კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „გაყიდა“ გუგული მაღრაძე და როგორ ასწავლიდა მას ინგლისურს ზვიად გამსახურდია

გუგული მაღრაძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, თუმცა მისი პოლიტიკური საქმიანობის მეორე „რაუნდი,” პირველისგან განსხვავებული და მეტად ხმაურიანი აღმოჩნდა. ჯერ იყო და  სკანდალურ ისტორიებში „გახვიეს”,  ცოტა ხნის წინ კი, ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, ინგლისური აქცენტი დაუწუნეს საქვეყნოდ. ამბობს, რომ ეს ხმები მაინცდამაინც არ აფრთხობს – არც პოლიტიკურ პენსიაზე აპირებს გასვლას, არც იმ ხმებსა და ხალხს  უშინდება, ვის გამოც ბოლო თვეებში, პიარხრიკების „სამიზნე” გახდა.    

  გუგული მაღრაძე: ორი მოწვვეის პარლამენტის წევრი ვარ, თუმცა პოლიტიკაში ჩავერთე. 1992 წლიდან. მე  უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, და სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური საქმიანობა არ ყოფილა ჩემი მიზანი.  90-იან წლებში, როცა ახალი სახელმწიფოს შენება დაიწყო, მე გამიჩნდა პროტესტი იმ მოვლენების მიმართ, რასაც, პროცესებში არაჯანსაღი ინტერესების ჩართვის  გამო, ძალიან ცუდი პრეცედენტები მოჰყვა. მე, როგორც პროფესორს, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა, სხვადასხვა აქტივობების მიუხედავად, პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შემეძლო. სწორედ ამან მიბიძგა პოლიტიკური საქმიანობისკენ.  მე კარგად  ვიცნობდი ბატონ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სადაც მე  ვმუშაობდი როგორც ასპირანტი,  მერაბ კოსტავას სახლის ეზოში იყო.  ზვიადი მეხმარებოდა ინგლისური ფილოსოფიური ტექსტების თარგმნაში. სკოლაში და უნივერსიტეტში ფრანგულს ვსწავლობდი და როცა ასპირანტურაში ინგლისური ენა დამჭირდა, სპეციფიკური  ტერმინები  ჩემთვის რთული გასაგები აღმოჩნდა. ზვიადს უყვარდა, როცა გეხმარებოდა, გასწავლიდა, აზრს გიზიარებდა.

– რა არის თქვენი „კომპასი” ქართული პოლიტიკის ჩახლართულ კულისებში, რაც  გიხანგრძლივებთ პოლიტიკური საქმიანობის სტაჟს?

– როცა პოლიტიკაში მიდიხარ, ისეთი ენთუზიაზმი გაქვს, გგონია, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ. გზადაგზა კი აწყდები წინაღობებს, ისეთ „რაღაც რაღაცეებს”, რის გამოც ბევრი ჯანსაღი აზრი და იდეა ვერ ხორციელდება. მე არ მიყვარს ამ „რაღაც-რაღაცეებში” ჩასვლა – კარგად  ვიცი ქვედინებები, თუმცა ვცდილობ,  ამ ქვედინებებში  არ ვიყო გარეული. არ „ვეკვრები” იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვედინებებში „ცურავს”. 2004 წელს, როცა პარლამენტის წევრი გავხდი, აქტუალური იყო ხუმრობა: პარლამენტში არიან „ნინოს ქალები”, „ბადრის ქალები”, „მიშას ქალები” და გუგული მაღრაძე.

– თუმცა, ისიც აქტუალური იყო, რომ თქვენ პრეზიდენტის დედის მეგობარი იყავით და დიდი პოლიტიკისკენ გზა მან გაგიხსნათ.  დღეს გაქვთ  ურთიერთობები გიული ალასანიასთან? 

–  ჩვენ ვიყავით მეგობრები. პრეზიდენტის დედას სხვა მეგობრებიც ჰყავდა, მაგრამ ისინი პოლიტიკაში არ წასულან. იმ პერიოდში მე აქტიურად ვიყავი ჩართული ამერიკულ  სასწავლო პროგრამებში. მიშა სააკაშვილიც ჩვენი ასოციაციის წევრი იყო. ჩვენ გვქონდა აქტიური ურთიერთობები კონფერენციებზე, სადაც  მას ჩემი აქტივობები შეუმჩნეველი არ დარჩენია. ჩემი შეხედულებები მათთან არასდროს დამიმალავს, თუმცა ეს გარეთ არ გამომქონდა და გუნდის შიგნით რჩებოდა.  დღეს გიული ალასანიასთან ურთიერთობები არ მაქვს. მე მესმის მისი – დედაა და ბუნებრივი ემოციები აქვს. ქართულ პოლიტიკას ბევრი უცნაურობა ახასიათებს. არის ხოლმე მომენტები, როცა ეგრეთ წოდებული „კლანები” ერთმანეთს უტევენ, ან პირიქით, მხარდაჭერას ცდილობენ, შენთვის სიტყვას დაასველებენ. ეს ადრეც იყო და ახლაც ასეა. მე ვცდილობ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მაქვს ჩემი  წესი, რომლის დაცვასაც  ვახერხებ –  პიროვნულად არ ვეხები არავის. როცა  ნაციონალებიდან წამოვედი, არ მახსოვს, ვინმეზე რამე მეთქვამს. ვამბობდი იმას, რომ მათი პოლიტიკა იყო მიუღებელი ამის და ამის გამო. თუმცა, კონკრეტულ  პიროვნებებზე  არაფერი მითქვამს.  ყველამ იცის, პოლიტიკით არ მიხეირია, ამიტომაცაა, რომ აქეთ ვერასდროს ვერავინ მომდავებია. 

– თუმცა, არც თქვენ გაკლიათ ბოლო დროს ხმაურიანი ისტორიები. 

– გაკენწვლას  ყველა ყოველთვის ცდილობს. როცა მისი მოწინააღმდეგე ხარ, თუმცა ვაღიარებ, რომ ბოლო პერიოდში ჩემ მიმართ ეს პიარი  გააქტიურდა. ჩემზე ასეთი თემები არ მოქმედებს, მაგრამ ძალიან განვიცადე, როდესაც მე დამაბრალეს  ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი, რომელიც  ქუთაისში, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. მე იმ პერიოდში  საერთოდ არ ვყოფილვარ ქუთაისში და არც მანქანის მართვა არ ვიცი. ვერ ვერკვევი, მაგნიტოფონსაც კი არ ვრთავ. იმის მიუხედავად, რომ 1978 წელს, მეგობრის წყალობით, ავიღე მართვის მოწმობა, ჩემს სიცოცხლეში „რულთან” არ ვმჯდარვარ.  ეს სპეციალურად იყო მოწყობილი და დადგმული ჩემ წინააღმდეგ.

–  დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თქვენს გამოსვლას ევროსაბჭოში,  სადაც ინგლისური დაგიწუნეს. 

– ან ეს რა თემა იყო? სასაცილო. უკვე ორი წელია, ევროსაბჭოში ვარ, დაახლოებით 20 გამოსვლა მქონდა ინგლისურ ენაზე. არასდროს არავინ დაინტერესებულა ჩემი ინგლისურით,  სანამ ჩიორას გამოსვლის შემდეგ მწარე სიმართლე არ ვთქვი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.  ისინი ისე ოსტატურად, ისე მოაწყობენ ხოლმე სიურპრიზებს ჩვენთვის ევროსაბჭოში, თითქოს ჩვენ შორის სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება იყოს. ეტყვი რამეს და ესაა ჩვენი საქმეო, გაიძახიან.  დავიჯერო, მაინცდამაინც ახლა გახდა  აქტუალური  ჩემი აქცენტი?  ნაციონალებმა თავისი „გააკეთეს”. ეტყობა, ბესელიას მომხრეებსაც უნდოდათ ეთქვათ, მარტო ეკამ  კი არა, ამანაც არ იცის ინგლისურიო და ასე ავარდა ეს თემა. ამას ახლა განვმარტავ და დავამთავრებ – ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ძალიან დალაგებული იყო ჩემი გამოსვლა, თუმცა მალევე გამოვასწორე. ეს მოხდა ექსპრომტად, ჩიორას გამოსვლის შემდეგ ერთი გამომსვლელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ამოვარდა და მე უცებ მომცეს სიტყვა.  მე ვერ ვიტყვი, რომ ინგლისურად ისე ვსაუბრობ, როგორც ჩემი შვილი, მაგრამ ინგლისური  ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვისწავლე, როცა სოციალურ-ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე.  ჯერ კერძო მასწავლებლებთან დავდიოდი, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ეს გზა ეფექტური არ იყო – უცებ ვუშინაურდებოდი პედაგოგებს, რაც სწავლაში ხელს მიშლიდა,  უნივერსიტეტში ჩავაბარე საღამოს სწავლებაზე და დავამთავრე ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ბოლო წლებში არც რეპეტიტორი დამჭირვებია და არც კერძო გაკვეთილი, 6-7 წლის წინ „ტოეფელის” პროგრამაც კი ვისწავლე. უმაღლესი ქულები  მაქვს აღებული. ამ ქულებით ამერიკის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებოდი, ასე რომ, ზოგიერთებს ამ თემებზე ქილიკს მაინცდამაინც არ ვურჩევ. ეს არის პროვინციალიზმი და სამარცხვინო ამბავი. მოდი და გამაკრიტიკე შინაარსზე, აქცენტს რას მიწუნებ? ევროსაბჭოში ხუთი-ექვსი ახალგაზრდის გარდა, ყველა აქცენტით საუბრობს, ცოტა ხნის წინ გაეროშიც გამოვედი სიტყვით ინგლისურად, რატომ იქ არ მოხვდათ ცუდად ყურში ჩემი ინგლისური? (იცინის).

– ათი ლარი რომ ბევრი  ფულია, არც ამაზე დაგაკლდათ ხმაური ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ.  

–  მე  არ მითქვამს ისე, როგორც აღიქვა ეს  საზოგადოებამ. მე ვთქვი, რომ ათი ლარი ვიღაცისთვის ფული არაა, ვიღაცისთვის კი ათი ლარი არის 12  პური, ოთხი ბოთლი ზეთი. ამ ყველაფერს ვიღაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა სახელმწიფო ამდენ პენსიონერს ათ ლარს უმატებს, ეს ფული არაა? ხელაღებით შეიძლება ამაზე ქილიკი?  კბილის ექიმთან ვიყავი,  შემოვიდა ქალბატონი ბრილიანტის ბაღჩა-ბეჭდებით, კარგად ჩაცმული-დახურული და ამათი მათხოვარი რა ვთქვი, ათი ლარი რა არისო? – ამბობს. კინაღამ ვუთხარი, ერთი ბეჭედი რომ გაყიდოთ, ორი წელიწადი იცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ ახლა მასთან პოლემიკას ვერ გავმართავდი. 

– თქვენი ფინანსური მდგომარეობა როგორია? 

– მე არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული. ბაბუაჩემი მეტყევე იყო, მამაჩემი მაღალი კვალიფიკაციის მშენებელი და  ტრესტის მმართველი. ჩვენ საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა. მშობლებისგან კარგი მემკვიდრეობა მივიღე. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ მაშინაც, როცა მარტო ვზრდიდი შვილს. მე ბევრი დრო მქონდა და სულ ვსწავლობდი – ერთი უმაღლესი დავამთავრე, მეორე,  საკანდიდატო, სადოქტორო. არ ვიცი, რომ მყოლოდა ქმარი, დედამთილი, ხუთი შვილი, შეიძლება ამდენი ვერ „გამექაჩა” (იცინის). სულ უცხოეთში დავდიოდი, კარგი სამსახურები მქონდა. ეს ყველაფერი ფულს აგროვებს. იმ დროში ერთი პროექტის შეფასებისთვის 200 დოლარს რომ აიღებ, საწუწუნოდ არ გაქვს საქმე. მე ისეთი სპეციალობა მქონდა,  როგორც კი  გაჩნდა პირველი შესაძლებლობები გრანტებზე მუშაობის, აქტიურად ჩავერთე ამ ყველაფერში. დღემდე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ, მაგრამ  ძალიან მიყვარს ეს საქმე.  ვთვლი, რომ პოლიტიკოსზე მეტად, ლექტორი ვარ, რომელიც ახალგაზრდებთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას იღებს.      

–  2016 წლიდან დარჩებით პოლიტიკაში თუ პენსიაზე გახვალთ?

– პენსიაზე მე საერთოდ არ ვფიქრობ. მე ისეთი აქტიური ხასიათი მაქვს, პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებ. სულ ასეთი ენერგიული ვიყავი, ჩემს ენერგიაზე ლეგენდები დადიოდა.  საკანდიდატო ხარისხის დაცვის დროს შოთა ნადირაშვილმა თქვა: გუგულის იმხელა ენერგია აქვს, ერთ ელექტროსადგურს აამუშავებს. კიდევ კარგი მისი ენერგია სხვადასხვა მიმართულებებით იხარჯება, თორემ გაჩერების საშუალებას არავის მოგვცემდაო. მე ყოველთვის მქონდა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა უამრავი სხვადასხვა თემის მიმართ, რაც აქამდე არ გამქრობია.  ამ ასაკში დილით ცურვაზე დავდივარ, ჯაზს  ვუსმენ,   ქუთაისიდან თვითმფრინავით გადმოვფინდი, რომ კონცერტს დავსწრებოდი. ქალთა პარტია მაშინ დავაფუძნე,  როცა უკვე  დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყავი და ბევრს ეგონა, რომ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მქონდა.  ქალთა მოძრაობაში  მე იქამდეც  დიდი ხნის წინ ვიყავი ჩართული და ვიცოდი, რომ ქალებს რეალურად მეტის გაკეთება შეუძლიათ ამ ქვეყანაში. 2008 წელს ერთი თვის შექმნილმა პარტიამ ერთი პროცენტი აიღო  არჩევნებში. საკუთარი სახლიდან გამოტანილი ჩემი და ჩემი ძმის დანაზოგით ავაწყვეთ პარტია, რომელიც ბოლომდე იდგა ოპოზიციურ მოძრაობაში. 

