კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-18(749)

კოტემ გამეტებით დაჰკრა მაგიდის ზედაპირს ხელი. საფერფლე შეხტა, მინაზე გაცურდა და იატაკზე დაეცა. სიგარეტის ნამწვავები ხალიჩაზე გაიფანტა... დოდოშკამ წამით თავი ანება თავისი ნივთების ჩანთაში ჩალაგებას და ქმარს შეხედა.

– რას მიყურებ? ელოდები, როდის შეგეხვეწები, დარჩი-მეთქი?

– არა. არ მინდა, რომ შემეხვეწო... და რომც შემეხვეწო, მაინც არ დავრჩები.

– რატომ? სინდისი გაწუხებს? – დასცინა კოტემ და სიგარეტს მოუკიდა.

– არ მაწუხებს. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. თუმცა, ჯიბრით არ გამიკეთებია ეს. სასოწარკვეთილი ვიყავი და ვიღაც მჭირდებოდა, ის, ვინც გამიგებდა და მანუგეშებდა. ვინც ჩემს თავს მკერდზე მიიდებდა და უსიტყვოდ მომისმენდა, ტკივილს გამიყუჩებდა. მტკიოდა, ძალიან მტკიოდა.. მაგრამ, რას გიხსნი, ვერასოდეს გაიგებ მაინც...

– ვერ გავიგებ. იმიტომ, რომ უკანასკნელი ქუჩის ქალივით მოიქეცი. შენი შვილის ტოლ ბიჭს ჩაუწექი ლოგინში... გათხოვილი ქალი, რომელსაც ქმარი გვერდით გყავდა და ყველა სურვილს გისრულებდა.

– დამაყვედრე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი... მიდი, მზად ვარ. როგორი სასაცილო ხარ, რომ იცოდე...

– სასაცილო ვარ, რა თქმა უნდა. ცოლმა რქები დამადგა, – კოტემ კბილები გააღრჭიალა, – არა, კიდევ ვერ ვიჯერებ...

– მეც ვერ ვიჯერებდი, როცა იმ კახპასთან ერთად გნახე... ჩემს საწოლში, ჩემს ნაყიდ თეთრეულში...

– შენი პრობლემა ის არის, რომ განსხვავებას ვერ ხედავ.

– განსხვავებას? – დოდოშკა შემობრუნდა და გულზე ხელებდაკრეფილ კაცს დაუფარავი სიძულვილით მიაჩერდა.

– ასე ნუ მიყურებ! – იფეთქა კაცმა.

– მალე საერთოდ აღარ დამინახავ. შეგიძლია, არ იღელვო... ხომ ხედავ, მივდივარ...

– არც იოცნებო, რომ ბავშვსაც წაიყვან! – იყვირა კოტემ, – როგორც კი ამას დააპირებ, მაშინვე ვეტყვი, რაც ჩაიდინე.

დოდოშკა გაფითრდა.

– არა. გესმის? არა! შენ ამას არ გააკეთებ.

– ვნახოთ, თუ არ გავაკეთებ. ერთი გაბედე და ბიჭს შენთან ერთად წასვლა აფიქრებინე. მოგსპობ, გაგანადგურებ...

– ეს უსამართლობაა. შენც იწექი სხვა ქალთან, – ტუჩები აუკანკალდა დოდოშკას.

– გეუბნები, ეს ერთი და იგივე არ არის-მეთქი. ის, რაც შენ გააკეთე, წარმოუდგენელი გარყვნილებაა. გინდა, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ბიჭს ყველაფერი მოვუყვეთ. მე ვეტყვი, რომ სხვა ქალთან ვიწექი...

– ქალებთან... – გამოსცრა დოდოშკამ.

– კარგი, ქალებთან. ეს საქმის არსს არ ცვლის... მერე შენ უთხარი, როგორ მიღალატე თითქმის მისი ასაკის ბიჭთან და ვნახოთ, ვისთან არჩევს დარჩენას.

– ნაძირალა ხარ, – ცრემლები მოადგა დოდოშკას. ატირებას აღარაფერი უკლდა... – გულისამრევი ნაძირალა. ან ამდენ ხანს როგორ ვცხოვრობდი შენთან...

– ჰოდა, ხომ გამოასწორებ ამ შეცდომას... მიდიხარ!

– ჰო, მივდივარ. იმიტომ, რომ შენი დანახვაც აღარ შემიძლია. გული მერევა... წარმოდგენა არა გაქვს, რას ვგრძნობ.

– არც მაინტერესებს. დროზე მოხვეტე შენი ძონძები და აღარასოდეს დაბრუნდე. არც მე მჭირდები, არც ჩემს შვილს.

