კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მე უფრო ლამაზი მინდა“

თუმცა წინდაწინ იცოდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტს ხმას არ მისცემდნენ, საპარლამენტო უმცირესობა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მაინც შეხვდა (პრინციპით: პოლიტიკა „ხრამია“, ტრიბუნა ყოველთვის გამოდგება) და პრემიერ-მინისტრსაც არათუ მოუსმინეს, ზედაც, თავადაც გამოვიდნენ სიტყვითა და შეკითხვების კორიანტელიც დააყენეს. – 

მე არ შევჩერდები უმცირესოელთა შენიშვნა-ლანძღვის პათოსზე (ვინაიდან მოქალაქეთა მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხალია თვით „ბილობილის“ გარეშეც), მხოლოდ ბ-ნი ჯაფარიძის პასაჟს გამოვეხმაურები, რომელმაც ფრიად რიტორიკულად მიმართა ბ-ნ ღარიბაშვილს. მომყავს ციტატა: „მე მაინტერესებს, რა ჰქვია იმ უნარს, რომელიც თქვენ გაძლევთ ძალას, რომ დღეს აქ მოხვიდეთ, ასეთი რიხით ისაუბროთ და კიდევ ერთხელ მოითხოვოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა თქვენს მთავრობას ნდობა გამოუცხადოს?“

ოღონდ, თუკი ბ-ნი ჯაფარიძისთვის გასაგებია, რა აძლევდა პარტიულ ლიდერსა და თანამოაზრეს, ბ-ნ სააკაშვილს, ძალას, წაგებული ომი გამარჯვებულად გამოეცხადებინა (სხვა დეტალებზე არ შევჩერდები), მისი კითხვა უადგილოა, თუ, რა თქმა უნდა, არ თვალთმაქცობს (რაც პოლიტიკოსისთვის ისეთივე ბუნებრივი მდგომარეობაა, როგორიც თევზისთვის წყალი), ან არ ხელმძღვანელობს პრინციპით: „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარტიის ლიდერი), მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა.“ – 

скачать dle 11.3