კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

ონისე ონიანის ანეკდოტები

გურული ზის თვითმფრინავში. უცბად თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. წამოხტა გურული, სწრაფად ჩაიცვა პარაშუტი და გადახტომა რომ დააპირა, ეცა სტიუარდესა ხელში და შემოაბრუნა სალონში:

– არ გრცხვენიათ, ბატონო? სად მიდიხართ? ვერ ხედავთ, სალონში რადმენი ქალია?

– რას ამბობ, ქალო, სექსიზა მცალია ახლა მე?!

 ***

 მეგრელი დაიჭირეს კანიბალებმა, მიაბეს ძელზე, გადეს ცეცხლზე და დაიწყეს შეწვა. უცბად ბელადი გაიჩითა და გადაირია:

– რა არის, კაცო, რა სწრაფად ატიალებთ ამ კაცს, ცოტა შეანელეთ, ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს, უმი არ მიყვარს.

– ნელა ვატრიალებდით, მბრძანებელო, მაგრამ, ნაკვერჩხლებიდან შემწვარ კარტოფილს გვპარავდა და ავუჩქარეთ.

***

სვანეთში მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება:

– აი, თუ კარგად ისწავლით, სამოთხეში მოხვდებით, თუ ცუდად – ჯოჯოხეთში.

პატარა მაიზერა ადგა და მასწავლებელს ეუბნება:

– არ შეიძლება, მასწავლებელო, სკოლა ცოცხლებმა დავამთავროთ?

***

ექიმი ემშვიდობება პაციენტს:

– აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, მოკითხვა გადაეცით ბაბუას და ბებიას, მომიკითხეთ დიდი სიყვარულით. 

– რომელ ბებიას და ბაბუას ექიმო, ისინი ხომ დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ?

– მეც მაგას ვამბობ, მალე შეხვდებით და მომიკითხეთ. 

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები

სვანი თინეიჯერის დღიურიდან: „ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა – სახლში მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია: მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი... მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.“

***

სვანი კაიფშია. იფიქრებს, მოდი, თავს მოვიკლავო. შეუვარდება ერთ მანქანას ბორბლებში და არ მოკვდება. მერე შეუვარდება მეორეს, მაგრამ არც ახლა მოკვდება, მესამესაც შეუვარდება და მაშინაც არ მოკვდება და ბოლოს მოიფიქრებს, რომ მოძრავ მანქანას შეუვარდეს.

***

დაქალი შესჩივის დაქალს:

– მგონი, ტარაკანას ვემსგავსები.

– ეგ როგორ?

– როგორ და, ქმარს პირობა მივეცი, რომ წონაში დავიკლებდი. მას მერე ჩუმად ვიპარები ღამით სამზარეულოში, ვჭამ სიბნელეში და, თუ ვინმემ სინათლე აანთო, პანიკაში ვვარდები.

***

კახელი ცოლ-ქმარი „ბაში-აჩუკს“ უყურებს. ის ეპიზოდია, როცა ყიზილბაში მოქნეულ ხანჯალს გააჩერებს და ბაში-აჩუკის დას ეტყვის – შენ შენმა სილამაზემ გადაგარჩინაო.

კახელი ცოლს მიუტრიალდა:

– კიდე კარგი, დედაკაცო, ეგ თათარი შენ არსად გადაგეყარა.

– ვითომ რათა?

– რათა და, შიგ ჯიგარში გაგიყრიდა დანასა...

***

ორი ძმაკაცი საუბრობს:

– მაგარი სიდედრი მყავს, ძმაო, ცეცხლია, ცეცხლი!

– ჩემი კიდე, უფრო ნაკვერჩხალს ჰგავს – რომ შევაფურთხებ, შიშინს იწყებს.

***

კაცი შევა ექიმთან და ეუბნება:

– ექიმო, ჩემი ცოლი საშინლად ახველებს. რა წამალი არ დავალევინეთ, მაგრამ მაინც ახველებს, არ ჩერდება.

– ბალახეული არ გისინჯავთ?

– როგორ არა, გავასინჯეთ, მაგრამ, ახველებს და იცინის, ახველებს და იცინის...

***

სვანს ეტყვიან, ბავშვი მომინათლეო და მხრებს აიჩეჩავს:

– შე მამაცხონებულო, ეგ რომ ვიცოდე, ჩემსას სხვას მოვანათვლინებდიო?!

скачать dle 11.3