კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკითხავს დედამთილი სალომე გოგიაშვილს სახლში ყოველ დილით და რა რჩევებს ეკითხება ის მეოთხე შვილზე ორსულობისას პირველ მამამთილს

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სალომე გოგიაშვილი ნამდვილად ბედნიერი ქალია. მას უსაყვარლესი ქმარი უდგას გვერდით და მის სახლში, სამი არაჩვეულებრივი ბავშვის სიცილი ისმის. ახლა, სალომე მეოთხე შვილს, ბიჭს ელოდება, რომლის სახელიც თავად შეარჩია. სალომეს ორი შვილი – მაშა და ციბუკა, წინა ორი ქორწინებიდან ჰყავს, ვახოსთან, ახლანდელ მეუღლესთან კი, წლის და სამი თვის, უსაყვარლესი და მოუსვენარი ირაკლი. 

სალომე გოგიაშვილი: ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი მრავალშვილიანი დედა, მაგრამ, ის რომ, ოთხი შვილი მეყოლებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. მესამე ბავშვი რომ გავაჩინე, ვთქვი, გამორიცხულია, მე, მეტ შვილს აღარ გავაჩენ-მეთქი და ახლა, მეოთხეს ვაჩენ. ამიტომ, არასოდეს აღარ ვიტყვი, არასოდეს. სიმართლე გითხრათ, მინდა მეოთხე შვილზე გავჩერდე, მაგრამ მომავალში რა მოხდება, ამაზე თავს კიდევ ვერ ვდებ (იცინის). წარმოიდგინეთ, ერთი გოგო და სამი ბიჭის დედობა რა რთულია. თან, რომ ვფიქრობ, სამი რძალი უნდა მყავდეს და სამი რძლის დედამთილი უნდა ვიყო, სულ ჭკუიდან გადავდივარ. ამაზე, სულ ვიცინი. ჩემი მეგობრები მაშაყირებენ, წარმოგვიდგენია, როგორი დედამთილი იქნები, მაგრამ, მაშკას ქმარი უფრო გვეცოდება, სამი ცოლისძმა და პლუს – შენ სიდედრიო (იცინის). თან, ჩემს ქმარსაც ორი ბიჭი ჰყავს და, ასე რომ, ჩემმა სიძემ იდარდოს. მაშას ვეუბნები, შენზე არ ვნერვიულობ, რადგან, ისეთი დაცვა გყავს – მთელი არმია, შენი ნერვების მოშლა  ძალიან ძვირი დაუჯდებათ ბიჭებს-მეთქი. 

– დედამთილობა ახსენე. 30 წლის ასაკში სამჯერ გათხოვდი და, ვიცი, რომ ყოფილ დედამთილ-მამამთილთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვს. ამას როგორ ახერხებ?

– ხუმრობენ ხოლმე, 30 წლის ასაკში სამჯერ გათხოვებით რეკორდი მოხსენიო (იცინის). ჩემს პირველ დედამთილთან და მამამთილთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, მაშკას ბაბუა, ანუ ჩემი პირველი მამამთილი, ცნობილი გინეკოლოგია – თამაზ ნიკოლაიშვილი.  იშვიათად, რომ ექიმს ვენდო და მას თვალდახუჭული ვენდობი. ეს ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია და ამიტომ, წინა ორსულობაზეც და ახლაც, თუ რამე მაწუხებს ან რამის კითხვა მინდა, ყოფილ მამამთილს ვურეკავ და ვეკითხები რჩევას. წინა ორსულობაზე, სახლში იყო მოსული და ახლანდელი ჩემი დედამთილი გაუმასპინძლდა – სუფრა გაუშალა. ვიჯექით და დიდხანს ვსაუბრობდით. ძალიან ყურადღებიანია. საკმარისია, დავურეკო და რაიმე ვკითხო ორსულობაზე, რომ ეგრევე მოქრის მანქანით ჩემს სახლთან. რა უნდა დამჭირდეს, რომ ჩემმა პირველმა დედამთილ-მამამთილმა არ გამიკეთონ. ძალიან პატივს მცემენ და მეც, ასევე. ყველა მეკითხება, ამას როგორ ახერხებო. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, მაშკა მათი პირველი შვილიშვილია და მასზე გიჟდებიან. ჩემი მაზლი კი, მაშკას მამაზე მეტად უვლის. შეკრული ნათესაური წრე აქვთ და ჩემი შვილის მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ. ეს რომ არ დავინახო, უმადური უნდა ვიყო. ჩვენ სკანდალით და ჩხუბით არ დავცილებივართ. ცივილიზებურად გავშორდით და ამიტომ, ის ურთიერთობაც, რაზეც გესაუბრეთ, ნამდვილია და არა ყალბი.  ისინი ჩემს ნათესავებად მიმაჩნია და ახლაც არ მერიდება ყოფილ მამამთილს თუ დედამთილს დავურეკო და რჩევა ვკითხო. რასაც, მეორე დედამთილსა და მამამთლზე ვერ ვიტყვი. მათთან საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა. 

– არ მითხრა ახლა, ისე ვენდობი ყოფილ მამამთილს, მის გარდა, სხვა გინეკოლოგთან არ ვიმშობიარებო.