– და სწორედ მერე გაჩნდა მოარული ფრაზა: „ბიძინამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

–  ასეთი ფრაზები და ჟურნალისტური ინტერპრეტაციები  იმაზეც მეტყველებს, რომ დღეს მედია, სატელევიზიო სივრცე თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან. დღეს ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილს ხშირად ვხვდები, დროდადრო ვნახულობ მას არაფორმალურ შეხვედრებზე. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, მე თბილისში არ ვიყავი, ბიშკეკში ვატარებდი ტრენინგს ქალებისთვის. მოვფრინავდი, ჰაერში ვიყავი, როცა ბატონმა ბიძინამ ეს განაცხადი გააკეთა. აეროპორტში ჩემი ძმა დამხვდა, მისგან გავიგე ამის შესახებ. გავიდა პერიოდი, რამდენიმე თვე და მან დამიძახა. თუმცა, იქამდეც  უთქვამს  პირად საუბრებში, ქალბატონ გუგულის პატივს ვცემო. როდესაც პირველად ბიძინა ივანიშვილმა შემომთავზა, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვყოფილიყავი, მე გადავდექი „ქალთა პარტიის” თავმჯდომარის პოზიციიდან, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში.  ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.  მე განსაკუთრებით  კმაყოფილი ვარ ჩემი საპარლამენტო  მუშაობით სტრასბურგში.  ყველა კომიტეტში, რომლის წევრიც ვარ,  ძალიან ვაქტიურობ,  რის გამოც მიწევს ძალიან ხშირად სტრასბურგში ყოფნა. ამას მოჰყვება ხოლმე საუბრები ხშირ მივლინებებზე. ეს არის ჩვენი საქმე და სამუშაო. მე ვერ დავემსგავსები ზოგიერთ დეპუტატს, აგერ, ქუთაისშიც რომ არ ჩამოდის.  

– ჩვენს პარლამენტში  ბევრი  გაცდენა გექნებათ.

– არასაპატიო გაცდენა  საერთოდ არ მაქვს. ავად ვიყავი, ოპერაცია გავიკეთე და იმ გაცდენებისთვის ცნობა წარვადგინე. მივლინება საპატიო მიზეზად ითვლება. როცა საქმეს სჭირდება, ვარ ქუთაისში. იქ მარტო ვცხოვრობ. იმის მიუხედავად, რომ ურთიერთოებებში გახსნილი ვარ, ამ მხრივ ინდივიდუალისტად ვითვლები. ზომაზე მეტად ახლოს არავისთან ვარ.  დღე და ღამე ვარ ჩემს ოჯახთან, შვილთან, შვილიშვილებთან. აი ისინი ნამდვილად არიან ჩემს ბუდეში (იცინის), თუ პირიქთ, მე ვარ მათ ბუდეში. მე ვცხოვრობ მათთან ერთად.  ერთხელ ერთმა ახლობელმა ქალმა ჩემს სიძეზე თქვა:  რა კარგი ბიჭია, სიდედრთან რომ ცხოვრობსო. გადაირია  ჩემი სიძე:  მე კი არ ვცხოვრობ სიდედრთან, ის ცხოვრობს ჩემთანო. მე მაქვს ჩემი ბინა, მაგრამ მარტოობა არ შემიძლია.  ვერ ვიტყვი, რომ ჩაფუსფუსებული ბებია ვარ, მაგრამ სულ  ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი დრო გავატარო ბავშვებთან. ერთხელ ჩემმა შვილიშვილმა შემარცხვინა მთელი საქართველოს წინაშე. დილის სატელევიზიო ეთერში მკითხეს, ბავშვებს საჭმელს უკეთებთო?  კი-მეთქი, მოვიწონე თავი  და უცებ  ჩემმა შვილიშვილმა „გამყიდა”– ტყუისო (იცინის).  

скачать dle 11.3