ანეკდოტები
დათო როსტომაშვილის ანეკდოტები
რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი? – ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.
– მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.
***
სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს.
სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება:
– რატომ მოკალი შენი სიძე?
სვანმა უპასუხა:
– და აღარ მყავს და სიძე რა ჩემ ფეხებად მინდაო!!
***
სვანი კამიკაძე მისიიდან დაბრუნდება.
ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
ევროკავშირიდან ტიპი ჩავა სამეგრელოში დასათვალიერებლად. დაათვალიერებინეს მასპინძლებმა სამეგრელო და აღტაცებულია კაცი, მოკლედ, ძალიან მოეწონა. ბოლოს იკითხა:
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, სასაფლაო რატომ არ გაქვთ?
– ჩვენ, ბიძია, სამეგრელოში ვიბადებით, თუარა, სიკვდილით თბილისში ვკვდებით!
***
მეგრელი გურულს ეკითხება ნიშნისმოგებით:
– ჩემი ძაღლი სახლში რო მოდის, ზარს რეკავს. შენი?
– არა, ჩემსას მისი გასაღები აქ!
***
იცით, რას ნიშნავს ორმხრივი სიამოვნება? – როდესაც სადისტი მაზოხისტს აწამებს.
***
პაციენტი ეკითხება ექიმს:
– მართალია, რომ ამბობენ, სტაფილო მხედველობას აუმჯობესებსო?
– კი, მართალია. კურდღელი სათვალეებით გინახავს?
***
ტრავმატოლოგთან შედის პროქტოლოგი, რომელსაც ხელი გაეჭედა პაციენტის უკანალში.
ტრავმატოლოგი აღშფოთდა:
– აქ ტრავმატოლოგიური კაბინეტია, თოჯინების თეატრი კი არა!
ბექა ონიანის ანეკდოტები
ბავშვი დედასთან ატირებული მიირბენს:
– რა მოხდა, შვილო?
– მამამ ხელში ჩაქუჩი ჩაირტყა.
– მერე, შენ რა გატირებს?
– გამეცინა.
***
ყოფილი ნახიშტარ-ნაყაჩაღარ-ნამამაძაღლარ-ნაჩათლახარი გურული დიდ ფულს იშოვის და გადაწყვეტს ეკლესიის აშენებას. დაიწყებს სამზადისს. მამა შორიდან უყურებს, თოხზე დაყრდნობილი. ვერ მოითმინა და ბოლოს უთხრა შვილს:
– შენ, მამა, სამოთხეში მაინც არ შეგიშვებენ, იმფერი გაქვს ნაკეთები და ეშმაკიც არ მეინდურო თლათ...
***
ღამე პოლკოვნიკი ცოლთან წევს და არაფერი გამოსდის ლოგინში.
ცოლმა ჰკითხა:
– რა გჭირს დღეს?
– ფორმაში არ ვარ.
– მერე, ჩაიცვი, შე ჩემი ცოდვით სავსე, ეგერ დევს სკამზე!
***
ძვირფასო, ხალიჩას მიყიდი?
– რად გინდა ხალიჩა, რა, ცოცხით ცუდად დაფრინავ?