კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიხოცნენ ივანე მხარგრძელის კონკურენტები და ვინ გარდაიცვალა დარდით საქართველოს დამარცხებაში შეტანილი წვლილისთვის

დასუსტებული და უდისციპლინო საქართველოს სახელმწიფო დაამარცხა ჯალალედინმა. შემდეგ მონღოლები მოადგნენ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც, ფაქტობრივად, წინ ქართული არმია არც დახვედრია. დემორალიზებული სახელმწიფოს დიდებულები,  გმირებისა და დიდი გეოპოლიტიკური რეგიონის სახელგანთქმული მხედართმთავრების შვილები ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ.

რუსუდან მეფე კვლავ დასავლეთ საქართველოში გადაიხვეწა და ქუთათისს შეაფარა თავი. მონღოლებმა არ გარისკეს მთიანი დასავლეთის ტერიტორიაზე გადასვლა და საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეებს არბევდნენ.

საქართველოს ათაბაგი და ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი გარდაცვლილი იყო – ალბათ, საქართველოს დამარცხებაში შეტანილი წვლილის გამო დარდმა გადაიყოლა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამირსპასალარი გახდა და ათაბაგის წოდებაც მიიღო მისმა ვაჟმა – ავაგმა. ეს ყველაზე გავლენიანი სახელოები (უდიდესი თანამდებობები), ფაქტობრივად, მამისგან მემკვიდრეობით დარჩა მას. რუსუდან მეფემ ივანე ათაბაგ-ამირსპასალარის გარდაცვალების შემდეგ ამ აღმატებულ პატივში ავაგი აიყვანა. მამამისმა, ივანე მხარგრძელმა, მიაღწია მიზანს – მისი კონკურენტი გმირი ახალციხელები დაიხოცნენ და მათი გავლენა გაქრა.  

ამირსპასალარ-ათაბაგი და ლორეს გამგებელი ავაგ მხარგრძელი პირველი ეახლა მონღოლებს და მორჩილება გამოუცხადა. მას სხვა დიდებულებმაც მიჰბაძეს. 

რუსუდან მეფე არ ენდობოდა მონღოლებს და არ დაბრუნდა თბილისში. მონღოლებს წესად ჰქონდათ, დაპყრობილი ქვეყნების ხელმძღვანელები ურდოში ხლებოდნენ ყაენს და მისთვის გამოეცხადებინათ მორჩილება. ამიტომ, მონღოლთა სარდალმა, ჩაღატა ნოინმა ავაგ მხარგრძელი ჩინგიზ ყაენის უფროსი შვილის ვაჟთან, ბათო ყაენთან გაგზავნა ოქროს ურდოში. ბათო ყაენი ამ დროს ჩინგიზიდთა საგვარეულოში უფროსი იყო; ფლობდა ოსეთს (ჩრდილო კავკასიის ველები), ყივჩაღეთს, ხაზარეთსა და რუსეთს. მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა მონღოლთა არმიებმა დაამარცხეს პოლონელები, უნგრელები, ხორვატები, რუმინელები, ბულგარელები, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ხალხები.

მონღოლთა ურდოში ავაგ ამირსპასალარი საქართველოს წარმომადგენელად მიემგზავრებოდა, როგორც ამირსპასალარი და მეფის ნდობით აღჭურვილი პირი, აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე გავლენიანი დიდებული. 

ავაგის გარდა, ამ გრძელ გზას გაუდგა ხლათის სულთანიც – მასაც უნდა დაედასტურებინა ყაენისადმი მორჩილება. ხლათი მანამდე საქართველოს მოხარკე იყო, ახლა კი მონღოლებს ემორჩილებოდა.

ამ დრომდე ქართველებს ეს გზები არ გაუვლიათ. ბათო ყაენის ულუსის სატახტო სარაი – ბათუ მდებარეობდა მდინარე ვოლგის ერთ-ერთი ნაკადის ნაპირზე, კასპიის ზღვის ჩრდილოეთით.

ავაგ ათაბაგს ამ მოგზაურობაში თან ახლდნენ ივანე ახალციხელის ვაჟი – დავითი, რომელიც, მისი, როგორც ამირსპასალარის ეჯიბი (ანუ თანაშემწე, ქვეშევრდომი იყო სამსახურებრივად). და სხვებიც.

საოცარია ბედის ირონია. ავაგის მამამ, ივანემ, გარნისის ბრძოლაში, მემატიანეს სიტყვებით – შურის გამო, სასიკვდილოდ გაწირა დავითის მამა – ივანე და ბიძა – შალვა, ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ბრბოების წინ მეწინავედ მებრძოლი მცირერიცხოვანი მესხური ნაწილების მეთაურები, სწორუპოვარი რაინდები და მხედარმთავრები დიდი საქართველოსი, თავიანთ ჯარისკაცებიანად.

ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაიღუპა – მრავალრიცხოვანი მტრის მიერ კლდესთან მიმწყვდეული ზვავად წამოსულმა ქვებმა იმსხვერპლა; შალვა უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ველურ მტერს, მერე კი ჯალალედინმა მოაკვლევინა, რადგან მაჰმადიანობის მიღებაზე უარი უთხრა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ სულთანს, თან ფარულად ცდილობდა, საქართველოში გამოეგზავნა წერილი და შეეტყობინებინა თანამოძმეებისთვის, რომ ჯალალედინი თბილისზე გამოლაშქრებას გეგმავდა. 

მთელ საქართველოში და, მათ შორის, ხელმწიფის კარზეც, კარგად იცოდნენ, რაც მოხდა, მაგრამ, შესაბამისი ზომები არავის მიუღია – ივანე უკვე მოხუცი იყო, სახელმწიფო კი მოშლილი... 

შესაძლოა, რუსუდან მეფეს მისი მომხრე, გავლენიანი მხარგრძელები თავისი გეგმების განხორციელებაში სჭირდებოდა მოკავშირედ – ის ხომ აპირებდა, ძმისშვილისთვის ტახტის მემკვიდრეობა ჩამოერთმია და თავისი ძე გაემეფებინა. ამიტომ, ამირსპასალარობა ავაგმა მიიღო. საოცარია, მაგრამ, შესაძლოა, განგებაც, მას ეჯიბად დაუნიშნეს ივანე ახალციხელის ვაჟი – დავითი.

იმ დროს, დიდებულების ახალგაზრდა ვაჟები სამხედრო სამსახურს, ხშირად, რომელიმე სარდლის აბჯრის მტვირთველებად იწყებდნენ, ასე ნელ-ნელა მიუყვებოდნენ სამხედრო კარიერის რთულ კიბეს და თან საქმეს სწავლობდნენ.

დავითის ბიძაშვილი, შალვა ახალციხელის ვაჟი – ფარადავლა, სამშობლოდან გადაიხვეწა.

როცა ურდოში ჩავიდნენ, ეჯიბმა დავით ახალციხელმა შესთავაზა თავის უფროსს, ამირსპასალარ ავაგ მხარგრძელს:

„ვინაიდან უცხო ხალხს შორის ვართ და არ ვიცით, რას გვიპირებენ, გირჩევ, ისე მოვაწყოთ, თითქოს მე ვარ შენი პატრონი და უფროსი, შენ კი – მსახური. თუ შენი მოკვდინება ენდომება, მე მომკლავს და არა შენ. ბატონის მოკვლის შემდგომ, ყმებს, ალბათ, აღარ დახოცავსო“.

ავაგი უარობდა, მაგრამ, დავითისა და დელეგაციის სხვა წევრების ბევრი თხოვნითა და იძულებით ის დაარწმუნეს. ასეც მოიქცნენ. როცა შევიდნენ ბათოსთან, ავაგის წინ წავიდა დავითი, როგორც დელეგაციის უფროსი და წარუდგა მას როგორც ათაბაგ-ამირსპასალარი ავაგი. 

ასე გაწირა თავი ივანე მხარგრძელის მიერ გარნისის ბრძოლაში სასიკვდილოდ განწირული ივანე ახალციხელის შვილმა თავისი მამის გამწირველის შვილისთვის, რომელიც თანამდებობრივად მისი ხელმძღვანელი იყო მხოლოდ და არა პატრონი თუ სუზერენი.

ბათო ყაენს ძალიან გაუხარდა ქართველთა დელეგაციის დანახვა და კარგად მიიღო ისინი. როცა ქართველები დარწმუნდნენ ბათოს მხრიდან მათდამი კეთილგანწობაში, გადაწყვიტეს, სიმართლე გაემჟღავნებინათ. ერთხელაც, ბათო ყაენმა კიდევ მიიწვია ქართველები თავისთან. ახლა კი ავაგი წარუძღვა წინ დავითსა და სხვებს. ეს რომ ბათომ დაინახა, გაკვირვებულმა უთხრა ავაგს:

„შენ არ იცი, ვინაა შენი პატრონი, რომელიც უკან გიდგას და შენ კი წინამძღოლივით წინ მოდიხარო?“

დავით ახალციხელმა ღიმილით უთხრა:

„დიდო გამარჯვებული ხელმწიფეო! ეს არის ჩემი პატრონი და მე კი მისი მსახური.“

გაკვირვებულმა ყაენმა იკითხა, რა ხდებაო, დავით ახალციხელმა კი უპასუხა:

„ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ ვიცოდით შენი სიკეთის შესახებ და არ ვიცოდით რას გვიპირებდი. თუ მოკვლას მოისურვებდი, მე მოვკვდებოდი და არა ჩემი უფროსი“.

ძალიან გაუკვირდა ყაენს, შეაქო დავითი და განაცხადა:

„რადგან ასეთი კეთილშობილია ქართველი ხალხი, ვბრძანებ, რათა ყველა ხალხს შორის, რომლებიც ჩვენ გვემორჩილებიან, ისინი საუკეთესოდ და წარჩინებულად გამოცხადდნენ და საუკეთესო მხედართა შორის ჩაირიცხონ. მათი მამული და საქონელი მათივე საკუთრებაში დარჩეს და ყველასგან სანდოდ მიიჩნეოდნენ“. დაწერა ეს ბრძანება და გაავრცელა. შემდეგ კი ქართული დელეგაცია  დიდ ურდოში გაგზავნა მანგუ ყაენთან.

 

скачать dle 11.3