– წავალ, მაგრამ შვილზე უარს არ ვიტყვი. მხოლოდ დროებით ვეგუები ამ სიტუაციას.

– წადი... წადი და იცოდე, როცა წუმპეში, ფსკერზე აღმოჩნდები, ხელსაც არ გამოგიწვდი ამოსათრევად.

***

ლალი დოდშკასთან მივიდა, ხელიდან მობილური გამოართვა და სავარძელი უფრო ახლოს მიაჩოჩა, რომ დამჯდარიყო.

– გესმით? ბოზი ხარო! – სასოწარკვეთით გაიმეორა დოდოშკამ და გოგოებს განწირულივით შეხედა.

ტატამ მხრები აიჩეჩა.

– ვერ ვხვდები, რა გაგიჟებს და განერვიულებს. ჯერ ერთი – მისი აზრი ფეხებზე უნდა გეკიდოს და მეორე – ისეთი რა გითხრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

– ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ მე აღელვების საფუძველი არ გამაჩნია?

– არანაირი. არა, შენ თუ გინდა, ისტერიკები მოაწყო და წამებულის იმიჯი შეიქმნა, ბაზარი არ არის. რა მენაღვლება, მოიკალი თავი, თუ ასე მოგწონს...

– არ შეგიძლია, გაჩუმდე? – შეუღრინა დოდოშკამ.

– გავჩუმდები, თუ ეს პრობლემას მოგიგვარებს.

– ეტყობა, პაშკამ „ჩაგვიშვა“, – ამოიოხრა ლალიმ, – როგორი იდიოტია...

– ჰმ, მაოცებს თქვენი ამბავი. სუტენიორის სიტყვა როდის აქეთ არის დასაჯერებელი? საერთოდ, რატომ უთხარით, რისთვის დატყდით იქიდან?! ნორმალურები ხართ? – გაცხარდა ტატა.

– ვის რატომ ვუთხარით? – გამოერკვა დოდოშკა.

– ვის და პაშკას. რა ვალდებულება გქონდათ ამისთანა, ხელშეკრულებაზე ხომ არ მოგაწერინათ ხელი?!

– მე ვუთხარი, – წამოსცდა ლალიკოს და დამნაშავესავით გაწითლდა.

– ვინ გთხოვა... – ლამის აბღავლდა დოდო, – როგორი მეტიჩარა ხარ!

– რა მექნა? პაშკა ისტერიკაში იყო, კლიენტი რატომ გადააგდეთო.

– ჰოდა, ენა რომ გაქვს გრძელი, ახლა ეს არის ისტერიკაში და დაამშვიდე, – ნიშნისმოგებით უთხრა ტატამ და სიგარეტს მოუკიდა.

– აუ, დოდოშკა, მე ხომ არ ვიცოდი, პაშკა შენს ყოფილს თუ ჩაუკაკლავდა ყველაფერს.

– არა, რა... საბავშვო ბაღია. ქალო, მინეტი ისწავლე და იმას ვეღარ ხვდები, ენას კბილი როდის უნდა დააჭირო?! – ამოიოხრა დოდომ.

– ისწავლა, რო? – ახარხარდა ტატაშკა, – რაღაც არ ეტყობა...

– ნუ ხარ შენ ბინძური და გარყვნილი! – ახლა ლალიკოც გაბრაზდა.

– ვაიმე, ეს კეთილშობილი ქალბატონი ვინ არის? – დასცინა ტატამ და საერთოდაც, ნუ გვენაზები, რა... თითქოს ისეთი პატიოსანი იყო, ბანანს კოვზით ჭამდე.

– რაო? რა მითხარი? – გადაირია ლალიკო, –  ბანანი რა შუაშია?!

– შუაშია, შუაში. თუ არ გჯერა, მომიტანე და გაჩვენებ. პრაქტიკულ მეცადინეობასაც ჩაგიტარებ, უფასოდ.

– აუ, ეს გააჩუმეთ, რა... – ხელები გაშალა ლალიკომ.

– გავჩუმდები, საყვარელო, გავჩუმდები... მაგრამ, მერე არ ინანო. ყოველთვის ასეთი კეთილი არ ვიქნები.

– გეყოფათ, ორივემ მოკეტეთ ახლა! – გაცხარდა დოდოშკა, – აჯობებს მითხრათ, ახლა რა გავაკეთო.

– რა უნდა გააკეთო... ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.

– შეხვედრა უნდა.

– ვის?

– ჩემს ყოფილს... ვის?!

