„კამელინის” დადებითი შედეგები უროლოგიასა და გინეკოლოგიაში და რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა „კამელინ მ4“ – სანთლები
ქართული პრეპარატის, „კამელინის” სხვადასხვა ფორმების სამკურნალო თვისებების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ასევე, ცნობილია ისიც, რომ დღეს მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. როგორც ცნობილია, „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. თუმცა, „კამელინის„ მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ ის უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, უროლოგებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს „კამელინის” გამოყენება უროლოგიური დაავადებების, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტების, ქრონიკული ურეთრიტებისა და პროსტატის ადენომების დროს. ექიმ-უროლოგის, ზაზა ბაინდურაშვილის თქმით: კლინიკაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო, „კამელინით“ მკურნალობის ეფექტურობის შესწავლა უროლოგიური დაავადებების დროს. ასეთია: ქრონიკული პროსტატიტები, ქრონიკული ურეთროცისტიტები და პროსტატის ადენომა. კვლევა ჩაუტარდა 30 პაციენტს (31-66 წლამდე მამაკაცს), რომელთაც ჰქონდათ ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, თანდაყოლილი ცისტიტითა და ურეთრიტით. სამ გამოსაკვლევ პაციენტს ჰქონდა პროსტატის ადენომა პირველი-მეორე ხარისხის. პაციენტებს აღენიშნებოდათ ძირითადი ჩივილები: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება შორისის არეში, გახშირებული შარდვა, წვა შარდვის დროს, პოტენციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია. დიაგნოსტიკური კვლევების შედეგად დადგინდა დიაგნოზი და მკურნალობა დაიწყო დილით 2 მილილიტრი „კამელინის მ1-ის“ ინიექციით, ღამით ძილის წინ – „კამელინ მ4-ის“ სუპოზიტორიით რექტალურად. მკურნალობის ხანგრძლივობამ შეადგინა 20 დღე. მკურნალობა მიმდინარეობდა, როგორც მონოთერაპიულად (20), ასევე კომპლექსურად – ანტიპროტოზოული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (10 პაციენტი). ჩატარებული მკურნალობის შედეგად, პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც გამოიხატა პროსტატის სეკრეტში ლეიკოციტოზის სარწმუნო შემცირებითა და პროსტატის მასის შემცირების სარწმუნო დინამიკით. აგრეთვე, პროსტატის ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მკურნალობის მაღალი თერაპიული ეფექტი მიიღეს 15 შემთხვევაში (50%); კარგი თერაპიული ეფექტი – 11 შემთხვევაში (36,6%), დამაკმაყოფილებელი – 4 შემთხვევაში (13,3%). რაიმე გართულებას ან გვერდით მოვლენებს ადგილი არ ჰქონია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ პრეპარატ „კამელინის“ „მ1“ და „მ4“ ფორმების გამოყენება მონო და კომპლექსური თერაპიის სახით, ქრონიკული პროსტატიტებისა და ქრონიკული ურეთრიტების დროს, მაღალეფექტურია. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, „კამელინის„ გამოყენება მიზანშეწონილად მიგვაჩნია უროლოგიური დაავადებების დროს.
5 აპრილს კი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის მესამე გაერთიანებული კონგრესი – გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში სახელწოდებით: „ქალის განვითრების ციკლში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა გინეკოლოგიურ და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“. კონგრესში მონაწილეობდა ფარმაცევტული კომპანია „კამელინიც”. საპატრიარქოს, წმიდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის, ორსულთა პათოლოგიის გამგემ, მეან-გინეკოლოგმა დავით ლანდიამ საზოგადოებას გააცნო კლინიკური კვლევების შედეგები. მისი თქმით, სანთლები გამოიცადა 500-ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე. აწარმოებდნენ მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას. რომლის საფუძველზეც „კამელინ მ4“-ის დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე აშკარა იყო. გარდა ამისა „კამელინის“ ხსნარით ამუშავებდნენ გინეკოლოგიურ და საკეისრო ჭრილობებს. ამ შემთხვევაშიც, პრეპარატმა გამოავლინა რეგენერაციის მაღალი უნარი – ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვერი გართულებების გარეშე. „კამელინი მ 4“ – სანთლები ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს – 3-4 პროცედურა საკმარისი იყო უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გასაქრობად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია. კვლევაში ჩართულები იყვნენ აგრეთვე მეძუძური დედებიც. ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ „კამელინის” სანთლები ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისთვის შესანიშნავია.
კობა გურიელიძე („კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): „კამელინის“ ხუთივე ფორმა ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, მალამო ძალიან კარგია დამწვრობაზე, ჭრილობების შესახორცებლად, სახსრებისთვის, როდესაც ის ელექტროფორეზითა და ფონოფორეზით შეჰყავთ უშუალოდ კერამდე. სანთელი ძალიან კარგია ბუასილის, ქალური დაავადებების მკურნალობისას. ამ პრეპარატს არ აქვს უკუჩვენება და მისი გამოყენება ორსულ ქალებსაც შეუძლიათ. კიბოს საწინაღმდეგოდ, მისი პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ნემსები. რაც შეეხება კაფსულებს, ძალიან კარგი, მსუბუქი, მისაღები ფორმაა. „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და მისი გამოყენება ხანგრძლივი დროითაც კი არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
განსაცვიფრებელი შედეგი ჰქონდა 55 წლის ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში. სწორედ იქ დაუსვეს მას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო მკურნალობა: ჩაიტარა ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ, იკეთებდა ანალიზებს და არ ჰქონდა კარგი პასუხები. საქართველოდან ახლობლებმა, ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების სმა, ასევე, სანთლების გაკეთებაც. სულ ჩაიტარა მკურნალობის ოთხი კურსი და, როგორც თავად ამბობს, თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. ცოტა ხნის წინ კი, ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ის მთელი მკურნალობის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ იღებდა.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია, დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი).