სკოლა და ხელოვნება
6-9 მაისს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულმა მუზეუმმა ლამაზ ღონისძიებას უმასპინძლა. 122-ე სკოლის დირექტორის, მედეა ქოქრაშვილისა და ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგის, გულნაზ ორბელაძის თაოსნობითა და ძალისხმევით, მუზეუმის დარბაზში 122-ე სკოლის, პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეთა ფერწერული, გრაფიკული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ოთხ დარბაზში 500-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ეს მოსწავლეების მთელი წლის ნაშრომის ერთგვარი შემაჯამებელი აქციაც იყო. ბავშვებმა თავიანთი ფანტაზიისა და ხელმარჯვეობის, ასევე ნიჭის ნაყოფი საჯარო სამსჯავროზე გამოიტანეს. ნამუშევრებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე რესურსცენტრის, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელთა და მხატვართა დიდი მოწონება დაიმსახურა. პატარა ხელოვანები ძალიან ამაყად გრძნობდნენ თავს შექებით. მათ მშობლებიც გულშემატკივრობდნენ. განსაკუთრებით აღფრთოვანებულები ყველაზე პატარა შემოქმედნი იყვნენ – 12 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი მაია ქავთარაძე. თათა მჟავანაძეს, გიორგი რიჟამაძეს, ელენე ფანცულაიას, ნიკოლოზ ჩიტიშვილს, ლილუ კავკავიშვილს, ნიკოლოზ კურტანიძეს, ალექსანდრე ქოქრაშვილს, დავით გვილიას, გიორგი გვილიას, კატო ბერაძეს, ელენე მუჯირსა და ბარბარე ჩახნაშვილს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ თავიანთი შრომის პირველი აღიარება.