კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიკვდილი თუ სიღარიბე“

„დაიხოცეთ, ამის დედაც, ჯეკ“

თუმცა NDI-IRI-ს კვლევები დიდად ვერ დაიკვეხნიან სანდოობით (რიგ მიზეზთა გამო), ისეც მოხდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეიტინგით ყველას გადაასწრო, ხოლო მისი უწყების მუშაობითა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით ლამის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა კმაყოფილი.

ან კი როგორ არ იქნება, როდესაც ჯანდაცვის ხარჯი გაღარიბების მთავარი მიზეზი იყო და დაყადაღებულ უძრავ ქონებათა უმეტესობა სწორედ საოპერაციო ხარჯის გამოა იპოთეკით დატვირთული. 

მეორე მხრივ, მართალია, სოციალური ხარჯი გაიზარდა, რის უსასრულოდ აწევაც გაუჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტს, თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, თუმცა ის კი წყალგაუსვლელი ფაქტია, რომ სიკვდილს სიღარიბე სჯობს.

ოღონდ განსხვავებული აზრისაა, სახელდობრ, ბ-ნი ხაბაზი (თანაპარტიელებთან უნისონში), ამიტომაც განგაშის ზარებს არისხებს (მოვიხმობ ციტატას): „მრავალჯერ გავიმეორებ! სერგეენკოს ეგრეთ წოდებული რეფორმა იყო ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინა „ოცნებამ”. სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის აღდგენა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი კერძო სადაზღვევო სისტემის სრული განადგურება, პოპულისტური დაპირებები არის ის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც: 1. დაანგრევს ქართულ ეკონომიკას! 2. სრული მასშტაბით აღადგენს კორუფციულ სქემებს და ექიმებზე ჯიბეში ფულის ეგრეთწოდებულ ჩაკუჭვის პრაქტიკას!“

მე არ ვიცი და არც ვაპირებ, მივყვე ხსენებული ბატონის რუხი ნივთიერების მდინარებას (ჩემს კომპეტენციას სცილდება), მაგრამ, ცხადია, რომ მოკლედ და კონკრეტულად ზემომოტანილი ციტატის არსი სხვა არაფერია, თუ არა: „დაიხოცეთ, თქვენი დედაც, ჯეკ!“  –  

скачать dle 11.3