კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ოთარ ჭილაძე: ჩვენ ხალხი კი ვართ, მაგრამ ადამიანი აღარ გვირევია და იმიტომაც ვიტანჯებით ასე – არ ვიცით, რა გვინდა; ანდა, არ ვიცით, რატომ გვინდა, რაც გვინდა; მაგრამ, რაკი არ ვიცით, რა გვინდა, იმის გაგონებაც არ გვინდა, რაც არ გვინდა.

მონტენი: წამება საშიში გამოგონებაა, უმალ მოთმინების გამოცდა, ვიდრე ჭეშმარიტებისა. თუ ტკივილის შიშით კაცი დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია, მაშინ, განა არ შეიძლება, ჩამდენსაც აღმოაჩნდეს იმდენი ნებისყოფა, რომ სანუკვარი სიცოცხლის გამო აიტანოს ტკივილი და უარი თქვას იმაზე, რაც ჩაიდინა?!

სენტ-ეფრემონი: განა შეიძლება, ჩვენთვის იქნეს იმ მეგობარზე უფრო მეტად სასარგებლო ვინმე, ვინც ჩვენივე შეცდომებისთვის გვისაყვედურებს?

რუსო: ყველაზე სულელი ადამიანია ის, ვინც ყველაზე მეტად იკეტება საკუთარ თავში და ყველა გულისხმიერი აზრი მიმართული აქვს საკუთარი თავისადმი.

დემოკრიტე: მხოლოდ ჭკუის საგანძურია ნამდვილი, ის შეიძლება სხვას გაუყო და არაფერი დაკარგო; ის გაყოფის დროსაც კი მრავლდება.

ვიტგენშტეინი: ადამიანს, თუ ის საკუთარ თავს ვერ ფლობს, არ შეუძლია, გამოთქვას ჭეშმარიტება.

ბეკონი: განათლება ადამიანის გონებიდან განდევნის ველურობას, ბარბაროსობასა და სისასტიკეს; თუმცა, კნინი და ზერელე განათლება სრულიად საპირისპირო შედეგის მომტანია.

რიოსკინი: პირველი განმასხვავებელი თვისება კეთილი და ბრძენი ადამიანისა მდგომარეობს შეგნებაში, რომ მან იცის მეტად ცოტა; რომ არიან მასზე გაცილებით უფრო ჭკვიანი ადამიანები; ამასთანავე, მას მუდამ სურს, ისწავლოს და არა ასწავლოს.

პასკალი: ჩვენ მტკიცენი ვართ სიქველეში, მაგრამ, არა იმიტომ, რომ სულით ძლიერნი ვართ, არამედ იმიტომ, რომ ორივე მხრიდან ურთიერთსაპირისპირო ბიწის მიწოლა გვაწონასწორებს, როგორც ორი ურთიერთსაპირისპირო ქარის ქროლა. ჩამოგვაშორეთ ერთ-ერთი ბიწი და ჩვენ მეორეში ჩავეფლობით.

არისტოტელე: უვიცს უკვირს, რომ საგანი ისეთია, როგორიც ის სინამდვილეშია, და ასეთი გაკვირვება ცოდნის დასაწყისია. ბრძენი კი, პირიქით – გაოცდებოდა, რომ საგანი ყოფილიყო სხვანაირი და არა ისეთი, როგორიც ეს მან იცის.

ლაროშფუკო: შეუძლია თუ არა ადამიანს, დარწმუნებით თქვას, რა უნდა მომავალში, თუკი არ იცის, რა უნდა?

სტეინემი: ვიღაცამ მკითხა, რატომ არ თამაშობენ ქალები ისევე ხშირად, როგორც კაცები. ვუთხარი – იმიტომ, რომ იმდენივე ფული არ გვაქვს. ეს სწორი, მაგრამ არასრული პასუხი იყო. სინამდვილეში, ქალების თამაშის ინსტინქტი ქორწინებით კმაყოფილდება.

скачать dle 11.3