კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ვერ მოდიოდა დიდხანს გონს „X ფაქტორის“ მონაწილე თიკო მოსემღვდლიშვილი და სად იხარჯება და იცლება ის ბოლომდე

მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი „X ფაქტორის“ „სკამების ტურის” შემდეგ სოფო ნიჟარაძის ოთხეულის წევრი გახდა. თიკო, გარდა მომღერლობისა, მსახიობიც არის და პარალელურად, რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობს. 

თიკო მოსემღვდლიშვილი: დავუბრუნდი თეატრს. ახლა პრემიერისთვის ვემზადებოდით და სულ გადარბენები მქონდა. „ახალი ხმის“ მერე ველოდებოდი რაღაცეებს, მაგრამ, ეს „რაღაცა” საბოლოოდ გახდა არაფერი; ჩემი შვილიც სკოლაში შევიდა. მთელი დღის განმავლობაში მარტო მიწევდა ყოფნა და გავგიჟდი. ამიტომაც წავედი თეატრში. 

– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში“ მონაწილეობა? 

– ვამბობდი, კონკურსში არასდროს აღარ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი, რადგან, მე თვითონ მაღიზიანებდა ერთი სახე ჯერ ერთ კონკურსში, მერე – მეორეში. მაგრამ ახლა უკვე კარგად მესმის მათი. როცა რეალიზება არ ხდება, ფინალის დღეს მთავრდება ყველაფერი და თავიდან გინდება ამის გაკეთება. შესაბამისად, „X ფაქტორი“ გახდა ის ერთ-ერთი საშუალება, რომლის დახმრებითაც ფართო მასებს შევახსენებდი თავს. ამ პროექტსაც და ამ არხსაც ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავს და ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობა. 

– ოთხი სკამის ტურში, ალბათ, ძალიან ნერვიულობდი.

– მოულოდნელი გადაწყვეტილებები იყო, რადგან, ბევრი კარგი კონკურსანტი მონაწილეობდა და, კონკრეტულად ვერც იტყოდი, ვინ უნდა წასულიყო და ვინ დარჩენილიყო. დიდი ნერვიულობა გადავიტანე. ჩემი ნერვიულობა ეკრანზე არ ჩანდა, მაგრამ, ეს ტური რომ დამთავრდა, ბოლოს კიდევ ვერ მოვეგე გონს. ჩვეულებრივი პროექტია: არ იცი, რა გათვლა აქვს შენს მენტორს. მე სოფოს გეგმაში რომ არ ვყოფილიყავი, ჩვეულებრივ, ამაყენებდა. 

– როგორი მენტორია სოფო? 

– ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის, საკმაოდ ტაქტიანად გეპყრობა. როცა რაღაც არ მოსწონს და გირჩევს: ეს ასე გააკეთეო, ისე ტაქტიანად გეტყვის, ვერ მიიღებ ამას შენიშვნად, არც შეურაცხყოფილად იგრძნობ თავს, თუმცა, შეურაცხყოფილად რატომ უნდა იგრძნო თავი. სოფო მენტორია, მან უკეთ იცის, რა უნდა და ამიტომ მას უნდა მიჰყვე. 

– ანრიმ შენს გარეგნობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი – სოფოს უთხრა, ასეთი ვიზუალის გოგო აუცილებლად გვჭირდება პროექტშიო. ისე კარგად გამოიყურებოდი, გულგრილს ვერავის დატოვებდი, აღარაფერს ვამბობ შენს შესრულებაზე, შენს ხმაზე.

– ისეთი სიმღერა იყო, სხვანაირად ვერც ჩავიცვამდი. დაშვებული, ფარდებივით კაბები არ მიყვარს, თუმცა, როცა საჭიროა, მაგასაც ვიცვამ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ასე გამოწყობა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. სოფოს ძალიან მოეწონა, რაც მეცვა. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობას არ აქვს ასეთ პროექტებში მნიშვნელობა, მაგრამ, გარეგნულად ყველა ძალიან კარგია და ამას მაყურებელიც ხედავს. როდესაც სცენაზე დგახარ, ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა გიწყობდეს ხელს: გარეგნობაც, არტისტიზმიც, გამოცდილებაც; ან, თუ გამოცდილება არ გაქვს – ხიბლი, რომელიც ბევრ რამეს მატებს შენს ვოკალს და, საბოლოოდ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოდიხარ „X ფაქტორი“. 

– მოკლედ, ბევრი X ფაქტორი გაქვს. 

– არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, პირიქით, სულ უკმაყოფილო ვარ: აქ რაღაც ისე არ გავაკეთე, როგორც საჭიროა, ეს არ მომწონს-მეთქი და, ვცდილობ, ტურიდან ტურში გამოვასწორო. ძალიან ვაკრიტიკებ საკუთარ თავს. მეგობრები ერთად ვიკრიბებით და ვმსჯელობთ მსგავს თემებზე. არაჩვეულებრივი სამეგობრო მყავს, თან, ბევრნი ვართ. მათ უხარიათ ჩემი წარმატება და, ზოგადად, მათი დიდი სურვილი იყო ამ კონკურსში ჩემი მონაწილეობა. ყველაფერში გვერდში მიდგანან, თუკი რამის გაკეთება შეუძლიათ, თავს არ ზოგავენ. პროექტის წინ ვამბობდი: კიდევ თავიდან აღარ მაქვს ამის ნერვები, არ ვარ მზად ამისთვის-მეთქი, მაგრამ, მეგობრებმა ძალიან ივაჟკაცეს: გადი, გადი, რას კარგავო. ჩვენ ყველანი ბოლომდე ვიხარჯებით ერთმანეთთან; ერთი ადგილი გვაქვს, სადაც ვიკრიბებით,  ჩვენს ისტორიებს განვიხილავთ, ბოლომდე ვიცლებით და მერე კარგად ვგრძნობთ თავს. დეპრესიისა და მოწყენილობების მოყვარული ადამიანი არ ვარ, დაშვებული ფარდები და ჩაბნელებული ოთახები არ მიყვარს, პირიქით, როცა რაღაც ცუდი ხდება, მაშინაც ვცდილობ, მხიარულად ვიყო, თავს შემოვუძახო, ამაში მეგობრებიც მეხმარებიან და, საბოლოოდ, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ სხვადასხვა სფეროში. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც სახლში იკეტება და დეპრესიაშია. მე ვერაფრით ვერ დავწვები, ვერ დავიძინებ; პირიქით, ემოციები და ენერგიები უნდა დავხარჯო. 

– ბოლოს, როდესაც მე და შენ ვისაუბრეთ, მახსოვს, შენს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარდა და სამომავლო გეგმებს სახავდით ერთად. რა ხდება დღეს ამ მხრივ? 

– დიახ, იყო ეს პერიოდი, ვიყავი შეყვარებული, მაგრამ, დაახლოებით შვიდი თვის წინ დავშორდით. გამომდინარე იქიდან, რომ ადრე პირი მოვაღე და ყველაფერზე ვლაპარაკობდი, ახლა იმის თქმა მიწევს, რომ დავშორდი, ჭკუა ვისწავლე: არასდროს აღარ გავუსწრებ მოვლენებს და არაფერს ვიტყვი მანამ, სანამ ზუსტად არ ჩამოვყალიბდები და საბოლოოდ არ გადავწყვეტ ყველაფერს. იმასაც კი არ ვიტყვი, რომ შეყვარებული ვარ. შვიდი თვის წინ დავშორდი შეყვარებულს და დავამთავრეთ ყველაფერი. 

– ეს, ალბათ, რთული პერიოდი იყო შენთვის. გქონდა მაშინ დეპრესიული მომენტები, რაც ასეთ დროს ხშირად ახასიათებს ბევრ ადამიანს? 

– არა, რატომ უნდა ვყოფილიყავი დეპრესიაში? იმდენად ძლიერი ადამიანი ვარ, მსგავს რაღაცეებს არ ვუშინდები. ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვის არის. ზუსტად ვიცოდი, რომ კარგი რაღაც მოხდებოდა. რა თქმა უნდა, გული გწყდება, მაგრამ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ღმერთს უნდა. წინასწარ ვერ დაგეგმავ შენს ცხოვრებას. არ უნდოდა ღმერთს, ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით და ასეც მოხდა. მოულოდნელი არც ყოფილა ეს ჩემთვის, ნელ-ნელა რაღაცეები განელდა. ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიყავით, როცა ხვდები, რომ ურთიერთობას რაღაც ხიბლები ეკარგება. ახლა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. 

– ამ ურთიერთობებში ჯერჯერობით არ გაგიმართლა... 

– პირველ დაშორებას უფრო ჩემს ასაკს ვაბრალებ; ეს კი, არ ვიცი, რას დავაბრალო... არაფერს, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო. 

– ნებისმიერ ურთიერთობას გარკვეული გამოცდილება მოაქვს ადამიანისთვის.

– იმდენ რამეს არ ვუკვირდებოდი: ადამიანის კონკრეტულ ქცევებს, რა ტიპაჟია, როგორ გამოგადგება ცხოვრებაში, როგორ დაგიდგება გვერდში, როგორ მიიღებს შენს პროფესიას... გიგულშემატკივროს და არ ჰქონდეს ის მომენტი: „ვაიმე, ახლა გამექცევა! ცნობილი არ გახდეს, არ მიმატოვოს”... ეს შეგრძნებები თუ არ ექნება ალბათ, მერე იქნება ჩემ გვერდით. თვითშიშის ინსტინქტი ერთვებათ ხოლმე: „ვაიმე, ხალხმა გაიცნო, მე ახლა ამას გავაკეთებ, იმას”... – არ არის ესენი საჭირო, პირიქით, გვერდში უნდა დამიდგეს, ერთად მივაღწიოთ წარმატებას და გავაკეთოთ ის, რაც მომავალში უკეთესი იქნება. ერთმანეთთან შეჯიბრი ყველაზე დიდი სისულელეა. 

– და ახლა არაფერი ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– დაკავებული ვარ „X ფაქტორით“, შვილით, თეატრით და ეს იმდენად ბევრია, აღარ ვიცი, რას როგორ მივუსწრო, გაწამაწიაში ვარ. კიდევ ვინმემ რომ დამირეკოს – სად ხარ, რას აკეთებო, ალბათ, გავაფრენ. ამიტომ, პირადულში ჯერჯერობით პაუზაა, თუმცა, მარტო ყოფნას არ ვაპირებ. სერიოზული ადამიანი რომ გამოჩნდება, თავისი ცხოვრება ექნება გარკვეული და მერე გადაწყვეტს ჩემს ცხოვრებას მიხედოს... თუმცა, ახლა სწორედ იმას ვაკეთებ, რომ ჩემი ცხოვრება არავის მისახედი არ იყოს, არავისზე არ ვიყო დამოკიდებული.

скачать dle 11.3