– რა პრობლემაა. გადაგიხადოს და შეხვდი.

– ხუმრობ? – დოდოშკა ბრაზით მიაჩერდა ტატას, – რა გაცინებს? ცეცხლზე ნავთს მისხამ?

– ვაიმე, პირიქით, რატომ არ გინდა მოისმინო და გაიგო, რას გთავაზობს. გინდა, შენი იდიოტი ქმარყოფილი მაგრად გავაბანძოთ?

დოდოშკამ თავი გააქნია.

– შემეშვი, რა... ვიცი შენი რჩევები.

– მე მინდა, ჯავრი იყარო და ეგ ბოღმა, ასე რომ გაწვალებს, ბოლომდე ამოიღო. დამიჯერე, ძალიან გავამწარებთ.

– თავი დამანებე-მეთქი, – შეუბღვირა დოდოშკამ, – ფულს რომ „წველიდი“, რატომ მაშინ არ ამწარებდი?

– იმიტომ, რომ ვწველიდი... ახლა არ ვთქვი? მაგრამ, შენ თუ წარსულს თავს არ დააღწევ, ძალიან გაწვალდები და ცოდო ხარ.

– შენ ჩემზე ნუ ნერვიულობ, გაცხარდა დოდოშკა, – უკვე ვნანობ, რომ ასე დაგიახლოვდი.

– ნანობ? მაშინ ალბათ, ასე არ ფიქრობდი, წვიმაში, გაწუწული რომ იდექი, ქოლგაც არ გქონდა და ჩანთას იფარებდი თავზე, – ნიშნი მოუგო ტატამ. 

დოდოშკა გაფითრდა, მკერდზე ხელი მიიდო და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.

– როგორი გულქვა ხარ, – უსაყვედურა ლალიკომ და დოდოს მხარზე მოეფერა.

– დაიკიდე, რა, საერთოდ ნუ უსმენ.

– პირიქით, უნდა მომისმინოს, იქნებ ცოტა გამოფხიზლდეს. განა ვაყვედრი, რომ შევიფარე. მინდა, მავნე აზრები გამოვუფერთხო თავიდან.

– გმადლობ. ნუღარ შეწუხდები ჩემზე, თორემ უკვე ზედმეტი მზრუნველობით, ლამისაა დამახრჩო, – ყელზე ხელის წავლებით მიუგო დოდოშკამ. ტატამ გაურკვევლად გადააქნია თავი. რამდენიმე წუთი ოთახში სრული სიჩუმე იყო. მერე კი უცებ ლალიკო ახტა.

– ბოლოს და ბოლოს, მოყვებით თუ არა თქვენს ამბავს.

– ე, ახლა ეს გადაირია. რა ამბავი გაინტერესებს, ქალო? ამის ქმარს როგორ ვაძლევდი? – თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა ტატა.

– ნუ სულელობ. ძალიან კარგად იცი, რაც მაინტერესებს. პირველად ვხედავ, ცოლი და ქმრის „ნაშა“ მეგობრობდნენ.

– ჯერ ერთი, ყოფილი ცოლი და ყოფილი „ნაშა“, – წარბშეკვრით შეუსწორა დოდოშკამ, – და მეორეც, მე ამისი მეგობარი არ ვარ.

– მიიღე? – ლალიკო ტატას მიუბრუნდა.

– მერე რა, არც მე მაქვს პრეტენზია, რომ მისი მეგობარი ვიყო. საერთოდ, რა საჭიროა მეგობრები. მით უმეტეს, შენივე სქესის. პოტენციურ კონკურენტთან რატომ უნდა იმეგობრო, არ მესმის.

– შენი ლოგიკა ზოგჯერ მაგრად მაკვირვებს. როგორ, ახლა ჩვენ მეგობრები არ ვართ? – შეეკამათა ლალიკო.

– რანაირი მეგობრები ვართ?! ორი უსახლკარო ჩემს სახლში ცხოვრობთ, ჩემს ბინას „ხატად“ იყენებთ და ამაში ფულს მიხდით... ეს მეგობრობაა? საკმარისია, სარფიანი ვარიანტი გამოჩნდეს – კაცს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეგრევე დავჭამთ ერთმანეთს.

– იმიტომაც ასაიდუმლოებ შენს საყვარელს? – არ დათმო ლალიმ.

– თუნდაც. რა საჭიროა, ზედმეტი იცოდეთ, – თავი დაუქნია ტატამ და სიგარეტი გამომწვევად გააბოლა.

– კარგი და არც ჩვენ გეტყვით რამეს,–  „დაემუქრა“ ლალიკო, – მერე გული გეტკინება.

