კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალი – „კამელიები“

გასულ კვირას დიდი ალიაქოთი შეიქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მესვეურთა სტუმრობის გამო, არც იმდენად სტუმართა, რამდენადაც ლარის გასაჭირის მიზეზით (გულებში იმედი ჩაგვესახა, იქნებ ამდენი პატივცემული ვიზიტორის დანახვამ მაინც გაამყაროსო. – ).

თუმცა ამ კონკრეტულმა იმედმა ჯერჯერობით დიდად ვერ გაგვიმართლა, სამაგიეროდ, საპატიო სტუმრებმა ბიზნესის გავლენის ფონდი წარმოგვიდგინეს, რომლის მეშვეობითაც დონორების რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესებამდე მივა ბანკის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პროგრამა ითვალისწინებს ქალი ბიზნესმენების მხარდაჭერასაც (სახელწოდებით: „ქალები ბიზნესში“), რასთან შეერთების სურვილი უკვე გამოთქვეს „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“.

ცნობისთვის, ამ რეგიონულ პროგრამაში მონაწილეობას იღებენ: უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია და მოლდოვა. საერთო ჯამში, ამ საქმისთვის 50 მილიონს გამოყოფენ, ზედაც – 9-მილიონიან გრანტს ევროკავშირიდან. 

ამთავითვე დარწმუნებული ვარ, რომ, სახელდობრ, ჩვენს ქვეყანაში „ქალები – ბიზნესში“ აქტიურად გატარდება, თუმცა ქალების თემის მოძალებამ (ქართული ხასიათის უკიდურესობებისადმი მიდრეკილებას თუ გავითვალისწინებთ), არც ისაა გამორიცხული, საჩვენებელ ძროხა კამელიებადაც გვაქციოს. – 

скачать dle 11.3