BEKO – ყველაზე განვითარებადი ბრენდი ევროპაში!
კომპანია BEKO-ში სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს შპს „ტექნოჰაუსის” (BEKO-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) გენერალური დირექტორი, ბატონი მეჰმეთ მელექი.
– ბატონო მეჰმეთ, კომპანიაში 2015 წელი სერიოზული სიახლეებით დაიწყო. გვიამბეთ ამის შესახებ!
– 2015 წელი BEKO-სათვის სენსაციური სიახლით დაიწყო: კომპანიამ მიიღო სენსაციური გადაწყვეტილება და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, კომპანია BEKO, მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო კლუბის – „ბარსელონას” სპონსორი გახდა. ეს ორი ბრენდი ერთობლივი ძალებით სამომავლოდ ბევრ ღონისძიებას გეგმავს. გარდა ამ სიახლისა, BEKO-ს აქვს ახალი ლოგო და სიახლეები შეინიშნება პროდუქციის ვიზუალში, დიზაინსა და ასევე ხარისხშიც. პროდუქციას დაემატა ახალი მოდელები, რომლებიც ნელ-ნელა საქართველოს ბაზარზეც შემოდის (ამჟამად ბაზარზე უკვე ვხვდებით 12-კილოგრამიანი მოცულობის მქონე ინოვაციურ სარეცხ მანქანას). 2015 წელი BEKO-მ მრავალფეროვანი აქციებით დაიწყო და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე აქცია შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
– აღნიშნული აქციები ისევ გაგრძელდება?
– დიახ, მსგავსი ტიპის აქციები კვლავაც იქნება.
მაისში დაიწყო და ივნისშიც გაგრძელდება ფასდაკლებები მაცივრებზე, სარეცხ მანქანებზე, გაზქურებსა და ღუმელებზე. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლეს ხარისხს მინიმალურ ფასად. ჩვენს მაღაზიებში გაზქურების ფასი 399 ლარიდან იწყება, მაცივრებისა და სარეცხი მანქანების კი – 449 ლარიდან და, ამასთან ერთად საგარანტიო მომსახურების ხანგრძლივობა ზემოთხსენებულ პროდუქციაზე ოთხი წელიწადია. ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზეც აისახება, მაგრამ მსგავსი ტიპის აქციებითა და ფასდაკლებებით ჩვენი კომპანია ცდილობს, წაახალისოს მომხმარებელი – ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მყიდველს ვუწევთ შეღავათს და ვთავაზობთ პროდუქციას ნოემბრის თვის კურსით (1.75 – 1.78).
გარდა შეღავათიანი ფასებისა, ჩვენს მაღაზიებში მაისში მისულ კლიენტებს ერთი სასიამოვნო სიახლეც დახვდებათ – 12-თვიანი რეალური უპროცენტო განვადება ყოველგვარი საკომისიოსა და წინასწარი შენატანის გარეშე, ანუ, კლიენტი არ იხდის არანაირ ზედმეტ თანხას.
იგეგმება გრანდიოზული პრეზენტაცია და ღონისძიება „ბარსელონასა” და ახალი პროდუქციის შესახებ.
წელს დაინერგა მომსახურების ახალი სერვისი: ყველა იმ მომხმარებელს, ვინც შარშან შეიძინა ჩვენთან კონდიციონერი, წელს ეწვივნენ ჩვენი წარმომადგენლები, რომლებმაც უფასოდ გაუწმინდეს კონდიციონერს ფილტრი და მომხმარებელს აჩვენეს, თუ როგორ უნდა მოუარონ მას. ეს აქცია სამომავლოდაც გაგრძელდება და ყველა იმ მომხმარებელს, ვინც წელს ჩვენს მაღაზიებში შეიძენს კონდიციონერს, ერთი წლის განმავლობაში ექნება უფასო მომსახურება.
– რეგიონებში როგორია თქვენი აქტივობა?
– ამჟამად რეგიონების მასშტაბით გვაქვს 55 მაღაზია, სერვისცენტრები ბათუმში, თბილისსა და კახეთის რეგიონში. 2015 წლის მეორე ნახევარშიც იგეგმება სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება და წამახალისებელი აქციები, მაგრამ ამ ყველაფრის შესახებ წინასწარ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. თვალყური ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე; გარდა ამისა, კვარტალში ერთხელ გამოდის BEKO-ს ჟურნალი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ანალოგიურად შეეძლება ინფორმაციის მიღება ჩვენს ქსელში მიმდინარე თუ დაგეგმილი სიახლეების შესახებ.