კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მოძღვართან აღსარებაზე მისვლის წინ უნდა ვიმარხულოთ თუ არა რამდენიმე დღე?

პასუხი: თუ მარხვის დღეებია, ცხადია, უნდა იმარხულოთ, მაგრამ, როდესაც ხსნილია, ასეთ დროს მარხვის დაწესება საკუთარი თავისთვის არ არის აუცილებელი.

კითხვა: ვართ ერთი ოჯახის შვილების ნათლიები – დისა და ძმის. თუ შეიძლება, გვიპასუხეთ, შეგვიძლია თუ არა ერთმანეთზე დაქორწინება.

პასუხი: თუ არ ხართ ერთი და იმავე ბავშვის ნათლიები, მაშინ თქვენს დაქორწინებას წინ არაფერი ეღობება.

კითხვა: როდის არის მრისხანება მართებული?

პასუხი: მრისხანება იმ შემთხვევაშია მართებული, თუ მიმართულია ცოდვის, რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად არის გამოწვეული ჩვენში. მას კი თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და ერთადერთი მიზანი აქვს – ცოდვებისგან ხსნა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ბერის ღვაწლი ვიტვირთო ეკლესიისგან დაუკითხავად და მეუდაბნოედ განვმარტოვდე?

პასუხი: ყოველგვარი თვითნებობა ეკლესიაში ცოდვად ითვლება და ადამიანი მწვალებლობამდე მიჰყავს. მით უმეტეს, ბერული აღთქმის ერთ-ერთი საფუძველი იერარქიული მორჩილებაა. გირჩევთ, კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი გადაწყვეტილება და ეკლესიის გარეშე არ იმოქმედოთ.

скачать dle 11.3