ბრძნული აზრები
ლაბრიუერი: მამაც გმირს მარტო ომის უნარი აქვს, დიდბუნებიანს – ყველაფრისა. ერთიცა და მეორეც იმოდენას ვერ აიწონიან ერთად, რასაც ერთი პატიოსანი კაცი იწონის.
შექსპირი: ბუნებაც უნდა შეურიგდეს აუცილებლობას.
აკაკი: უსწავლელი გონიერი ჯაჭვით დაბმული ლომია, ნასწავლი უგუნური კი – თავისუფლად მფრინავი თუთიყუში.
ილია: ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო დიდად მავნებელი.
ბოშანი: ღირსება თითქოს ძვირფასი ქვაა – უმნიშვნელო ლაქას შეუძლია მისი სიკაშკაშის გამუქება და მთელი მისი ფასის დაკარგვა.
ტოლსტოი: ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი მხოლოდ ის, რაც სასიკეთოა არა ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.
თეკერეი: ომი თანაბრად ადებს ხარკს მამაკაცებსაც და ქალებსაც, ოღონდ პირველებისგან მოითხოვს სისხლს, მეორეთაგან კი – ცრემლს.
ეჟი ლეცი: ვინც ზრდაში ეპოქას გაუსწრო, ხშირად თავჩაქინდრული დადის.
მოპასანი: რატომღაც მგონია, რომ ზოგიერთნი მბრძანებელნი თავიანთ ქვეშევრდომთ ხელებს დააჭრიდნენ, უკეთუ ტაშისკვრა არ ეჭირვებოდეთ.
ჰამადანი: შეიძლება ნაძვის თითოეული შტო შეიქმნას იმ ცულის ტარად, რომელიც მას მოჭრის.
ადისონი: ნაკლებად ხმაურიანი თავმდაბალი მეგობრობა ხშირად უფრო მარგებელია. ამიტომ, მე ზედმეტად გულმოდგინეს ყოველთვის მირჩევნია, თავშეკავებული მეგობარი.
პუშკინი: შეიძულო ხალხის განაჩენი, არ არის ძნელი, აბუჩად აიგდო საკუთარი დასკვნა – შეუძლებელია.
ბიუფონი: ყოველგვარი საგნიდან ყველაზე ნაკლებად გვეკუთვნის დრო და ყველაზე მეტად სწორედ ის გვაკლია.
ბუნზენი: ცუდი მაგალითი კეთილს ათახსირებს.
ბუასტი: სინდისის ერთი ხმა უფრო საამურია, ვიდრე ასი ხმა დიდებისა.
ლაროშფუკო: შეყვარებულებს ერთმანეთთან საუბარი არასოდეს მოსწყინდებათ, რადგან საკუთარ თავზე ლაპარაკობენ.
აუერბახი: სამყარო თავისთავად ცარიელია და საშინელი: ხალხი ქმნის მას ქვეყნად და სამშობლოდ.
გორკი: კულტურის დონე ყოველთვის პირდაპირ დამოკიდებულებაშია შრომის სიყვარულთან.
დოსტოევსკი: ბავშვთა აღზრდა არის შრომა და ვალდებულება.
როდა: წინააღმდეგობა, რომელსაც ქალი მამაკაცს უწევს, ადვილი გამოსათვლელია. ეს უდრის ქალის სურვილისა და ცუდი რეპუტაციის შიშის კოეფიციენტს, გამრავლებულს შანსზე, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს.