გადარჩენილები
ანუ იძინე მშვიდად
მაშინ, როდესაც თავად ჩვენ თავდაცვის ახალი მინისტრი გვყავს, ზედაც, თავის ახალ მოადგილეებიანად (ჯერჯერობით მხოლოდ სამი წარმოგვიდგინეს, ორი უცხოეთში სწავლობს, რომ დაასრულებენ, ჩამოვლენ და მათაც გაგაცნობთო, დაგვამშვიდეს) ჩრდილოკორეელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწყო დანარჩენ მსოფლიოს ჩვენება საშინელებათა ფილმის ჟანრში.
კერძოდ, ამ ღვთისგან მივიწყებულ ქვეყანაში სიკვდილით კიდევ ერთი ჩინოვნიკი, ამჯერად თავდაცვის მინისტრი დასაჯეს, არც მეტი, არც ნაკლები, იმის გამო, რომ საბრალოს ჩრდილო კორეის ლიდერის თავკაცობით გამართულ ღონისძიებაზე ჩაეძინა. – .
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი საზენიტო ტყვიამფრქვევით დახვრიტეს ასობით თვითმხილველის თვალწინ, ჩინოვნიკების საჯარო დასჯის ადგილას (ფუი, ეშმაკს!).
ბრალდება სახელმწიფო ღალატი იყო, რაკი ბედკრულს სამხედრო ღონისძიებაზე ჩათვლემით უპატივცემულობა გამოუხატავს; მეორე მხრივ, შესაძლოა, ჩრდილო კორეის თავკაცმა ისიც კი იფიქრა, დაე, იძინოს მშვიდადო (რას გაუგებ მანიაკი დიქტატორის ვნებებს?!).
მაგრამ, აშკარაა, რომ ფრიად გაუმართლათ ჩვენებურ ხალხის რჩეულებს, ვინაიდან, თუ გავიხსენებთ, რომ კვორუმის შეგროვება გასულ კვირასაც ვერა და ვერ მოხერხდა, ჩრდილოეთ კორეაში რომ დაბადებულიყვნენ, საჯარო დახვრეტა გამოწერილი ჰქონდათ. –