კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტერორისტულ მარაქაში

რათა ხუთი?!

ამ ბოლო დროს რფ-ული პრესა დიდი გულმოდგინებით ცდილობს საქართველოს, კერძოდ, პანკისის ხეობის ტერორისტული სახელმწიფოს ტერორისტებით მომმარაგებლად წარმოჩენას და ერთი ვაი-ვიშია, რომ ერთ-ერთი ცნობილი საველე მეთაური საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილია და სულაც არ ადარდებთ, რომ ისლამური ხალიფატის ხემლძღვანელობასა თუ საშუალო და დაბალ რგოლებში რუსეთის მოქალაქეების ცვენაა, იმას გარდა, რომ, თვით მსოფლიო რუკის თანახმად, სად – ერეკლე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პანკისის ხეობა) და სად – მისი ცოლი თეკლე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტერიტორია, სადაც ისლამურ ხალიფატია განთავსებული).

 ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავის გეგმას მიჰყვება, თუმცა, ამავდროულად, არც ჩვენს ოკეანისგაღმელ პარტნიორს სძინავს მაინცდამაინც საღათას ძილით.

სახელდობრ, სულ ახლახან აშშ-მა 20 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა მისთვის, ვინც მიაწვდის ინფორმაციას ისლამური სახელმწიფოს მთავარ ოთხეულზე, თარხან ბათირაშვილის ჩათვლით.

კერძოდ: ინფორმაციაში აბდ ალ-რახმან მუსტაფა ალ-ქადულის შესახებ აშშ 7 მილიონს იხდის, 5-5 მილიონად დაფასდა აბუ მუჰამედ ალ-ადნანი და თარხან ბათირაშვილი და, სულ რაღაც 3 მილიონად – კიდევ ერთი, რომლის სრული სახელი, დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც ფარსმან სპარსისა – აბუბექრ ისმაილ იბნ ალ-აშარი.

ბუნებრივია, დიდი ვერაფერი საამაყოა, ტერორისტების სიაში ჩვენებურიც რომ ურევია, თუმცა, მაინც ცოტა გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ 5 მილიონადაა შეფასებული. – 

скачать dle 11.3