– ცდები, ლალიკო. ამას გული არ ეტკინება, იმიტომ რომ, გული საერთოდ არ აქვს, – გამოსცრა დოდოშკამ.

– არ მწყინს. შეიძლება, მართალიც ხარ. მე გულს მხოლოდ მისი პირდაპირი დანიშნულებით ვიყენებ. ახლა კი უნდა წავიდე. გლოვას რომ მორჩება ეს ქალბატონი, შემეხმიანეთ!

– შეგეხმიანებით, მორიგი ქირა რომ გვექნება მოსაცემი შენი „ხატასთვის“.

– როცა გინდა, მშვენივრად იგესლები?! – შენიშნა ტატაშკამ და ჩანთა აიღო, – არა უშავს, დღეს ბოლომდე კეთილი ვიქნები. ჩემს საჩუქარს უკან არ წავიღებ. ვიცი, რომ გულის სიღრმეში ყველაფერში მეთანხმები.

ტატა წავიდა. ლალიკომ სამზარეულოში ყავა მოადუღა და დოდოსთან დაბრუნდა ფინჯნებით ხელში. დოდოშკა მზერაგაშტერებული იჯდა და ჩუმად ეწეოდა სიგარეტს.

– მართლა წვიმაში იდექი და წასასვლალი არსად გქონდა, ტატამ რომ შეგიკედლა? – ფრთხილად ჰკითხა ლალიმ.

– ჰო. ასე იყო... მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

– რა თქმა უნდა, – მაშინვე დაეთანხმა ლალიკო, – ყელში ხომ არ უნდა ამოგადინოს თავისი სიკეთე.

– სიკეთე? ჰმ, ესეც თუ სიკეთეა?!

– დოდოშკა, არ გინდა, გული გადამიშალო? მოგეშვება.

– მოშვებული მაქვს უკვე. მოსაყოლიც ბევრი არაფერია. ქმარმა რომ მიღალატა, მეც ვუღალატე. მერე ამის შესახებ ვუთხარი და წამოვედი, სულ ეს იყო..

– გამოგაგდო?

– არა. მე თვითონ წამოვედი.

 – ჰო, მაგრამ, შვილი?

– შვილი... ჰო, შვილთან გაცილებით რთულად არის საქმე. რომელ ბიჭს უნდა, დედა ბოზი ჰყავდეს?

– ო, შენ ძალიან ამძიმებ სიტუაციას. ბოზებიც უნდათ და გათახსირებულებიც. დედა ხარ ბოლოს და ბოლოს...

– არა, ლალიკო, არა, მე ჩემს შვილს ასეთი მძიმე ჯვრის საზიდად ვერ გავიმეტებ... – ამოიოხრა დოდოშკამ და ყავა მოსვა.

***

კოტემ სიგარეტის კოლოფს ხელი მოუჭირა და სიმწრით მოჭმუჭნა. გაცოფებული იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა იქნებოდა უკეთესი – ის, რომ დოდო წავიდა, თუ ერჩივნა მოღალატე ცოლი მასთან დარჩენილიყო. ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ქალი ფეხს არასად გაადგამდა და მისი გაგდება მოუწევდა. ამით კი მისი შელახული თავმოყვარეობა აღდგებოდა. დოდომ კი რა გააკეთა, ხელმეორედ დაამცირა და ფაქტობრივად, გაანადგურა მისი კაცობა და ღირსება. 

– მამა, დედა სად წავიდა?

– შვილის ხმამ გამოარკვია. თავი ასწია და ბიჭის გაოცებულ მზერაში ფარული შიშიც ამოიკითხა. გუნებაში ცოლს უშვერად შეაგინა და შეეცადა, მშვიდად ეპასუხა. 

– მე და დედაშენი დავშორდით და წავიდა. 

– წავიდა? მერე, მე?

– შენ ჩემთან იცხოვრებ. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ. 

– ჩემ გარეშე გადაწყვიტეთ? არაფერი მკითხეთ? კი, მაგრამ რანაირად? მამა, არ გესმის? შენ გელაპარაკები! რატომ წავიდა დედა და მე რატომ არაფერი მითხრა...

– თავი დამანებე. წავიდა, წავიდა და მორჩა... – თავი ვეღარ მოთოკა კოტემ და ხმას აუწია. ბიჭმა უცნაურად შეხედა, ოთახიდან გავარდა და კარი გამეტებით გაიჯახუნა. კოტემ ამოიოხრა, ხელში შერჩენილი  კოლოფი მოისროლა და შვილს გამოეკიდა.  

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3