როგორ გახდა გურამ შეროზიასთან ერთად ანრი ჯოხაძე სტაჟიანი მაფიოზი და რატომ ეძებდა გურამი ყოველ დილით თავის საწოლში კესარიას
ბლოგერი, პოეტი, ლექტორი გურამ შეროზია ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ის ცოტა ხნის წინ კესარიაზეც კი „დააქორწინეს“. გურამი თავისუფალ დროს მოგზაურობაში ატარებს და ცოტა ხნის წინ, სპეციალურად ტურისთვის შერჩეულ უცნობ ადამიანებთან ერთად, რამდენიმე ათასი დოლარის ნაცვლად, სულ რაღაც 618 დოლარად მალდივებზე, დედამიწის სამოთხეში იმოგზაურა.
გურამ შეროზია: ძალიან კარგი ათი ადამიანი შევიკრიბეთ ამ მოგზაურობისთვის. იმდენად დავმეგობრდით გამგზავრებამდე, რომ ერთი სული გვქონდა, როდის წავიდოდით. დავიწყეთ რაღაცეების მოძიება და აღმოჩნდა, რომ არსებობს იაფი კუნძული, თავისი ქვიშიანი ქუჩებით, ლამაზი პალმებით და რაც მთავარია, ძალიან ახლოს მდებარეობს ხუთვარსკვლავიან რეზორთთან. ეს რეზორთი რომ აგვეღო, ერთი ღამე ჯდებოდა 1 500 დოლარი, ჩვენ ყოველ დილით ექსკურსიაზე დავდიოდით და შესვლა ბრექვესტიანად ღირდა 68 დოლარი. ღამით კი ჩვენს კუნძულზე ვბრუნდებოდით, სადაც 30 დოლარი ღირდა სასტუმრო. საბოლოოდ, 5 000 – 7 000-დოლარიანი ლაქშერი 550 დოლარად გამოვიყენეთ. ზოგადად, ამ თემამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ამიფეთქდა „ფეისბუქი“. ამ შემთხვევაში მთავარია, იაფიანი კუნძული იქირავო, დაიძინო და წახვიდე ექსკურსიებზე, რომელიც ბევრად იაფი ღირს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ბევრნი ვიყავით და სადღაც 50-40-დოლარიანი აქტივობები, მაგალითად, ღამის თევზაობა, სადაც შეგიძლია თევზები დაიჭირო, შეწვა, დელფინებთან ერთად იცურაო, თან, ფოსფორი ანათებს ღამე და ეს არის სასწაული, დაგვიჯდა 15 დოლარი. ჭამაც შევიდა ამაში. საბოლოოდ, ყველანი ისეთი მეგობრები გავხდით, რომ სიყვარულები და ლავ სთორები არ გვქონია. მეგობრული დასვენება გამოგვივიდა. სასმლის შეტანა არ შეიძლება, მხოლოდ ძვირად ღირებულ კუნძულებზეა და ისიც ძალიან ძვირი ღირს. პატარა კუნძულებზე არ შეიძლება დალევა, ერთადერთი, უალკოჰოლო ლუდი იყიდება. ქალების თემაა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი – ქუჩაში ვერ ნახავ მალდიველ ქალებს. თუ ნახავ – ერთი-ორს. დამლაგებლები და მიმტანები კაცები არიან. ქალები სახლში სხედან და უვლიან შვილებს. ქართველი ქალი ძალიან ბედნიერია, რომ არ დაიბადა მალდივებზე. იმათ ფონზე, ჩვენ თავს გევლებით და გაფასებთ. მალდივებზე რომ წახვალთ, მერე უფრო დაგვაფასებთ ქართველ კაცებს. ცხვირს არ ყოფს ქალი გარეთ. ზოგ კუნძულზე შეიძლება, ქალებს კოჭებამდე კაბით მოუწიოთ ბანაობა. იქ საცურაო ბიკინები აკრძალულია. ზოგადად, მალდივები ეს არის სამოთხე დედამიწაზე, სადაც მოსახვედრად არ გჭირდება სიკვდილი. თურმე, 500 დოლარი ღირს სამოთხე, არ გჭირდება მთელი ცხოვრება პატიოსნად ცხოვრება. იცხოვრე, მერე გადაიხადე 500 დოლარი და მოხვდები სამოთხეში, რამდენი დღითაც გინდა. არის ძალიან ლამაზი, პატარა კუნძულები. 2 საათზე ეს კუნძულები წყლით იფარება, ქრება და მეორე დღეს რომ მიდიხარ, ჩნდება. ერთ დღეს დაგვავიწყდა, დაგვეძინა სანაპიროზე, წყალი შემოვიდა, დაგვასველა, კარგად დავიწვით კიდეც – ისე რომ, მეორე დღეს გარეთ ვერ გამოვედით. სამაგიეროდ, ბავშვობის თამაშები გავიხსენეთ და ენერგიულად, იდეალურად გავერთეთ. აღმოგვაჩნდა თავისუფლების იმხელა ლეველი, რომ ალკოჰოლი არ დაგვჭირვებოდა და ბედნიერად ვყოფილიყავით.
– დიდი ხანია, მაფიის ღამეებს აწყობ და „ფეისბუქზე“ არჩევ ხალხს. მომიყევი, რა ხდება შენს მაფიის ღამეებზე, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი ანრი ჯოხაძეა.
