კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოგრაფის ღვთისმშობლის ხატის სასწაული

მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაუძლურებული ბიზანტიის იმპერია რომის ეკლესიის მხრიდან მძლავრ შემოტევებს განიცდიდა. რომის პაპი ყველანაირად ცდილობდა, მართლმადიდებელი ეკლესია თავისი მორჩილების ქვეშ მოექცია. ამ დროს, ათონის წმიდა მთაზე, ზოგრაფის მონასტრის ახლოს, ერთი განდეგილი ბერი მოღვაწეობდა. წმიდა მამას ჩვევად ჰქონდა თავის სენაკში დაბრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ყოველდღე რამდენჯერმე დაუჯდომელის წაკითხვა. ერთხელ, როდესაც იგი ჩვეულებისამებრ ლოცულობდა და გამუდმებით იმეორებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ლოცვას, უეცრად, სიტყვას  „გიხაროდენ“ რომ წარმოთქვამდა, მას ხატიდან მოესმა: „შენც გიხაროდენ, უფლის მსახურო“. ბერი შეშინდა, მაგრამ ხატიდან ხმა კვლავ გაისმა: „ნუ გეშინია, ახლავე წადი მონასტერში და იღუმენსა და ძმებს აუწყე, რომ მტერი სავანეს უახლოვდება. ვინც სულიერად უძლურია, განსაცდელს განერიდოს და თავი მთებს შეაფაროს, ხოლო ვისაც უფლის სახელისთვის მოწამეობრივი სიკვდილის დათმენა ძალუძს, დაე დარჩეს. წადი, იჩქარე“.

ბერი უმალ გამოვიდა სენაკიდან და მონასტერს მიაშურა. როგორც კი მონასტრის კარიბჭეს მიუახლოვდა, ის ხატი, რომლის წინაშეც თავის სენაკში ლოცულობდა და რომლისგანაც ბრძანება მიიღო, უკვე კართან მყოფი იხილა. ბერი ხატის წინ ლოცვით დაეცა მუხლებზე, მკერდზე მიირქვა და მონასტრის იღუმენს წარუდგა. მტრის მოახლოების ცნობამ სავანის ძმობა მეტად შეაშფოთა. ისინი, ვინც მოწამეობრივი აღსასრულისთვის უძლურად მიიჩნია თავი, ათონის მთებსა და ხევებს შეეფარნენ, ხოლო 26 ბერი, მათ შორის იღუმენი და განდეგილი, მონასტერში დარჩნენ და კოშკში ჩაიკეტნენ. მალე ლათინთა ლაშქარიც გამოჩნდა. მათ მონასტერში კარდახშულ ბერებს ჯერ ლიქნა დაუწყეს – სთხოვდნენ, გაეღოთ კოშკის კარი, ეცნოთ რომის პაპის მეთაურობა მსოფლიოს ეკლესიაზე და პაპის ურიცხვი წყალობა და ოქრო მიეღოთ. „ჩვენ ეკლესიის მეთაურად იესო ქრისტე გვყავს, – უპასუხეს კოშკში ჩაკეტილმა მამებმა, – და უწინ დავიხოცებით, ვიდრე თქვენს ნებას ავასრულებთ. არასდროს მოგცემთ იმის უფლებას, რომ ეს წმიდა ადგილი შუარაცხყოთ“.

„მაშ, დაიხოცეთ“, – იღრიალეს ლათინებმა და კოშკს ყოველი მხრიდან გამხმარი ფიჩხი შემოუწყვეს. მალე ცეცხლის ალი ცას მისწვდა. კოშკში მყოფმა ბერებმა უფალი განადიდეს და მას მტერთათვის ცოდვათა შენდობა სთხოვეს. ლოცვაში ჩაძირული წმიდა მამები ცეცხლში აღესრულნენ. ეს 1276 წლის 10 ოქტომბერს მოხდა. მოწამეობრივად აღსრულებულ მამათა სახელები ზოგრაფის „სინოდიკში” და ბულგარულ „თვენშია” ჩამოთვლილი.

სავანეში დაბრუნებულმა ძმებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელმაც განდეგილ ბერს მტრის მოახლოება აუწყა, ჩამოქცეული და დამწვარი კოშკის ნანგრევებსა და ღველფში მთელი და უვნებელი იპოვეს. მას სახელად „დაუჯდომელი“ ეწოდება. ბულგარელები დღესაც საღვთო ლიტურგიისას, მის წინაშე დაუჯდომელს გალობენ.

скачать dle 11.3