რა გავლენას ახდენს ადამიანზე აბაზანის მიღების დრო და არის თუ არა დედამიწაზე საშიში ენერგიის დაგროვების ბრალი გახშირებული ონკოლოგიური და გულ-სისხლძაღვთა დაავადებები
როგორც ეზოთერიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, მიწის ნეგატიურ გამოსხივებასთან ადამიანის კონტაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია ონკოლოგიური დაავადებები. პათოგენური ზონები, განსაკუთრებით საშიშია სამსახურში, სადაც ადამიანი დიდ დროს ატარებს. ასე რომ, ჩვენს ბინებსა თუ ოფისებში, ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონები არსებობს, რომლებიც ადამიანებს ისე უხილავად უქმნიან საფრთხეს, რომ შესაძლოა, ამას ვერც კი მიხვდეთ. ბატონი გია, ასეთ ზონებს შეისწავლის და მასთან საუბარში უამრავი საინტერესო და გასათვალისწინებელი რამ შევიტყვეთ, რომელიც, ვფიქრობთ, ყველამ უნდა იცოდეს.
– ბატონო გია, დღეს ბევრს საუბრობენ მეცნიერები და ეზოთერიკოსები გეოპათოგენურ ზონებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს და ჩვენ ვერც კი აღვიქვათ, სანამ გარკვეული პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით. როგორ მივხვდეთ, ჩვენს გარშემო მათი არსებობისა და საფრთხეების შესახებ?
– როცა არასასურველ გეოპათოგენურ ზონაში აშენებული სახლი გარკვეულ პრობლემას ქმნის; არასწორ ადგილას დარგული ხისგან წამოსული უარყოფითი ენერგიისგან ბევრ წინაღობას აწყდებიან, მერეღა ფიქრობენ, რა დაგვემართაო. თუმცა, ამ ყოველივეს გეოპათოგენურ ზონებს არ აბრალებენ. არადა, მუშაობას, საქმიანობას თუ ცხოვრებას უარყოფით ზონებში, შეუძლია, არაერთი სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის ონკოლოგიურიც. ამიტომ, ვამბობ ხმამაღლა, რომ აუცილებელია, ნებისმიერი ადამიანი ინფორმირებული იყოს და დაიცვას თავი სასიკვდილო ზონებისგან. პათოგენური ზონა სივრცის ის მონაკვეთია, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური და სახიფათო ენერგეტიკა აქვს. კერძოდ, პათოლოგიური ზონა უარყოფითი ენერგეტიკული ველია სივრცეში. წარმოშობით პათოლოგიური ზონები სხვადასხვაგვარი შეიძლება, იყოს. მაგალითად, გეოპათოგენური, რომელიც წარმოიქმნება მიწის უარყოფითი გამოსხივებით; ასევე გვხვდება ბიოპათოგენური ველები, რომელიც ადამიანის ნეგატიური ფსიქიკური განცდებისა და ავადმყოფობის შედეგად წარმოიქმნება.
– გამიგია, რომ გეოპათოგენური ზონების განეიტრალება საკმაოდ ძნელი, თითქმის შეუძლებელიც კია, ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა კი, უფრო იოლია. მაინც, როგორ შევებრძოლოთ სპეციალისტის ჩარევის გარეშე, ასეთ ზონებს ბინებსა თუ სამუშაო ადგილებზე?
