კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახსტრუქტურების სანაგვეზე

„ციხეს რად უნდა რკინის კარები“

რაკი ისე მოხდა, რომ სოციალური ქსელი პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკოსების მსურველთათვის საკუთარი თავისა და აზრების პრეზენტაცია ადგილად იქცა (ამ ჩვენს მშობლიურ მედიასაც, ჩემი მონაწილეობით, ინფორმაციის იოლად მოპოვების შანსი გაუჩნდა), ამ ამბავს არც „რეფორმატორების“ ლიდერი გამოაკლდა (ან კი რატომ გამოაკლდებოდა?!).

ასე და ამგვარად, ბ-ნმა ღლონტმა სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა ფართო საზოგადოებას საკუთარი ინიციატივა, არც მეტი, არც ნაკლები, ფინანსური პოლიციის გაუქმების შესახებ.

მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიხმობ ციტატას უპირველესი „რეფორმატორის“ „ფეისბუქპოსტიდან“: „მიგვაჩნია, რომ ფინანსური პოლიცია ეს არის ხელისუფლე(ბე)ბის პოლიტიკური ზეწოლის იარაღი, რის გამოც ნებისმიერი მეწარმე გაურბის თუნდაც ოპოზიციასთან კომუნიკაციას (მთლად ფინასურ პოლიციასაც ნუ დავაბრალებთ, თუ არავინ დაგვაფინანსებს?!) მიგვაჩნია, რომ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები უხეშად არღვევენ მეწარმეთა კანონიერ ინტერესებს. მოვითხოვთ „ფინანსური პოლიციის“ გაუქმებას (ციტატის სტილი დაცულია, ამიტომაც შევნიშნავ, ფინანსური პოლიცია ბრჭყალებში არ ისმება  – )!“

თუმცა ისიცაა, რომ მთლად სამუდამოდაც არ გულისხმობს ამ უწყების სახელმწიფო სტრუქტურების სანაგვეზე მოსროლას. სახელდობრ, „იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ვერ ისწავლის მეწარმესთან მოქცევის წესს. იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ბიზნესმენის კანონიერი ინტერესების დაცვას და ფინანსთა სამინისტრო იქნება არა უფლებადამცველი, არამედ პირველი უფლებადამრღვევი და ძალადობის მექანიზმი. მანამდე ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი ოცნება და ილუზიაა!“

ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, ბ-ნ ღლონტს პირდაპირ პოლიციის გაუქმება მოეთხოვა, ბუნებრივია, ვიდრე პოლიციელებს ფრთები არ ამოუბიბინდებოდათ, რადგან, მართლაცდა: „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები“.

скачать dle 11.3