კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მყავს 7 წლის გოგონა. ჰქონდა ჩაწითლებული ყელი და ხველა. ტემპერატურა დაეწია 35-მდე. გავუკეთე სისხლის საერთო და შაქრის ანალიზები, მაგრამ, არაფერი არ აღმოაჩნდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? როცა გამოკეთდა, ტემპერატურაც აეწია და ახლა ნორმაში აქვს. 

პასუხი: ეს ნიშნები ვირუსული ინტოქსიკაციით აიხსნება. 

კითხვა: რა იწვევს ვოლფ პარკინსონ-უაიტის სინდრომს და არის თუ არა ის გენეტიკური? 

პასუხი: ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის მიზეზია გულში ელექტრული იმპულსის დამატებითი გამტარი გზის არსებობა, რაც იწვევს ტაქიკარდიის შეტევების აღმოცენებას. შემთხვევათა 3,4 პროცენტში  მსგავსი სიმპტომატიკა აღინიშნება პაციენტის ახლო ნათესავებში, რაც გენეტიკური ფაქტორის მოქმედებაზე მეტყველებს.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა არის დამახასიათებელი ლარინგიტისა და ლარინგო-ფარინგიტისთვის?

პასუხი: ლარინგიტისა და ლარინგო-ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხველება, სისუსტე, მადის დაქვეითება, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდება, აფონია, ანუ ხმის დაკარგვა. აღნიშნული დაავადება შეიძლება, გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ინფექციური აგენტებით, ესენია: ადენოვირუსული ინფექცია და ტრაქეის მექანიკური გაღიზინებით. მაგალითად, უცხო სხეულის მოხვედრით, ხანგრძლივი ყეფით, ცივი საკვების ან წყლის მიღებით, მოჭერილი საყელოთი. 

კითხვა: მაინტერესებს, რა არის დამახასიათებელი სასუნთქი გზების დაავადებებისათვის?

პასუხი: ქვემო სასუნთქი გზების დაავადებებისთვის დამახასიათებელია ღრმა, სველი ხველა საერთო მდგომარეობის დათრგუნვით, უმადობითა და მოწყენილობით. ქრონიკული ბრონქიტისთვის კი დამახასიათებელია მშრალი ჩუმი ხველა, რომელიც პერიოდულად გაივლის ხოლმე, რაც შემდგომში სხვადასხვა სახის პათოლოგიით რთულდება. მაგალითად, როგორებიცაა: ათელექტაზი, ფილტვების ემფიზემა, ბროინხოექტაზია, ფილტვის ფიბროზი. ალერგიული ბრონქიტი მიმდინარეობს მწვავედ როგორც ალერგიული რეაქცია. ახასიათებს მწვავე შეტევითი ხასიათის ხველა. ბრონქებში უცხო სხეულით გამოწვეული ბრონქიტის დროს ამოხველებითი ხასიათის ხველაა და გრძელდება მანამ, სანამ უცხო სხეულს არ მოიცილებს ორგანიზმი. 

კითხვა: მაქვს საყლაპავი მილის თიაქარი. ბოლო დროს მიჭირს სუთქვა. მაინტერესებს, თუ არის ეს ჩივილი ამ დაავადებასთან დაკავშირებული?

პასუხი: საყლაპავის თიაქარი ასეთი ჩივილით არ ხასიათდება, თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ნაწლავის ამოკვეთის შემდეგ მუცელში რამე შეხორცება განვითარდეს? როგორც ვიცი, ერთხელ „გახსნილ” მუცელში ამის დიდი შანსია. შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან არიდება?

პასუხი: ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის შემდგომ თეორიულად მოსალოდნელია შეხორცებების განვითარება. პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია და სწორად წარიმართოს  პოსტოპერაციული პერიოდი. 

скачать dle 11.3