კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამაო კბილთა ღრჭენანი

ანუ არგო ჰავამ

გასაკვირი არც იყო, რომ სრულიად საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიაზე მამრობითი სქესის მოსახლეობის დიდ ნაწილს გული შეეკუმშა, რაკი თავდაცვის მინისტრად ქალი იხილა. თან, განა იმიტომ, რომ ჩვენს შოთას არ უჯერებენ, „ლეკვი ლომისა სწორიაო“, გვარწმუნებენ, ეგ მონარქებზე ითქვაო. თუმცა ისიცაა, რომ, მაინცდამაინც, აპოლონებს ვერ ვიხსენებ ამ პოსტზე?!

ასეა თუ ისე, თავდაცვის მინისტრიც ქალი გვყავს და, ზედაც, მისი ერთი მოადგილეც (ანა დოლიძე), ასე რომ, გვიანია კბილთა ღრჭენანი – .

და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ექსთავდაცვის მინისტრი ბ-ნი ოქრუაშვილი ამ ფაქტს მიესალმა (პათოსით: „ოდნავ დაგვიანებული ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით“).

კერძოდ, შენიშნა, რომ „ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა ირონიული შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება თავდაცვის უწყებას ქალი ხელმძღვანელობდეს, აღარაფერს ვამბობ იმ მოქილიკეებზე, რომლებიც „რესპუბლიკელის“ დანიშვნას აპროტესტებდნენ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბოლო ათწლეულებში იმდენი „მარკშეიდერი“ მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომ თინა მათ ფონზე, უდავოდ, პროფესიონალი იქნება. მეორე, მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია (განსაკუთრებით, გამბედაობაში, სიტყვა „კაცობას” არ ვიხმარ). წარმატებები...“

თუ გავიხსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრობისას ბ-ნმა ოქრუაშვილმა ზემოხსენებული ორივე ქალბატონი (ხიდაშელიც და დოლიძეც) „დაუბანელ თმაგაჩეჩილად“ მოიხსენია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საფრანგეთის ჰავას ფრიად დადებითად უმოქმედია მის მსოფლმხედველობაზე. 

скачать dle 11.3