კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კიკვილაშვილი

ქართული გვარის ფუძეა სიტყვა კიკა. სულხან-საბასთან „კიკვა“ მეთოფეს, მეომარს, ჯარისკაცს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარები: კიკავძე, კიკვიძე.

საქართველოში 207 კიკვილაშვილი ცხოვრობს: გორში – 105, თბილისში – 85, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.

კოღუაშვილი

სავარაუდოდ, გვარი წარმოშობილია საკუთარი სახელიდან კოღუა. ამავე ძირისაა გვარები: კოღოშვილი, კოღოძე, კოღუა.

ბერუა კოღუაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენს 1713 წელს, კათალიკოს დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი გაცემულ გაყრილობის წიგნში.

საქართველოში 759 კოღუაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 349, წყალტუბოში – 271, თბილისში – 76. არიან სხვაგანაც.

პავლიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პავლე, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ქართულად „პატარას“, „მცირეს“ ნიშნავს.

1523 წელს პავლიაშვილი მოიხსენიება ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ავთანდილ ჯავახიშვილს ამირბარ მაღალაძისთვის მიუცია.

ასევე, 1718 წელს ბარათაშვილთა გაყრის წიგნში მოხსენიებულია გვარი პავლიაშვილი.

1721 წელს ენაგეთში არიან მოხსენიებულნი პავლიაშვილები, როგორც აზნაურები.

1818 წელს წინწყაროში მოიხსენიება მღვდელი დიმიტრი პავლიაშვილი.

საქართველოში 2 895 პავლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 777, გორში – 681, სიღნაღში – 189. არიან სხვაგანაც.

უტურაშვილი-უთარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი უთურა, რომელიც მოგვიანებით, რუსული გვარის დაბოლოებით უტურღვად ჩაუწერიათ, რამაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა გვარ უტურაშვილს.

ისტორიულ დოკუმენტურ წყაროებში გვხვდება ასევე, გვარი უთარაშვილი, რომელიც სავარაუდოდ იგივე ძირისაა.

საქართველოში 19 უტურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, გორში – 5, ახალგორში – 4.

ხათაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხათა.

ამ გვართან დაკავშირებით, ისტორიულ წყაროში შემორჩენილია თქმულება, რომლის მიხედვითაც ყოფილა მათ გვარში ადამიანი, რომელიც ხშირად იყენებდა სიტყვა „ხათას”. ამის გამო მისთვის მეტსახელი ხათა შეურქმევიათ, შემდგომში კი გავრცელებულა გვარად.

საქართველოში 323 ხათაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 193, გორში – 69, თბილისში – 61.

კენჭაძე

საკმაოდ დიდი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები რაჭიდან არიან, მაგრამ ბევრი ცხოვრობს გურიის ტერიტორიაზე. გურული კენჭაძეების ერთ-ერთ წინაპარს რაჭაში კაცი შემოჰკვდომია და მისი გაგურულება ამ ფაქტს უკავშირდება.

გვარის წინაპრებს კენჭების მოგროვება ჰქონიათ ჩვევად და გვარი კენჭაძე აქედან არის წარმოშობილი.

„ბაჯს მცხოვრები კენჭაძე, ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1544 წელი).

„ხუვნიფუს მცხოვრები კენჭაძე, მკერვალი, გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1541 წელი).

ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები კენჭა და კენჭო.

კენჭაძეების გვარი გვხვდება როგორც იმერეთში, რაჭასა და გურიაში, ასევე, სამეგრელოშიც და ეს დამოწმებულია მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების საბუთებში.

საქართველოში 1 158 კენჭაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 298, თბილისში – 238, ქობულეთში – 128. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3