კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შედიან ადამიანში არაწმინდა სულები და რომელია ქრისტიანისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი

ქრისტიანების დიდი ნაწილი ეკლესიაში ხშირად მხოლოდ დღესასწაულებზე დადის, ან მარხვის პერიოდში, შემდეგ კი თითქმის თვეების განმავლობაში არ ესწრებიან წირვა-ლოცვებს, არ ამბობენ აღსარებას და არ ეზიარებიან. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, რა ცოდვაში ვარდება ამ დროს ქრისტიანი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– რაც უფრო მეტი კვირა გადის აღდგომის შემდეგ, მით ნაკლები ადამიანი დადის ეკლესიაში. ისინი, რომლებიც მარხულობდნენ და ეზიარებოდნენ, დღეს ან სძინავთ, ან სხვა რაღაც საქმეებით არიან დაკავებულები. ასეთი ცხოვრება არ მოსწონს უფალს, ასეთი ცხოვრებით ვერ წავალთ წინ. პავლე მოციქული ბრძანებს: ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც სიგანე და ვერც სივრცე, ვერანარი დაბრკოლება ვერ დაგვაშორებს უფლის სიყვარულს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ამინდია და რა ხდება; თუ შენ ღმერთი გიყვარს, ეკლესიაში უნდა იყო და, თუ არ ხარ, უნდა გაწუხებდეს, განიცდიდე ამას და სახლში მაინც კითხულობდე პარაკლისს ან დაუჯდომელს. როცა მოძღვარი ამბიონის ლოცვის შემდეგ შედის საკურთხეველში, სამღვდლო დიაკონი დაჩოქილია ტრაპეზთან, მას მღვდელი აფარებს ოლარს და საიდუმლო ლოცვას კითხულობს: „ღმერთო, მხიარულებითა და სიხარულით აღავსე გული ჩვენი”. ანუ ხალხი ეზიარა, ბედნიერია მოძღვარი, მრევლი და ამ დროს მოძღვარი ღმერთს კიდევ ერთხელ ევედრება, რომ სიხარულით და მხიარულებით აღავსოს ჩვენი გული. მაგრამ, თუ იმ დროს ერთმანეთს კარგად დავაკვირდებით, არც სიხარული გვაწერია და არც მხიარულება, პირიქით, დანაღვლიანებულები და სევდიანები ვართ. არასდროს დაგველევა მიზეზი, რომ არ წავიდეთ ეკლესიაში, მაგრამ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ, შეიძლება, მომავალ კვირას საერთოდ ვეღარ მივიდეთ ტაძარში – ზოგი დასნეულდეს, ზოგი საპყრობილეში აღმოჩნდეს და ასე შემდეგ. ამიტომ, ღმერთს ევედრეთ, რომ ყოველთვის მოგცეთ საშუალება და სიყვარული იმისა, რომ კვირაში ერთხელ მაინც მოხვიდეთ ეკლესიაში. გიჭირთ თუ გილხინთ, ბედნიერი ხართ თუ უბედური, მაინც მადლიერებით უნდა ვიყოთ უფლის მიმართ. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ჩვენ ვცხონდეთ. 

– მამაო, მარხვიდან მარხვამდე ადამიანი აღარც ლოცულობს, აღარც ვნებებს ებრძვის და, როგორც თქვენ აღნიშნეთ: ეკლესიაში იშვიათად დადის. 

– როდესაც ადამიანი მარხულობდა და, ეკლესიაში დადიოდა, არაწმინდა სული გასული იყო მისი ცნობიერებიდან, მისი სხეულიდან, მისი სულიდან. მაგრამ მაცხოვარი გვაფრთხილებს: როცა გავა არაწმინდა სული კაცისგან, მიმოვალს უწყლოთა ადგილას და ეძებს განსვებასა, მაგრამ ვერ პოვის. მაშინ მოექცევა უკან, როგორც გამოვიდა და მოიყვანს თავისზე უფრო უარეს სულებს, რომ დატანჯოს ადამიანი იმაზე უფრო მეტად. ბევრი ამბობს: ეს ცოდვა დავძლიე და მიხარია, რადგან, აღარ ვვარდები ამ ცოდვაშიო. არსებობს ისეთი ეშმაკი, რომელიც დროებით უკან დაიხევს და შემდეგ ცდილობს ადამიანზე ხელახლა თავდასხმას. თუ ხვდება, რომ ვერ უმკლავდება მას, მერე  თავისზე უარესი შვიდი სული მოჰყავს. 

– რომელია ეს არაწმინდა სულები? 

– პირველი არაწმინდა სული – ეს არის თვითკმაყოფილება. ადამიანმა იმარხულა, ეზიარა, კარგი დრო გაატარა, ბედნიერი იყო, კარგი საქმეები გააკეთა და კმაყოფილია. ფიქრობს: „აი, როგორი ყოჩაღი ვარ, სხვაზე უკეთესი; შევძელი ჩემი ცოდვებისთვის თავის დაღწევა.” თუ შენში შემოდის თვითკმაყოფილება, მიხვდი მაშინ, რომ ეს არის ის არაწმინდა სული, რომელიც დაბრუნდა შენთან, რათა უარეს მდგომარეობაში ჩაგაგდოს. ეს, შეიძლება, ყველას დაემართოს, ამიტომ, ნუ იქნებით თვითკმაყოფილები და თვითდაჯერებულები. 