– ანრი უკვე ერთ-ერთი ვეტერანი მაფიოზი და თანაორგანიზატორია. მალდივებისთვის რომ შევარჩიე ხალხი და ასეთი კარგები აღმოჩდნენ, ვიფიქრე: რამდენ კარგ ადამიანს ვკარგავ-მეთქი. ამიტომ, ერთ საღამოს დავპოსტე: არ გეგონოთ, ხალხო, რომ გავგიჟდი. ჩემს სახლში გეპატიჟებით 10 აბსოლუტურად უცნობ ადამიანს. შევეცდები, დავიცვა სქესთა ბალანსი. შეზღუდვებიც ჩავდე: სექსის გამო ვინც მოდიხართ, გარყვნილები, „სტენკიანები“ არ გამომეხმაუროთ. გასაბერი „სტენკებით“ რომ მოძრაობენ – ერთხელ არიან ბიჭის სახლში ნამყოფი და უკვე „სტენკებს” დგამენ. არ იცი, რეებს მწერდნენ: ნაშობა იქნება?.. ეგონათ, ორგიებს ვაწყობდი. ვიღაც გოგო მწერდა კეკლუცად: უხერხული ხომ არ არის, უცხო ბიჭთან სახლში ასვლა, ეგრევე ბლოკი აირტყა. ბევრი ვიწვალე არჩევაზე, საბოლოოდ, შევარჩიე ათი კაცი. სასწაული მაფიის ღამე გვქონდა, ისე მოგვეწონა ერთმანეთი, რომ სასწრაფოდ მეორეც მოვაწყეთ. მხოლოდ მაფიოზობანას არ ვთამაშობთ, აზარტულად, ბედნიერად ვატარებთ დროს. სახლი შევცვალეთ, იქ 15-16 კაცი ეტევა. ანრი მესამე ღამეზე მოვიდა. ისეთი პოზიტივი, ექშენი, მხიარულება, ეპატაჟი შემოიტანა, რომ მუდმივი წევრი გახდა, შერჩევას აღარ ექვემდებარება.
– ბოლო პერიოდში შენი და კესარიას თემა ძალიან აქტუალური გახდა. დაგაწყვილეს, ლამის დაგაქორწინეს.
– ვიღაცეები ხუმრობდნენ: ერთი ლამაზი ქალია საქართველოში, ისიც კაციაო და მე გავღიზიანდი: ჯერ, რატომ აყენებ შეურაცხყოფას, ქალია ვიზუალურად და კაცს რატომ ეძახი. მეორე: ერთადერთი ლამაზი ქალი არ არის, ბევრი ლამაზი ქალი გვყავს. ამაზე კესომ თქვა: ნახე, შენ რა გიქნა, ხელიხელჩაკიდებული მიგაბრძანებ ერთ-ერთ გადაცემაშიო. მერე დაასტატუსა: გურამ შეროზიას მუზა გავხდი. ხომ გითხარი, შეგიყვარდებიო და მეც ვიღადავე, დავწერე გულები, სიცილები. მეორე დღეს საიტებზე წერია: „ცნობილი ბლოგერი კესარიას თაყვანისმცემელი გახდა“. ნათესავებმა დაურეკეს დედაჩემს, მამაჩემს: რა სჭირს, რა დაემართა გურამსო. ერთხელ გავიცინე, ორჯერ, ბოლოს ისეთ „იზმენებში“ ვიყავი, დილით რომ ვიღვიძებდი, ვფიქრობდი: კესარია ხომ არ მიწევს გვერდით-მეთქი. ლამის დამარწმუნეს, რომ ცოლიანი კაცი ვარ. ბლოგზეც კი დავწერე: არ ვიცნობ ადამიანს პირადად. რეალურად რამე რომ იყოს, ამაში ცუდი არაფერია, გოგოა ჩვეულებრივი და არ მგონია, კესარიას სიყვარული სამარცხვინო იყოს. მერე ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე პირველად. ვიზუალურად მშვენივრად გამოიყურება, დადებითი ადამიანია, კარგად ხუმრობს. მაგრამ, ხომ არ „ჩავუკეტავ ბედს“, თავისუფალია ეს გოგო. თუმცა, ვიღაცას ხვდება, მეც თავისუფალი ვარ, არაფერი მაქვს კესარიასთან. ამწუთას მაქვს მსუბუქი ფლირტი, მაგრამ სანამ რამეში არ გადაიზრდება ჩვენი ურთიერთობა, ღია ვარ სხვებისთვის. სანამ არ გვეცოდინება, სად ვართ, პარალელურ შემოთავაზებებსაც ვიღებ.
– ბოლო პერიოდში სულ სკანდალებში ეხვევი, ამას შეგნებულად აკეთებ?
– ვფიქრობ, ისეთი ხარისხიანი ვარ, იაფფასიანი ეპატაჟები არ მჭ ირდება. უკვე „მასოვკა“ ფოტოებს ვიღებ. მეშინია, ვინმესთან ერთად რომ გადავიღო, შეიძლება, დილით მეორე ცოლი მყავდეს. ჯერჯერობით კესოთი შემოვიფარგლები.