– ასეთი ზონების გასანეიტრალებლად ხშირად უნდა აანთოთ შენობაში სურნელოვანი ჩხირები, სანთლები, ოთახის კუთხეებში მოასხათ წყალში გაზავებული პიტნის ზეთი. ეს ძალიან მარტივი საშუალებებია და საკმაოდ ეფექტურიც. მაგრამ, როცა გეოპათოგენურ ზონებს ვაწყდებით, უფრო რთულადაა საქმე. ამ შემთხვევაში, უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო მიწის გამოსხივებაა და მასთან შეჭიდება, თითქმის შეუძლებელია ადამიანის მხრიდან. ამიტომ, მას, უბრალოდ, უნდა გაერიდოთ და ასე დაიცვათ თავი. სხვათა შორის, ბოლო დროს გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და სტიქიური უბედურებები, სწორედ გეოპათოგენური ზონების გააქტიურებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, რომელიმე ადგილას, ასეთი გეოპათოგენური ენერგია დიდი დოზით დაგროვდეს და ვეღარ გაუძლოს მიწამ: მოწყდეს, მეწყერი ჩამოწვეს, მთა დაიბზაროს, გზა გასკდეს და ასე შემდეგ. გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა ყველაზე მძიმე ფორმები კი ადამიანებზე სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია და ეს უდავოა. გეოპათოგენური ზონები ღრუბელივით ისრუტავს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას და ფიტავს მას. მაგრამ, საკმარისია, მოერიდოთ ასეთ ადგილებს და თქვენ ისევ ფორმაში ჩადგებით. კარგია თუ ოთახის კუთხეებში თავთავებსა და ბუნებრივი ქარვის ქვებს დააწყობთ. ეს გეოპათოგენური ზონიდან წამოსულ უარყოფით ენერგიებს ბლოკავს. მე, როგორც ამ საქმეში ჩახედული ადამიანი, გირჩევთ დასვენების დღეებში გახვიდეთ ბუნებაში, ხშირად იაროთ ფეხშიშველმა ბალახზე და ისუნთქოთ სუფთა, წიწვოვანი ხეების სურნელი. ასევე, კარგია წყლის პირას ყოფნა და ზოგადად, წყალთან კონტაქტი. ეს ნეგატიური ენერგიებისგან დაგიცავთ.
– ერთ-ერთ ეზოთერულ წიგნში ამოვიკითხე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როდის იბანავებს ადამიანი. ეწერა, რომ ჩვენი წინაპრები წყალს მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ და კონკრეტულ დროს ბანაობდნენ. აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს და ის გავლენას ახდენს ჩვენზე?
– რასაკვირველია. ამ თემაზე ბევრი არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ ბანაობა უბრალო, ყოველდღიური პროცედურაა. არადა რეალურად, აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს. მაგალითად, თუ გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი, აბაზანა დილის საათებში უნდა მიიღოთ. ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებების ადვილად მოსაპოვებლად, კარგია შუა დღის შხაპი. მაგრამ, თუ ძალის ნაკლებობას გრძნობთ და ენერგიის მომატება გსურთ, სავსე მთვარის პერიოდში ხშირად იბანავეთ. თუ ფინანსებში გიჭირთ და გრძნობთ, ხელი გეცარებათ, არ დაგავიწყდეთ, ყოველი კვირის ხუთშაბათ საღამოს აუცილებლად იბანაოთ. თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, პარასკევს იბანავეთ. შაბათს კი არ ვარგა ბანაობა, რადგან მთელი კვირის სევდა ერთბაშად მოგეძალებათ და ცუდ განწყობაზე დადგებით. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს ბანაობა ძალიან კარგია. ის შემდგომ კვირაში წარმატებების მიღწევისთვისაა აუცილებელი. ასე, იღბალსაც დაიბევებთ და მომავალ კვირას ენერგეტიკული ჭუჭყისგან გათავისუფლებული შეხვდებით. საერთოდ კი, მაგიური თვალსაზრისით, აბაზანა ის ადგილია, სადაც ადამიანი მთელი დღის უარყოფით ემოციებს, ენერგიასა და ავადმყოფობას წყალს ატანს და ტანიდან ჩამოირეცხავს. კარგია, თუ აბაზანაში ზღვის მარილს ჩაყრით, საღამოს მასში ჩაწვებით და განიტვირთებით. ამით უარყოფით ენერგიას ადვილად ჩამოიცილებთ, დადებითს კი – შეიძენთ.