კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა მოსწონს პლატიცერიუმს?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს კაშკაშა სინათლე, თუმცა, თუ მაღალ ტენიანობას ვერ უზრუნველყოფთ, მოარიდეთ მზეს. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი. მასზე ნაკლები, მცენარეს დააზიანებს.

კითხვა: ინტენსიურად უნდა მოვრწყათ სანსევიერა?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში სანსევიერას მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთარში კი პირიქით: მიწას შეშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. მცენარის გულში წყალს ნუ ჩაასხამთ. სიცივისა და ბევრი წყლისგან სანსევიერას შეიძლება, ძირში ფოთლები დაულპეს. მას არ მოსწონს ბევრი წყალი. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე. იზრდება ნელა და გადარგეთ 2-3 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე.

კითხვა: როგორი ადგილი მოსწონს „ვენერას ქოშს?”

პასუხი: ეს მცენარე მზეს მოარიდეთ და ოდნავ ჩრდილიან ადგილას დადგით. მისთვის კარგია ნაკლებად განათებული ოთახი. რაც შეეხება მის ტემპერატურას, ზამთარში იტანს 13 გრადუსს. დაყვავილების შემდეგ ტემპერატურის 3-4 გრადუსით შემცირება ხელს უწყობს ახალი ყვავილების ამოსვლას.

კითხვა: რამდენად გამძლე მცენარეა ზამთარში ზეთისხილის ხე?

პასუხი: ზამთარში – 2 გრადუსსაც აიტანს, წლის დანარჩენ დროს კი მოსწონს ოთახის ტემპერატურა. ყვავილობისთვის ზეთისხილს 2 თვის განმავლობაში მაინც სჭირდება 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. თუ გსურთ, რომ ფორმაც კარგი ჰქონდეს და არც მეტისმეტად გაიზარდოს, დაყვავილების შემდეგ ან შუა ზაფხულში გაკრიჭეთ.

კითხვა: იოლი მოსავლელია თუ არა ფილოდენდრონი?

პასუხი: ფილოდენდრონი ნამდვილად არ შეგიქმნით პრობლემებს, მას მინიმალური მოვლაც კი აკმაყოფილებს, მხოლოდ პარაზიტებს უნდა მოარიდოთ. განსაკუთრებით ცრუფარიანა ემტერება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა 18-24, ზამთარში კი – 14-15 გრადუსი.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა გრევილეა?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით კი, როცა ზრდა შენელდება, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სპეციალური თხევადი სასუქით. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე მიწაში ჩარგეთ.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?

პასუხი: პატარძალას ანუ იმპატიენსს, კაშკაშა სინათლე არ უნდა მოაკლოთ, მხოლოდ შუადღის მზეს მოარიდეთ. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მცენარეს დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში დადგამთ.

კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?

პასუხი: ჟასმინი სიმაღლეში 2-3 მეტრიც იზრდება, თუმცა შეგიძლიათ გასხლათ და ღეროები კარკასს შემოახვიოთ. სასურველია, მცენარე გასხლათ დაყვავილების შემდეგ. დიდი მცენარე, საჭიროების შემთხვევაში, გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ, ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და დიდ ტერიტორიას აღარ დაიკავებს.

 

скачать dle 11.3