კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ნანა ყაულაშვილის თოჯინები გერმანიაში და ვისი გვარების კითხვის დროს აკანკალებდა მას

ნანა ყაულაშვილი პროფესიით ექიმია, თუმცა, იმავდროულად, ულამაზეს თოჯინებსაც ამზადებს. ქალბატონმა, რომლემაც პირველი თოჯინა შვილს დაუმზადა, გერმანიის ქალაქ მიუსტენში წარადგინა საქართველო, ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფენაზე. როდესაც მის ფერად თოჯინებს იხილავთ ულამაზეს კაბებსა და შლაპებში, გულგრილი ნამდვილად ვერ დატოვებთ თითოეულ მათგანს. 

ნანა ყაულაშვილი: ბავშვობიდან ვქსოვდი და ვქარგავდი. სათამაშოს რომ მიყიდიდნენ, მაშინვე ტანსაცმელს ვხდიდი და ვცდილობდი, საკუთარი შეკერილით შემემოსა. თუმცა, ამითი არც ერთი ბავშვისგან არ გამოვირჩეოდი. მგონი, მსგავსი რამ ყველა პატარას ახასიათებს. როცა უკვე წამოვიზარდე, საკუთარი ხელით მოქსოვილ ტანსაცმელს ვიცვამდი, სადღაც მე-5 კლასში, ჩემი ხელით შექმნილი სამოსი მეცვა. ისეთი დროის შვილი ვარ, იშვიათად თუ იყიდიდი რამეს. ტანსაცმელს, მით უმეტეს. ამიტომ, სკოლის ასაკიდან, საკუთარი ძალებით მიწევდა სამოსის შექმნა – ვიქსოვდი და ვიკერავდი ტანსაცმელს. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მიყვარს შეძენილი ნივთები. მირჩევნია, თავად შევქმნა და ის ვატარო. თოჯინების დამზადება დავიწყე მაშინ, როცა შვილი შემეძინა. პირველი სათამაშო სწორედ გიორგის შევუკერე. მახსოვს, თმის ფერისთვის ვერაფერი ვნახე და იოდით შევღებე (იცინის). ამის შემდეგ ხშირად ვამზადებდი რბილ სათამაშოებს მატყლისგან. ცოტა ხნით და თოჯინებიდან ქარგვაზე, სამკაულებზე, ზარდახშებზე გადავედი. დაახლოებით ოთხი წლის წინ, ისევ დავუბრუნდი თოჯინებს. ამ პერიოდის შემდეგ პირველი თოჯინა, რომელიც გავაკეთე, მაშინვე გამეყიდა. მას შემდეგ აღარ მოვდუნებულვარ და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული.

– პროფესიით ექიმი ხართ. რატომ სამედიცინო და არა ხელოვნების რომელიმე დარგი?

– მამა ხატვის პედაგოგი მყავდა, მაგრამ ცალკე ცხოვრობდა, რაიონში. აბიტურიენტობის დროს, როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვკითხე, სამხატვროში ჩამებარებინა თუ არა. მან არ იცოდა, რა შესაძლებობები მქონდა, ამიტომ მითხრა, რომ ტალანტი არ მეყოფოდა. მეც სამედიცინოსკენ წავედი, თან იმ პერიოდში სამედიცინო ყველას ოცნება იყო. ჩემი და მესამე კურსზე სწავლობდა და ისეთ ამბებს მიყვებოდა, მეც მომინდა. 

– როდის დაიწყეთ თოჯინების გამოფენებზე გატანა?

– ძალიან დიდი ხანია, რაც გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას, 90-იანი წლებიდან. ადრე უფრო ხატები და ამოქარგული ნამუშევრები გამქონდა. თბილისის ომის შემდეგ ჩაკვდა ყველაფერი. თუმცა, ახლა ისევ გააქტიურდა ეს სფერო.

– გერმანიაში როგორ აღმოჩნდა თქვენი ნამუშევრები?

– ცალობით ყოველთვის გამქონდა გერმანიაში ნამუშევრები – ზოგს ვყიდდი, ზოგსაც გავაჩუქებდი. ევროპელები თოჯინებს  დიდად არ ყიდულობენ, ვინაიდან ძვირია მათთვის, უფრო ზარდახშებს ეტანებიან. ჩემი შვილი სწავლობს ვაიმარის უნივერსიტეტში. მისგან შევიტყვე ამ გამოფენის შესახებაც. საერთოდ, სულ მინდოდა უცხოეთში გამეტანა ჩემი თოჯინების კოლექცია. მოკლედ, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მიუსტენში ტარდებოდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და სივი გამეგზავნა. მეც დავუჯერე გიორგის და რამდენიმე ფოტოც მივაყოლე თოჯინების რეზიუმეს. ველოდებოდი შემდეგი შინაარსის შეტყობინებას, მადლობას გიხდით განაცხადის შემოტანისთვის, მაგრამ ამჯერად, თქვენ ვერ დააკმაყოფილეთ ჩვენი მოთხოვნები. თუმცა, როცა წავიკითხე, რასაც მწერდნენ, ნამდვილად გაოგნებული დავრჩი. ისეთი ადამიანების გვარები ეწერა, ვინც ჩემთან ერთად იღებდა მონაწილეობას, რომ ვკითხულობდი, მაკანკალებდა. ამიტომ, ნამდვილად არ ველოდი, მეც თუ მიმიწვევდნენ. მოვითხოვე წამყოლი, ჩემი მეუღლე გამომყვა, რადგან მარტო ვერ წავიღებდი თოჯინებს. არ მქონდა გასამგზავრებელი თანხაც და დახმარებისთვის მივმართე კულტურის სამინისტროს, რომელმაც სრულიად დამიფინანსა მგზავრობა და სასტუმრო. დიდი მადლობა მათ ამისთვის. რომ არა მათი თანადგომა, ნამდვილად ვერ შევძლებდი გამოფენაზე წასვლას. ეს არის ძალიან ძველი გამოფენა, სადაც ხელნაკეთი ნივთები და დათუნიები გამოაქვთ. ამჯერად, 23 ქვეყნის 500–მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

