ბრძნული აზრები
მერიმე: დღეს ადამიანობაა თუ უწყალო ხარ, ხოლო უწყალობაა, თუ ადამიანობას იჩენ.
შექსპირი: ავაზაკობა თავის სანატრელს როცა მიაღწევს, მხოლოდ მაშინღა გამოაჩენს ჭეშმარიტ სახეს.
მოლიერი: ადამიანებმა ყველაზე უცოდველი საქმიანობაც კი დანაშაულად შეიძლება, გადააქციონ, ყველაზე საქველმოქმედო ხელოვნებას სახელი გაუტეხონ და ყველაზე კეთილი საქმე ბოროტების სამსახურში ჩააყენონ.
ცვაიგი: თანაგრძნობა ძალზე საჭოჭმანო რამ არის და ვინც თავს ვერ ართმევს, სჯობია, ხელი აიღოს, გულთან ახლოს არ გაიკაროს. მხოლოდ დასაწყისშია თანაგრძნობა, მორფიუმისა არ იყოს – ავადმყოფისთვის სიკეთე, წამალი, დამხმარე საშუალება; მაგრამ თუ დოზები ზუსტად არ დაიცავით და დროზე არ შეწყვიტეთ მიცემა, მომაკვდინებელ შხამად იქცევა.
ანტონ დიდი: იქ, სადაც ადამიანები არიან, მუდამ შფოთი და არეულობაა.
ტვენი: რაც უფრო გაუმართლებელი და სულელურია რომელიმე შემორჩენილი ადათი, მით უფრო ძნელი ხდება მისი აღმოფხვრა.
ბეკონი: განათლება აქარწყლებს ან ასუსტებს სიკვდილისა და დუხჭირის ბედის წინაშე ძრწოლას, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სათნოებისკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის ქცევას ამახინჯებს.
მასლიონი: კარგი მამულიშვილი თავის მოქმედებაშივე პოულობს ჯილდოს.
ავლიპ ზურაბაშვილი: ადამიანი და მისი დამსახურება უნდა ფასდებოდეს არა იმით, თუ რას იღებს ის საზოგადოებისგან, არამედ, თუ რას აძლევს ის საზოგადოებას.
ჰიუგო: მოხდება ხოლმე, რომ სიკეთით სავსეა ადამიანის საქციელი, მაგრამ სანახავად კი ავი, და ამიტომ საქმნელად მძიმე და ძნელი.
ზვიად გამსახურდია: ადამიანში ადამიანი სწორედ იქ იწყება, სადაც თავდება მისი მსგავსება ცხოველთან. ადამიანზე მხოლოდ გარეგანი, ზედაპირული დაკვირვების შედეგია ის აზრი, რომ ის ცხოველის ერთ-ერთი სახეობაა (თუნდაც უმაღლესი). საკმარისია, ღრმად და შინაგანად დავუკვირდეთ ადამიანს და ის წარმოდგება ჩვენ წინაშე, როგორც ენიგმა, როგორც გამოცანა.
დიზრაელი: პირობები კი არ ქმნის ადამიანებს, არამედ ადამიანი ქმნის პირობებს.
ენგელსი: როდესაც ადამიანებს ისეთ პირობებში აყენებენ, მხოლოდ ცხოველებს რომ შეეფერება, მათ სხვა აღარა დარჩენიათ რა, გარდა იმისა აჯანყდნენ, ანდა მართლაც ცხოველებად გადაიქცნენ.
მორუა: მამაკაცები სულს, ქალები კი სხეულს მხოლოდ თანდათან, შეუპოვარი ბრძოლის შედეგად აშიშვლებენ.