კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ირჩევენ და რისი გამოკვლევა შეუძლიათ თინა ბუკიას ლაბორატორიაში პაციენტებს

ადგილი, სადაც გამორჩეულად  ზუსტ ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ და რომელიც ჩვენი მკითხველების გამოკითხვების უპირობო ლიდერია ამ მიმართულებით – თინა ბუკიას სახელობის  კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია მართლაც რომ ზუსტი ანალიზის ცენტრია თბილისში და, როგორც ჩანს, ამიტომაცაა, რომ მას ნდობას არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით  უცხადებენ.  

თინათინ  ბუკია (მინი-დოსიე): თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  ლაბორატორიული მედიცინის  ერთ-ერთი  წამყვანი სპეციალისტი და სულისჩამდგმელი საქართველოში. ქართულ-ავსტრიული კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი, რომელიც მისსავე სახელს ატარებს. ასევე, თსსუ-ის ლაბორატორიული საქმის მიმართულების  ხელმძღვანელი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარე. 

– ქალბატონო თინა, როდის დაიწყო ფუნქციონირება თქვენმა ლაბორატორიამ?

– ფუნქციონირება დავიწყეთ  2010 წლის ნოემბრიდან. ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარეობს მრავალმხრივი გამოკვლევები: ჰემატოლოგიური, ზოგადკლინიკური (სადაც შედის შარდსასქესო სისტემის გამოკვლევა, თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა  და სხვა), ბიოქიმიური, ჰემოსტაზიოლოგიური. გარდა ამისა, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს იმუნოლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც სრულდება როგორც ლუმინისცენტური  მიკროსკოპის საშუალებით, ასევე  იმუნოლოგიური ანალიზატორების მეშვეობით. ყველა პროცედურა სრულდება ჩვენთან, ადგილზე.  ვირუსების კვლევა ლუმინისცენტური მიკროსკოპის საშუალებით საჭიროებს განსაკუთრებულად დიდ სიზუსტესა და გამოცდილებას. ეს მეთოდი იძლევა ზუსტი პასუხის გაცემის საშუალებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ქალისა და მამაკაცის გენიტალიური სისტემების შესწავლა.  ჩვენთან  მოდიან ბაქტერიოსკოპიული ანალიზებისთვის, პროსტატის მდგომარეობისა და ფერტილობის შესასწავლად.   სპერმის ანალიზი  ხდება ორმაგი წესით, როგორც ვიზუალური მიკროსკოპის საშუალებით, ასევე, გვაქვს  ისრაელის წარმოების   ანალიზიტორი, რომელიც ახდენს სპერმატოგენეზის ზუსტ განსაზღვრას. ლაბორატორიული კვლევების დიდ წილს შეადგენს ჰორმონების გამოკვლევა.  გარდა ამისა, სტანდარტულად შესაძლებელია სისხლის ყველა რუტინული გამოკვლევა.   

 სადღეისოდ  ლაბორატორია პაციენტებს სთავაზობს  200-მდე სახეობის კვლევის ჩატარებას. მაღალი ხარისხის რეაგენტები, კვლევის წარმოების  ავტომატიზაცია, გამოკვლევის   თანამედროვე მეთოდები,  მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტს.

– რა კატეგორიის პაციენტები მოგმართავენ და რამდენად ზუსტია თქვენი ლაბორატორიის შედეგები?

–  ჩვენი ლაბორატორიის კონტინგენტი თითქმის ყველა კატეგორიის პაციენტია. მათი  დიდი ნაწილი თბილისელებია, თუმცა ხშირად ჩამოდიან რეგიონებიდანაც, ბათუმიდან, გორიდან... ბუნებრივია, სიზუსტეა ჩვენი ლაბორატორიის ნომერი პირველი სამუშაო კრიტერიუმი.  პირველ ყოვლისა, ეს განისაზღვრება პერსონალის მაღალი კვალიფიკაციითა და ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში არსებული მაღალი დონის უცხოური  აპარატურით; ასეთივე დონისაა რეაქტივებიც. გარდა ამისა, ლაბორატორია წელიწადში რამდენჯერმე აწარმოებს ანალიზების სიზუსტის შემოწმებას. ხარისხის კონტროლი გვაქვს ავსტრიაში, OQUASTA-ს ფირმაში. ასევე, ვმონაწილეობთ საქართველოში არსებული ლაბორატორიების ხარისხის კონტროლში, რომელსაც აწარმოებს ფირმა „ჰუმანი”.  კვლევის სიზუსტე   ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ამ მაგისტრალურ ხაზს მივყვებით. სწორედ ამიტომაც, წლების განმავლობაში იგრძნობა პაციენტების ნდობა ჩვენი შედეგებისადმი. მინდა აღვნიშნო, რომ  ლაბორატორიაში  მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. აქ გადიან მომზადებას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როგორც სხვადასხვა ფაკულტეტის  სტუდენტები, ისე, რეზიდენტები  ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობაც. მიხარია, რომ ჩვენს ცენტრში  ექიმ-ლაბორანტების მომზადება დღემდე გრძელდება, რითაც ახალგაზრდების ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებას ვუწყობთ ხელს. 

მედეა აზარაშვილი (მედიცინის დოქტორი, კლინიკის დირექტორი): პაციენტების ნდობის ხარისხს უპირველესად განსაზღვრავს სწორედ ქალბატონი თინას ავტორიტეტი და მისი განსაკუთრებული გამოცდილება და პროფესიონალიზმი ამ სფეროში. ქალბატონი თინა სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელია;  აღზარდა ექიმ-ლაბორანტთა მრავალი თაობა, გახლავთ ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის  პრეზიდენტი და, ბუნებრივია, რომ წლობით  ნაგროვები კვალიფიციურობა აისახება სწორედ მისი სახელობის კლინიკისადმი პაციენტების დიდ ნდობაზე. 

ლელი შანიძე (მედიცინის დოქტორი, კლინიკის მენეჯერი): ქალაქის წამყვან  სპეციალისტთა დიდი ნაწილი – უროლოგი, სექსოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი  და ასე შემდეგ,  უპირატესობას ანიჭებს  ქალბატონი თინას დასკვნებს  პაციენტის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისას. სწორედ ქალბატონი თინას გამოცდილება და ავტორიტეტი, მის მიერ ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა და სათანადოდ აღჭურვილი ბაზა გახლავთ ჩვენი ლაბორატორიის  წარმატებული მუშაობის საფუძველი.

მისამართი: თბილისი, შარტავას ქუჩა ¹16. ტელ.: 237 61 50.    

ანა თაბაგარი 

скачать dle 11.3