– რისგან ამზადებთ თოჯინებს?

– სპეციალური, პროფესიონალური თიხისგან, რომელიც იაპონიიდან ჩამომაქვს. თოჯინის სხეულის თითოეული ნაწილი იძერწება ხელით. ჯერ ვხაზავ ესკიზს, ადამიანის პროპორციების მიხედვით და მუშაობას ვიწყებ თავიდან. ვამზადებ მხოლოდ ერთ ეგზემპლარს, ვინმემ რომ შემიკვეთოს, ერთი თოჯინა რამდენიმე ცალი გამიკეთეო, მაინც არ გამომივა, სახე – მით უმეტეს. დაახლოებით, ერთიდან სამ თვემდე მჭირდება ერთი თოჯინის გასაკეთებლად.  

– ძალიან ლამაზად არიან თქვენი თოჯინები შემოსილები. თუმცა, დიდად მომღიმარი არც ერთი არაა, რატომ?

– არ მიყვარს სათამაშოებს კბილები რომ უჩანს. საერთოდ, მეც ასეთი ვარ ბუნებით და ალბათ, ესენიც დავიმგვანე (იცინის). მნიშვნელოვანია განწყობა, როდესაც თოჯინას ვაკეთებ. დედა რომ გარდამეცვალა, მაშინ შევქმენი ერთი თოჯინა, რომელსაც სახე ჩამოსტიროდა. შესაბამისად, თოჯინის დამზადების მომენტში რასაც განვიცდი, მათ გამომეტყველებაზე აისახება. რაც შეეხება სამოსს, ეს არის ყველაზე საყვარელი პროცესი ჩემთვის. ძალიან ბევრი ქსოვილი მაქვს – იმდენი, რომ სახლში არ მეტევა და აივანზე გავიტანე (იცინის). როდესაც უკვე ტანსაცმლის შერჩევას ვიწყებ, ყველა ქსოვილს იატაკზე გადმოვყრი და ვეძებ, რომელი შეიძლება მოუხდეს კონკრეტულ თოჯინას. 

– ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან ამ არეულობას?

– სახლში ბევრი არ ვართ და არ აწუხებთ ჩემი არეულობა. ეგუებიან, რადგან, მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. ხანდახან შეიძლება, სადილი ვერ მოვამზადო, მაგრამ ხმას არ იღებენ (იცინის). ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, ერთად ვყიდულობთ ყველაფერს. ფინანსურადაც მიდგას გვერდში. მხოლოდ ჩემი შემოსავლით ვერ შევქმნიდი ამ ყოველივეს. 

– სახელებს თუ არქმევთ თოჯინებს?

– არ ვარქმევ. ვფიქრობ, სახელს რომ დავარქმევ, ძალიან ჩემი გახდება. მათთან შელევა ისედაც ძნელია და ჩემი დარქმეული სახელი რომ ექნება, მერე ხომ საერთოდ გამიჭირდება. საბუთის გამო, შეიძლება რაღაც ჩავაწერინო, მაგალითად, „გოგონა შლაპით” ან რაიმე მსგავსი. სახელი მან დაარქვას, ვინც შეიძენს. გული მწყდება იმაზე, რომ ვყიდი თიჯინებს და არ ვიცნობ მყიდველებს. მაინტერესებს, ვინ წაიყვანა და ვის ოჯახშია ჩემი თოჯინები.

– საყვარელი თოჯინა თუ გყავთ, რომელსაც ვერ გაყიდით?

– ყველა მიყვარს, მაგრამ ჩემმა შვილმა რაც მთხოვა, იმათ ვერ გავყიდი. როცა ახალ თოჯინას ვამზადებ და მომწონს, მაშინ ვამბობ, ამას ვერ შეველევი-მეთქი. მაგრამ, დრო რომ გადის და თვალიც ეჩვევა, მერე ვხვდები, უნდა გავიმეტო, რათა მომავალში უკეთესი გამომივიდეს.

скачать dle 11.3