კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ცდუნების ხელოვნება

 

ამბობენ, რომ მამაკაცის მოსახიბლად აუცილებელია თვალისმომჭრელი გარეგნობა და რომანტიკული გარემო. თუ ამ ორი ფაქტორის დეფიციტია, მაშინ მამაკაცის ცდუნებაზე ამაოდ დაკარგავთ ძალასა და ენერგიას. მითია – არ დაიჯეროთ!

მამაკაცების დიდ უმრავლესობას საერთოდ არა აქვს უნარი, შეაფასოს თქვენი რომანტიკული „ზეაღსვლები“... წყნარი მუსიკა, სანთლები, ყვავილები – ეს სჭირდება მხოლოდ ქალს და ქალსვე შეუძლია მისი დაფასება. რაც შეეხება კაცს, ამ ტიპის რომანტიკა მისთვის ფუჭი წვალება. ტყუილუბრალოდ დახარჯული ფინანსები, დრო და ენერგიაა. ქალისგან განსხვავებით, მას არ სჭირდება დრო და გარემო, რათა ინტიმისთვის განეწყოს. თუ უნდა, ინტიმისთვის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გარემოში, ლამის ნებისმიერ ქალთან, მზად არის...

მამაკაცი თავისი ბუნებით მეომარია და როგორ წარმოგიდგენიათ, მეომარს უნდა სანთლები და ყვავილები?! 

პირიქით, თუ კაცი მიდის იმაზე, რომ ქალს რომანტიკული საღამო მოუწყოს, იცოდეთ,  ის ამით დიდ მსხვერპლზე მიდის.

რაც შეეხება ცდუნების ხელოვნებას – მისი დაუფლება ყველა ქალს შეუძლია, თუკი მოინდომებს და მიხვდება რა სჭირდება მისთვის სასურველ მამაკაცს... სულ ეს არის.

 

გიყვარს? იმოქმედე...

 

როცა კაცი გიყვარს, ყველა მეთოდი მის მოსაპოვებლად გამართლებულიაო, – დიახ, ასე ბევრი ფიქრობს და თავის შეცდომებს თუ დანაშაულს, ასე ამართლებს. თუ გინდათ, საკუთარ თავთან მართალი იყოთ და მერე სარკეში ჩახედვის არ შეგრცხვეთ (თუკი ხვდებით, რომ სინდისი თქვენთვის უცხო არ არის)... არ გაგიჩნდეთ სიმძიმის შეგრძნება და გული არ დაგწყდეთ დაკარგულ წლებზე... 

მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, მამაკაცს, რომელიც გიყვართ, თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს. შესაბამისად, აქვს ვალდებულებებიც და მოვალეობებიც. იმოქმედეთ, რომ მისი ყურადღების მიღმა არ დარჩეთ. თორემ ყურადღების ეპიცენტრში მუდმივად ყოფნა არ გამოგივათ და ნურც ეცდებით. ამით მხოლოდ გაირთულებთ მასთან ურთიერთობას. მამაკაცი ის შემთხვევაა, როცა ზეწოლა ძლიერ უკუგებას იძლევა... ანუ, თუ ისე იაქტიურებთ, რომ „ამომგდებმა“ ძალამ შორს გადაგტყორცნოთ, მაშინ თქვენი ნებაა...

სიყვარულით იმოქმედეთ... ეს არის მთავარი... ამას იგრძნობთ და თუკი ვერ იგრძენით, მაშინ არც გყვარებიათ...

ნუ დაუშვებთ შეცდომას, ნუ „გადმოქაჩავთ“ საბანს მხოლოდ თქვენს მხარეს... ნუ ეცდებით და ნუ აიძულებთ მამაკაცს, ყველა და ყველაფერი დაივიწყოს... ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ მოქმედების არეალს შეიზღუდავთ... ანუ, გამოიწვევთ აგრესიას მამაკაცის მხრიდან, რომელიც ვერ შეძლებს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე აქტიურობას. გაღიზიანდება... განერვიულდება და შეიძლება, საერთოდ აღარც მოინდომოს თქვენთან ურთიერთობა...

 

ყოვლისშემძლე... ევა...

 

ამბობენ, რომ თუკი ქალი მოინდომებს, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს და აცდუნებს... ანუ, ნებისმიერი ქალი, ნებისმიერ მამაკაცსო.... ეს არის ასეც და არც არის... ზოგადად, თითქმის ყველა ქალი ფლობს იმ მაგიას, რომლითაც მამაკაცი იხიბლება და ბადეში ებმება... მოკლედ, თუკი თქვენი ცხოვრების მიზნად აქცევთ, მოხიბლოთ რომელიმე კონკრეტული მამაკაცი, აუცილებლად გამოგივათ... მაგრამ, სირთულეს სხვა რაღაც წარმოადგენს – ამ მოხიბლული მამაკაცის შენარჩუნება. დიახ, ქალბატონო ევას შთამომავალო... მამაკაცზე მყისიერი ეფექტის მოხდენა არ გამოირჩევა სიცოცხლისუნარიანობით... კოცონის აგიზგიზებას ნაპერწკლის გაღვივება და მისი ცეცხლად გადაქცევა სჭირდება. აი, ეს კი მართლაც რთული ხელოვნებაა, რაც ან თანდაყოლილი ნიჭია, ან უნდა ისწავლოთ. მერე კი ნელ-ნელა დახელოვნდებით. სხვათა შორის, ცოლებსაც არ აწყენთ, იცოდნენ, როგორ მოხიბლონ მეუღლე.

