კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთვარის რომელ ფაზაში უნდა აკონტროლოთ მაქსიმალურად მადა და რომელ დღეებში იმატებს ადამიანი წონაში სწრაფად

ზედმეტი წონა, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გარემოში გიწევთ უმეტესი დროის გატარება დღის განმავლობაში. ბევრი ადამიანისთვის წონის რეგულირება პრობლემაა. ეს კი პლანეტების განლაგებას უკავშირდება. ვისაც ნორმალური წონის შენარჩუნება უჭირს, მათ უყვართ მჯდომარე ცხოვრება და დიდ დროს  არ უთმობენ სპორტს, ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.

არსებობს ისეთი პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიში და სახიფათოა წონაში დაკლების მსურველებისთვის. ბევრი საკვებს  არ მიირთმევს შუადღის შემდეგ. არადა, მთავარია, ამ დროს ცოტა ჭამოთ, ივარჯიშოთ და მეტი ენერგია დახარჯოთ. ამისთვის კი საღამოს უნდა ჭამოთ ადვილად მოსანელებელი და მსუბუქი საკვები.

 სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ადამიანი ადვილად იკლებს წონაში. ასე რომ, სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ადამიანის წონის კლების ყველაზე კარგი პერიოდია.

ვინც ზედმეტ წონას უჩივის, არ ფიქრობს იმაზე, რომ მთვარის ფაზებს მიაქციოს ყურადღება, იკვებოს სწორად და ასევე, სწორად დაგეგმოს წონის დასაკლებად სასურველი დღეები.

ნებისმიერმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა ჭამოს. მისი მიღება კი მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს.

მაგალითად, ხუთშაბათს კარგია დიეტის დაცვა. თუ ეს გიჭირთ, შეეცადეთ, საჭმლის მიღებისგან საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი.

ასევე, შეამოწმეთ, ხომ არ ცხოვრობთ ან მუშაობთ გეოპათოგენურ ზონაში; სამუშაო მაგიდა კედლის კუთხისკენ ზედმეტად ხომ არ არის მიმართული. თუ ასეა, მაშინ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ინტერიერი.  სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს მოერიდეთ და ვახშამზე მსუბუქად დანაყრდით. 

ზოგადად, ახალ მთვარემდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. მთვარის შევსების დღეებში წვენებისა და ხილის დიეტა დაიცავით და ასე განტვირთეთ ორგანიზმი. ტკბილეულს კი მაქსიმალურად მოერიდეთ. ზოგიერთ ადამიანს სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი განსაკუთრებული ლტოლვა და სურვილი უძლიერდება. გირჩევთ, ამ დღეებში, მაქსიმალურად აკონტროლოთ მადა. 

გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, წონაში მატების მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა და ცხოვრების სტილი, არამედ, ვარსკვლავების განწყობა და დამსახურებაა. ანუ, წონის პრობლემები ყველაზე ხშირად ასტროლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული. კერძოდ, პირდაპირ კავშირშია პლანეტების განლაგებასთან. 

აგრეთვე, არ შეიძლება, გარკვეულ პერიოდში დიეტის დაცვა და ზოგიერთი პროდუქტის შეზღუდვა ორგანიზმისთვის.  ეს, პერიოდები, განსაკუთრებით საშიშია წონაში დაკლების მსურველებისთვის.  ამ პერიოდების დადგენა, კონკრეტული ადამიანისთვის მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის შედგენის შემდეგ შეიძლება. ბევრი არ ითვალისწინებს ამ რჩევებს და ცდილობს, ზედმეტი კილოგრამები საკუთარი მეთოდებით მოიკლოს. ეს არასწორია და ვერც სასურველ შედეგს მოგცემთ. მთავარია, მიირთვათ მსუბუქად, ამის შემდეგ კი სუფთა ჰაერზე სეირნობაც საკმარისია, რომ ორგანიზმმა მიღებული საკვები ადვილად გადაამუშაოს და ცხიმად არ ჩალაგდეს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჭამის დროს ზომიერების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. საჭმლის მიღება კი მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს. 

скачать dle 11.3