა”, – ეს დიდი სიცრუეა. მათ კი, ვინც დიდი ცოდვილები იყვნენ, მაგრამ, აღიარეს თავიანთი დაცემულობა, ცოდვა, მრუშება, ყოველგვარი მზაკვრობა, ისინი დიდები გახდნენ ადამიანებისა და ღმერთის წინაშე და მიიღეს ღვთისგან წყალობა. ამიტომ შენში სიყვარული უნდა იყოს სიმართლის. ერთია, რომ გშია, გწყურია სიმართლე და მეორეა, რომ შენთვის სიკეთე უნდა იყოს სიმართლის, სიყვარულის გამოვლინება. მოძღვრის ყოველი საუბარი მრევლთან უნდა იყოს სიმართლეზე საუბარი. ზოგჯერ მოძღვრები ეპირფერებიან მრევლს ან იმ ადამიანს, ვინც გარკვეული შემოწირულობა მოიტანა ეკლესიაში, ან დიდი თანამდებობა უკავია – ეფერება, ორჭოფად ეუბნება სიმართლეს; მას კი, ვინც მდაბიოა, უფრო მკაცრად ექცევა, ეჩხუბება და ასე შემდეგ. სიმართლე ყველასთვის სიმართლე უნდა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვინ არის. 

– ბევრს უკვე ჩვევად ექცა სიცრუის თქმა.

– ზოგიერთი ამბობს, რომ არაფრის მომტანი არ არის ეს სიცრუე, უბრალოდ, ენა და გონება მიაჩვია ამ სიცრუეს. შეიძლება, სხვას არ აზიანებს ამით, მაგრამ, სამაგიეროდ, საკუთარ თავს იზიანებს. ეს სიცრუე ჯერ შენ გღუპავს, წაგწყმედს და მერე სხვასაც დააზიანებ. როდესაც შვილი ხედავს, რომ მისი მამა და დედა ცრუობენ, ამით ისინი საკუთარ თავს კი არ აზიანებენ მხოლოდ, არამედ, შვილსაც სიცრუეს ასწავლიან, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს. არ შეიძლება, სიცრუეს ცალმხრივი სახე ჰქონდეს; სხვას თუ არავის დაუშავდა ამით არაფერი, შენ ხომ დაგიშავდა – ცუდი მაგალითი მიეცი სხვებს. სიცრუით არავის შეუძლია, მადლი მიიღოს. 

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ჭეშმარიტად სიმართლის მოყვარულია, ან, პირიქით – ცრუ? 

– თუ გამოსულია მდგომარეობიდან, ყვირის, ბილწსიტყვაობს, ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ სიმართლე თქვას, ის უკვე არის ფარისეველი და უნდა საზოგადოებაში ყველას უყვარდეს, როგორც სიმართლის მთქმელი. მაგრამ, თუ ადამიანი ჯერ საკუთარ თავში აღასრულებს სიმართლეს, როგორც იოანე ნათლისმცემელი, იოანე ოქროპირი, ესაია წინასწარმეტყველი, მას სიმართლის სათქმელად ხელების ქნევა, ყვირილი და ბილწსიტყვობა არ დასჭირდება. ისედაც ბევრი დაინახავს, რომ შენ ხარ სიმართლის ჭურჭელი; საზოგადოებაში შენი გამოჩენაც კი, ადამიანებს დაანახვებს, რა არის სიმართლე. მაგრამ, როცა აფორიაქებული ხარ, ჩხუბობ, სიცრუის მოქმედი ხარ, ამ დროს გამოდიხარ და, გინდა, ყველამ შენ დაგიჯეროს, შენი თაყვამისმცემელი გახდეს – ეს თავიდანვე არასწორი და დამღუპველია. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ცდილობს, სიცრუის პროპაგანდით დაიმკვიდროს საზოგადოებაში ადგილი – ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ადამიანის ოთხი მდგომარეობა არსებობს: პირველი – რას ფიქრობენ მასზე ოჯახის წევრები (რა თქმა უნდა, ისინი ხშირად კარგს ფიქრობენ); მეორე – რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ხშირად საზოგადოებაში სიმართლეს არავინ გვეუბნება, გვეფერებიან, გვაქებენ, გვადიდებენ – ესეც არაფერს ნიშნავს“ მესამე – შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე. ხშირად ნარცისიზმია საზოგადოებაში, ადამიანს უყვარს საკუთარი თავი, სარკეში კეკლუცობს და ესეც არაფერს ნიშნავს; მთავარი არის მეოთხე: რას ფიქრობს შენზე უფალი – ეს უნდა გაინტერესებდეს. ჩვენ ხომ ვამაყობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, მართლმადიდებელი სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ, შენ თუ ცრუ ხარ, როგორ ადიდებ უფალს მართალი მართლმადიდებლობით? არ მაინტერესებს, რას ფიქრობს შენზე ოჯახი, რას ფიქრობ საკუთარ თავზე, რას ფიქრობს საზოგადოება, რომელიც  ხშირად ცდება; ამიტომ, საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენზე ღმერთი – ეს კი, არ მგონია, მთლად კარგი იყოს. სიმართლის სარკე არის სახარება – წაიკითხე სახარება და მიხვდები, რომ ცრუ ხარ. აღიარე შენი სიცრუე და შეუდექი უფალს. ის, რაც მამაომ იქადაგა, რაც წმიდა წერილში წერია, ყველაფერი ჩვენს თავზეა და არა სხვაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ფარისევლებივით წინა ადგილზე დავდგებით ხოლმე და, გვგონია, რომ მეზვერეზე საუბრობენ და არა ჩვენზე. 

скачать dle 11.3