კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკანალში დაZჭრილი პატარძალი

ეს ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და თბილისში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მაისის ერთ მშვენიერ დღეს პლეხანოვის მილიციაში შეტყობინება მოვიდა, რომ მიხეილის საავადმყოფოში დაჭრილი პატარძალი მიიყვანეს. მორიგე ვიყავი და ამ ფაქტზე რეაგირებისთვის მე წავედი. დაჭრილი პატარძალი უკვე საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. სამასამდე მექორწილე კი საავადმყოფოს ეზოში იდგა. იქვე იმყოფებოდა სიძეც, რომელიც ბებიამისს აგინებდა.

დაკითხვის დროს სიძემ მითხრა:

– მე და ლეილამ დღეს მოვაწერეთ ხელი. სხვა სტუმრებთან ერთად ბებიაჩემიც დავპატიჟეთ, რომელიც ქუთაისიდან დაგვიანებით ჩამოვიდა. ჩემი ცოლი რომ დაინახა, თვალში არ მოუვიდა; ბოლოს აუშარდა, ჯერ ჩხუბი აუტეხა, შემდეგ კი ცემა დაუწყო იმ გიჟმა და ბოლოს დიდი ჩანგალი ჩაასო დუნდულებში...

სიძის ჩვენებას მთელი სუფრა ადასტურებდა, თუმცა, ვერავინ ხსნიდა, რატომ მოიქცა ასე ბებია. ხულიგანი რომ მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ის თავის ქალიშვილთან – სიძის დედასთან დარჩა სახლში, რადგან ინციდენტის შემდეგ ცუდად გამხდარა. ერთი სიტყვით, ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია იყო და მე და ჩემი კოლეგები ბებიასთან გავემართეთ, რათა სიმართლე გაგვერკვია. სამოც წელს გადაცილებული სიმპათიური მანდილოსანი ექიმი-გინეკოლოგი აღმოჩნდა და ქუთაისური გულახდილობით მომახალა:

– მაი ლეილა, ბუჯო, ძველი საფიჩხიელი ჩათლახია. ამ ორი კვირის წინ მე თვითონ გოვუკერე საქალწულე აპკი. ასე მითხრა, ვთხოვდები და მიშველეო. აბა, რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილიშვილს მიყობოდა, თვარა, უფრო გოვუფართოებდიო...

ბებიას სიტყვებზე გიჟური ხარხარი ამიტყდა. ამ საქმეში გავლენიანი ხალხი ჩაერია და ხულიგანი „მკერავი“ ბებია დასჯას გადაურჩა; „გაკერილ” ლეილას კი ფული მისცეს და ქორწილი გააუქმეს...

 

ომარ გოგელიას ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3