მეტი ყურადღება მიაქციეთ გვერდით მყოფ მამაკაცს. მოუსმინეთ მას და დააკვირდით, რა მოსწონს, რას აფასებს და რა ანიჭებს სიამოვნებას. იყავით მისთვის, როგორც ერთგული მეუღლე, ისე ვნებიანი და ამოუცნობი ევა.

 

სულ ცოტა ქიმია...

 

სიმართლეა, რომ არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც ჯადოსნური უნარი შესწევთ, გააძლიეროს ჩვენი ემოციები. ასეთია მაგალითად, აფროდიზიები – ანუ ნივთიერება, რომელიც სექსუალური აქტივობის გამაძლიერებელია. ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს ზოგიერთი პროდუქტი, სასმელი და არომატიც კი... ასეთებია ოხრახუში, იმბირი, მარწყვი, ზღვის პროდუქტები, ნიგოზი... მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, მამაკაცი ამ ყველაფრით გააძღოთ, რომ სასწაული მოხდეს და სუპერსაყვარლად გადაიქცეს. 

ეს ყველაფერი ლტოლვას ნამდვილად გააძლიერებს, მაგრამ ქარიშხალი ცარიელ ადგილას არ ამოვარდება. ეფექტი მაშინ არის შესამჩნევი, როცა თავადაც მზად ხართ ქარიშხლისთვის.

ფსიქიატრებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი მამაკაცი ქალში პოულობს იმ ელემენტს, რომელიც მას ყველაზე მიმზიდველ, სასურველ არსებად აქცევს... საქმე არც მხოლოდ ქალშია. არამედ, ხშირად ემოციური ფონის გამაძლიერებლად იქცევა ცალკეული დეტალები – დეკოლტე, მოკლე კაბა ჭრილით, ტანზე კარგად მომდგარი კაბა, ქალის სიარულის მანერა, გამოხედვა... ასე რომ, სანტიმეტრებს ნუ გამოეკიდებით. თქვენი მკერდის ზომა და წელის გარშემოწერილობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ სულ ცოტა ქიმია... და ამ ქიმიის „ინგრედიენტები“ თქვენ უკვე გაქვთ.

 

რა მოსწონს მამაკაცს

 

ინტერნეტმა ბევრი ინფორმაცია გახადა ხელმისაწვდომი. ერთმანეთშია არეული ჭორი და მართალი... ქალების ერთი ნაწილი ფიქრობს, ცოდნა სწორედ ამით გაიღრმავოს და ბრმად იჯერებს ათასგვარ სისულელეს.

მაგალითად, კაცი „ებმება“, როცა ქალს ნაყშებიანი, ფიგურებიანი ან „ბადე“ კოლგოტი აცვია. ზის ეროტიკულ პოზაში და თავის ძვირფასი ფეხსაცმლის წვერს ჩასჩერებია.

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თუ კაცს ქალი მოსწონს, საერთოდ არ აინტიერესებს მას ტანზე რა აცვია. მთავარია, მოახერხოს და გახადოს. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენლარიან ფეხსაცმელსა თუ კაბაზეა საუბარი. სხვათა შორის, მამაკაცებს უბრალოდ, სადად ჩაცმული ქალები უფრო მოსწონთ, ვიდრე მაქმანებში ჩამჯდარი „ფუფალები“.

რაც შეეხება, გრძელი თმა ჯობია ატაროს ქალმა თუ მოკლე... მამაკაცებს მართლა მოსწონთ, როცა ქალს გრძელი თმა აქვს... საქმე ისაა, რომ გრძელი თმა ასოცირდება ძალასთან, რაც წარსულიდან ტრადიციულად მოდის და მამაკაცი ინტუიციით გრძნობს ამას. ამიტომაც, ქალი გრძელი თმით კაცისთვის უფრო ქალურია და მომხიბვლელი. როცა კაცი საყვარელ ქალს გრძელ თმაზე ეფერება, ხელს ჰკიდებს მას, თითქოს ძალაუფლებას გრძნობს და ეს ძალიან დადებითად მოქმედებს მის თავმოყვარეობაზე.

ასე რომ, თუკი გრძელი თმა გაქვთ, მოუარეთ მას და გამოიყენეთ, როგორც „იარაღი“ – პოზიტიური, რა თქმა უნდა.

скачать dle 11.3