– სხვათა შორის, აგვისტოში მიწევს მშობიაორბა და შემომთავაზა, ჩემთან მოდი და იქ იმშობიარეო. ვახომ ამაზე ძალიან ბევრი იცინა – ეს ნამეტანი „სანტა ბარბარა” იქნებაო (იცინის). ვახო არაჩვეულებრივი მამაა. უკვე ხუთი წელია, ერთად ვართ, ერთ ოჯახად და სხვისი  და ჩემი შვილი არ არსებობს. იმ დღეს, მე და ვახო ვისხედით და ვსაუბრობდით. უცბად, მაშკას ხელი მოჰყვა კარში და იკივლა, ვახო, მიშველეო. უნდა გენახათ, ვახოს რეაქცია. მერე მითხრა, ხომ ჩემს ხელში გაიზარდა, მაგრამ მის ამ დაძახებაში მივხვდი, როგორ ვუყვარვარ და მე როგორ მტკივა, მისი ტკივილი. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს გოგო ძაან ჩემიაო. მეგობრები მეუბნებიან, შენ ისეთი ქმარი გყავს, სულ უნდა აჩინო შვილები, ნუ წუწუნებ, საშუალება გაქვსო. მარტო საშუალება ხომ არ არის? ძალიან ვიღლები. ბავშვებს ბევრი ყურადღება სჭირდებათ. თან, სხვადასვა ასაკის ბავშვები მყავს, ყველას სხვადასხვა პრობლემა აქვს – სხვადასხვა დღის რეჟიმი, სხვადასხვა ყურადღებას ითხოვენ. ამ შემთხვევაში მე მარტო ვარ. რასაკვირველია, ვახო ძალიან მეხმარება, მაგრამ დედის ყურადღებას ვერავინ შეცვლის და მის ამაგს ვერავინ ინაწილებს. თუმცა, ვცდილობ, არ ვიწუწუნო და სწორად გადავანაწილო დრო. პრეტენზია მაქვს, კარგი დედა ვიყო და მგონი, ასეა. ღამე კი ვგრძნობ დაღლას, მაგრამ დღე აქტიური ვარ და ყველას თავ-თავის სიყვარულსა და სითბოს ვუნაწილებ. 

– მახსოვს, ერთხელ თქვი, თუ ვახო დანაყრებულია, უფრო მეტად ვუყვარვარო. სამზარეულოსთვის იცლი?

– ეს ვიხუმრე, მაგრამ, ვიცი ჩემს ქმარს რა უყვარს და ვცდილობ, გავანებივრო. 

– ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ კაცი, ტვინით არ იმართება  და ის ბუნებით მონადირეა. ამაზე რას მეტყვი?

– კაცი რომ ბუნებით მონადირეა, ეს კაცობრიობისგანაა აღიარებული. სამწუხაროდ, ეს ასეა და ევრ უარვყოფთ.  თუმცა, ვახოს მონადირეობაა სამსახური და საკვების სახლში მოტანა (იცინის). მე რომ ქმრის მონადირე ბუნებაზე ვიფიქრო, შორს და ცუდისკენ წავალ. ამიტომ, არ ვფიქრობ. ღმერთის წყალობით, დალაგებული ცხოვრება მაქვს, არც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობას განვიცდი. პირიქით, მოჭარბებული დოზით მაქვს ქმრის ყურადღება და რაც კი შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს, რომ კარგად ვიყო. ასე რომ, ვახომ მე მომინადირა და მისი მონადირეობა ამით მორჩა (იცინის). 

– ქმრის ერთი „გაძრომისთვის” ოჯახს ნამდვილად არ დავანგრევო, ესეც ხომ თქვი? 

– ვთქვი და ვახოს ისე მოეწონა ეს ნათქვამი, აღფრთოვანდა. მე კიდევ ვუთხარი, ეს შენ არ გეხება-მეთქი (იცინის). ჩემს გარშემო უამრავი ოჯახი ინგრევა და გული მწყდება. კი ბატონო, თუ ტანჯვაში ხარ და ვერ ეწყობი ქმარს, მთელი ცხოვრების დანგრევას, უნდა გაშორდე, მაგრამ თუ ოდესღაც, ვიღაცასთან „გაძვრა” და ეს მერე გაიგე, უნდა აპატიო. ეს ვიგულისხმე სწორედ. მარტივი მიზეზისთვის, არ უნდა დაანგრიო ქალმა ოჯახი. თუმცა, ახლა რომ დავფიქრდი და წარმოვიდგინე, ვახო შეიძლება, სადღაც „გაძვრეს”, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. ჩემმა ქმარმა იცის ჩემი რეაქცია ასეთ „გაძრომებზე” და ამიტომ, პატიება მასზე არ ვრცელდება (იცინის). ამ თემაზე მშვიდად საუბარი მიჭირს და ზოგადად, არც სახლში ვსაუბრობთ.

– ის მითხარი, მეოთხე ბავშვს რა უნდა დაარქვა, უკვე მოიფიქრეთ სახელი?

– ვახომ მითხრა, მე შენ გენდობი და რაც შენ გსურს, ის დავარქვათო. ბიჭს ველოდებით და გადავწყვიტე, დუდა დავარქვა. მინდოდა ორიგინალური, მოკლე სახელი შემერჩია და არჩევანი დუდაზე შევაჩერე. ინტერნეტში მოვნახე ბიჭების სახელები და მეოთხასე სახელზე რომ ავედი, მაშინ წავაწყდი ამ სახელს. ძალიან მომეწონა. ბავშვებსაც და ვახოსაც მოსწონთ. ვერ ვგრძნობ, რომ ორსულად ვარ, ისეთი წყნარი და მშვიდია. ამ მხრივ მამას ჰგავს. არადა, მესამე ბავშვი ისეთი მოუსვენარი იყო, ორსულად რომ ვიყავი, ისე აქტიურობდა, სკამზე არ მსვამდა. მოკლედ, მშვიდი და წყნარი დუდას მოლოდინში ვართ მთელი ოჯახი და ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება. დედამთილი ისეთი გაგიჟებულია იკაზე, გათენებული არ არის, მოდის მის სანახავად და, წარმომიდგენია, დუდაზე რას იზამს. 

скачать dle 11.3