კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: გერმანული დოგის შესახებ რა შეგიძლიათ, მითხრათ?

პასუხი: გერმანულ დოგზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. უკეთესი იქნებოდა, კონკრეტულად მოგეწერათ, რა გსურდათ, გაგეგოთ მის შესახებ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ თანამედროვე გერმანული დოგი ძალიან უშიშარი, თავდაჯერებული ტემპერამენტიანი და ხალხის მოყვარული ძაღლია. უყვარს ფუფუნება და ნორმალური კლიმატი. აქვს საკმაოდ გაწონასწორებული ფსიქიკა, რისი წყალობითაც რთულია მისი წყობიდან გამოყვანა. ადვილად ეგუება როგორც სხვა შინაურ ცხოველებს, ასევე, პატარა საცხოვრებელ ტერიტორიას. ამ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ მას რეგულარული სეირნობა ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით. რაც შეეხება დოგის ლეკვებს, მათ ადრეული ასაკიდან განსაკუთრებული მოვლა და თანმიმდევრულად სწორი წვრთნა სჭირდებათ. 

გერმანული დოგი გვხვდება სხვადასხვა ფერის, მაგალითად: შავი, ცისფერი, ჩალისფერი  და ვეფხვისებრი. სიმაღლე ხვადებში არანალკები 80 სანტიმეტრია, ხოლო ძუებში – 72. რაც შეეხება წონას, ესეც სიმაღლიდან გამომდინარეა.

კითხვა: შევამჩნიე, რომ, როცა ჩემი ძაღლი იღლება, ფეხი უკანკალებს. მაინტერესებს, რისი ბრალია?

პასუხი: ძალიან რთულია ძაღლის უნახავად დიაგნოზის დასმა. აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან და ნახოთ, სახსრების ანთება ხომ არ აქვს. შეიძლება, საერთოდ სხვა რამის ბრალი იყოს. გააჩნია რა დაღლას და კანკალს გულისხმობთ. თუ ოდნავ ძაგძაგებს და ცხელია, ეს არაფერია. ადამიანის შემთხვევაშიც, როცა ბევრს ირბენს, ან ხშირად ჩაიკუზება, თავისთავად, კუნთი და მისი ქსოვილი იღლება და კანკალს იწყებს. თუ თქვენს ძაღლს ერთ კილომეტერს გაატარებთ და ფეხის კანკალი იმ შემთხვევაში ეწყება, ესე იგი, პრობლემა აქვს. ყველა შემთხვევაში, თავის დაზღვევის მიზნით, ვეტერინართან ვიზიტი აუცილებელია.

კითხვა: როგორ უნდა გავიგო, ძაღლი სუფთა ჯიშის ნაგაზია თუ არა – თვალების მიხედვით, ფეხების საშუალებით თუ ტანით?

პასუხი: ვერაფრით ვერ გაიგებთ სუფთა ჯიშის ნაგაზია თუ არა. გამოცდილი კინოლოგებიც კი შემცდარან. ყოფილა შემთხვევა, ძუ ძაღლი ხვადთან დაურთავთ. ატეხილობის პერიოდი საშუალოდ 27-28 დღეა. აქედან გარკვეული, რამდენიმე დღეა დაწყვილების პერიოდი. ამ პერიოდში კი შეიძლება, შემთხვევით, პატრონისგან შეუმჩნევლად, დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვიოს ძუ ძაღლს და კონტაქტი ჰქონდეთ. ასე რომ, დაბადებულად ლეკვები, კი ჰგვანან მშობლებს, მაგრამ სინამდვილეში არსებობს მეორე მამაც. ამიტომ, როცა ლეკვები წამოიზრდებიან და 6, 8, 9 თვის ხდებიან, შესამჩნევი ხდება, რომ მათ სიმაღლეში პრობლემა აქვთ, იცვლიან ფერს და არასასურველ შეფერილობას იღებენ, რაც სუფთა ჯიშისთვის არ არის დამახასიათებელი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, როცა ძაღლის ჯიშიანობა გინდათ დაადგინოთ, უპირველესად, უნდა ნახოთ მისი მშობლები. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ნახეთ მათი წარმომავლობის საგვარეულო ნუსხა. თუ ეს დამტკიცებულია ფედერაციის მიერ, ანუ გაფორმებულია ნამატი, ვარაუდი იმისა, რომ თქვენი ძაღლი ნარევია, ძალიან ცოტაა.

скачать dle 11.3