მეორე სული არის თვითდაიმედება. უფლისგან დაიმედება კი არა, საკუთარ თავს თავად რომ აიმედებ. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ფიქრობ, რომ არც ისე რთულია მარხვა, ზიარება, ვნებებთან ბრძოლა – მე იმხელა ძალა გამაჩნია, თავად შემიძლია, ვნებებს გავუმკლავდე; მარტივი ყოფილა ეს ყველაფერიო. ადამიანი საკუთარ თავს იიმედებს იმით, რომ სულაც არ გასჭირვებია მარხვა, ლოცვა, აღსარების თქმა. ეს არის საკმაოდ საინტერესო მდგომარეობა და ამ ცოდვაში ცვივდებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს აღარ მოდიან ეკლესიაში, რადგან ფიქრობენ, რომ ყველაფერი მოაწესრიგეს. არავითარი თვითდაიმედება, თვითრჯულობა, თვითმასწავლებლობა – ამ ყველაფერს მოერიდეთ, თორემ, თქვენთვის აღარც ეკლესია იქნება საჭირო, აღარც მოძღვარი, აღარც ანგელოზები და თავად უფალი. 

მესამე მდგომარეობა არის თვიდაჯერებულობა: „ის სისაძაგლე, რომელიც ჩემში იყო, ვეღად გაბედავს ჩემთან მოახლოებას, რადგან იცის, რომ მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი და გამოცდილი ვარ. სიგარეტს აღარ ვეწევი, აღარ ვმრუშობ, აღარ ვიწყევლები – მე ეს ყველაფერი დავამარცხე, გამობრძმედილი ვარ და ეს უკან აღარ დამიბრუნდება.” შემდეგ არაწმინდა სული სარგებლობს ამით, ბრუნდება ჩვენთან და ჩვენ სიგარეტსაც ვეწევით, ვიგინებით, ვიწყევლებით, განკითხვაშიც ვართ და, მოკლედ, ყველაფერს იმას ვაკეთებთ, რასაც გვეგონა, რომ განვეშორეთ. 

მეოთხე მდგომარეობა – ეს არის შეუნანებლობა: გვგონია, რომ სინანული და მეტანიები მხოლოდ მარხვაშია საჭირო და რაღა საჭიროა ის ახლა – ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირადად ჩემთვის, ყველაზე მძიმე პერიოდი მარხვის დასრულების შემდგომი პერიოდია. ადამიანების უმეტესობა ისეა ჩამოყალიბებული, რომ, სურს, საკუთარ სხეულს კომპენსაცია გაუკეთოს: არ მეყოფა, ამდენი რომ ვიმარხულე? ახლა შვებას უნდა მივეცე. მერე, როდესაც მოვა არაწმინდა სული, სიკვდილი უჩინო, ეტყვის: მე აღარ მჭირდებოდა სინანული, რადგან ის მარხვაში გამაჩნდაო. სინანული საჭიროა ყოველთვის. 

მეხუთე არის უმადურების სული – იესო ქრისტემ, ეკლესიამ შენთვის ყველაფერი გააკეთა, შენ კი უმადური ხარ – დატოვე ეკლესია და ვინც დატოვა ეკლესია, აღარ მოვა შემდეგ კვირებში – უმადურები იქნებიან; ან, ვინც მოდის და მადლიერების გრძნობა არ გააჩნია, არ ეზიარებიან – ეს არის დიდი უმადურობა და საშინელი მდგომარეობა. 

მეექვსე სული – ეს არის ის სული, რომელიც ყოველთვის თან სდევს საზოგადოებას – მოწყინების სული. ნებისმიერ ადამიანს სახეში რომ შეხედო ან სარკეში ჩაიხედოთ, მიხვდებით, რომ თქვენთან არის სწორედ ეს მოწყინების სული, რადგან, დღეს ბევრი მწუხარებაა, ბევრი პრობლემა გაჩნდა, ბევრი ჭირ-ვარამი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის სული სხეულში ჩაბრძანებული და, ყველაზე ძვირფასი, რაც მას ღმერთისგან ებოძა – ეს არის მარადიული უკვდავი სული, რითაც ის უფალს უკავშირდება. ასევე, მას მინიჭებული აქვს თავისუფალი ნება და, თუ მას გონივრულად გამოიყენებს, განიღმრთობა და მიემსგასება ღმერთს. მაგრამ, თუ უგუნურად გამოიყენებს, მაშინ დაღუპავს სულს, განეშორება და სამუდამოდ დაშორდება ღმერთს. ღმერთი ადამიანის გადასარჩენად მოვიდა და ადამიანი მაინც ეშმაკთან ამყარებს ურთიერთობას, რასაც, საბოლოოდ, ადამიანის სულიერი სიკვდილი მოჰყვება – ეშმაკს აღარ აკმაყოფილებს ადამიანის დაცემა, ცოდვაში ყოფნა და სურს, საბოლოოდ დაღუპოს ის. როგორც ღმერთს უნდა ყველა ადამიანის მოქცევა, ისე ეშმაკს უნდა ყველა ადამიანის დაღუპვა. როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების მიბაძვა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცა საღვთო ბუნება: მასში თავისუფალი ნება – ბუნების ნაყოფია, ხოლო არჩევანი – მისი პიროვნების. თუ შენ ხარ ადამიანი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა უფალთან ყოფნა, სულის ხსნა და ცხონება. 

скачать dle 11.3